ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი (VI) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი (VI) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა იოანე V საუკუნის შუა წლებში დაიბადა ეგვიპტის ქალაქ თებეში და ძალზე კეთილშობილი და მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ. ბერად თავად მონაზონმა პაპამ აღკვეცა, რის შემდეგაც იერუსალიმს მიაშურა, მაგრამ რადგან მონოფიზიტთა შორის იზრდებოდა და არც ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებას აღიარებდა, ღვთიურმა ძალამ ქრისტეს საფლავის მოსალოცად არ შეუშვა, მომდევნო ღამეს კი ხმა ესმა:

- ერეტიკოსნი უფლის ცხოველმყოფელ ჯვართან მიმთხვევის ღირსნი არ არიან!

გამოღვიძებულმა ტაძრისკენ ისწრაფა, რომ შეენანა, წმინდა ადგილთა მოლოცვის შემდგომ კი რამდენიმეგზის დაუბრუნდა ეგვიპტეს და სულიერი მოძღვრისგან პალესტინაში დარჩენის კურთხევაც მიიღო.

წმინდა მიწაზე, მთებში, ქოზიბად წოდებულ, თითქმის მიუვალ ადგილას მცირე ქვაბული იპოვა და იქ დასახლდა.

ნეტარი მამა ოდენ ველური ხილით და მცენარეებით საზრდოობდა და კაცთაგან არავის ენახვებოდა, მაგრამ უფალმა მისი ღვაწლის გაცხადება ისურვა.

ერთხელ სახელგანთქმულ მოღვაწეს, ანანიას, განსამრთელებლად ერთი ბოროტი სულით შეპყრობილი ყმაწვილი მიუყვანეს, ამ უკანასკნელმა კი სნეული მაშინვე იოანეს გაუგზავნა.

კარგა ხნის ძიების შემდგომ ყმაწვილის მშობლებმა ძლივს მიაგნეს მის სამყოფელს და შეწევნა სთხოვეს.

იოანემ, განჭვრიტა რა ამაში ღვთის ნება, უარი არ უთხრა და რადგან საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევდა, უფალს სთხოვა, ბოროტი ანანიას სახელით განედევნა.

ის დღე იყო და მისკენ აუარება ხალხი დაიძრა შეწევნისა თუ კურნების მისაღებად.

გარკვეული ხნის შემდგომ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იოანეს კესარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, თუმცა, ამგვარმა ცხოვრებამ ძლიერ შეაწუხა მისი განმარტოების მოყვარე სული, მღვდელმთავრობაზე უარი თქვა და თავის ქვაბულს დაუბრუნდა, თუმცა, ძველი და სანატრელი მყუდროება ვერც იქ პოვა: - სადაც უნდა წასულიყო, ყველგან უამრავი ხალხი დასდევდა უკან.

ღირსმა მამამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat