ღირსი სტეფანე საბაწმინდელი VIII საუკუნის ქრისტიანი მოღვაწეა. ღირსი სტეფანეს ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა.
იგი დაიბადა 725 წელს დამასკოში წმინდა იოანე დამასკელის ძმის, თეოდორე მანსურის ოჯახში. როცა სტეფანეს მამა ხალიფამ უდაბნოში გააძევა, ბიძა იოანე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ათი წლის ძმისშვილი თან წაიყვანა საბა განწმენდელის ლავრაში.
აქედან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმინდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი