მონიდის მონასტრის ერთ ძმას ეშმაკი დასცემდა სიძვის ცოდვით. მონანული ბერი კი ამბობდა: რაც არ უნდა მოხდეს, მონაზვნობას არ დავუტევებო.
დადგებოდა და საბერო კანონის ნაცვლად პატარა ლოცვას იტყოდა: "უფალო, უფალო, მეუფეო, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, მნებავს თუ არ მნებავს, მაცხოვნე მე, ვითარცა მიწას და თიხას, მიყვარს ცოდვა და ჰყავ ჩემზე დიდი წყალობა". ერთხელ, სიძვით დაცემულმა, იგივე ილოცა. იხილა რა ეშმაკმა მისი ღმრთის მიმართ სასოება "და კეთილი იგი ურცხვინოება", გაუკვირდა, წარმოუდგა და უთხრა: "როცა გალობ, როგორ იკადრებ შენი პირით ღვთის სახელის ხსენებას და მის წინაშე წარდგომას?" "ეს სენაკი სამჭედლოა, - უთხრა ბერმა, - ერთ უროს შენ ურტყამ, მეორეს - მე. სიკვდილამდე არ დავცხრები შენს წინააღმდეგ ბრძოლად. არც ღვთის მიმართ ლოცვას შევწყვეტ, ვიდრე შენ არ შეწყვეტ ჩემთან ბრძოლას. ვნახოთ, ვინ სძლევს - შენ თუ ღმერთი". ეშმაკმა რომ მისი მოთმინება იხილა, განშორდა. ამის შემდეგ ბერი ჭეშმარიტ სინანულში ჩავარდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი