მშვიდნი, გონივრულად მდუმარენი, გულწრფელნი, უბრალონი
მშვიდნი, გონივრულად მდუმარენი, გულწრფელნი, უბრალონი
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა კრძალვაზე, წესრიგზე, ტიპიკონის ზუსტად დაცვასა და მამათა პატივისცემაზე

ერთი დიდგამოცდილი ხანდაზმული ასკეტი გვიყვებოდა:

- ძველ მამებს კეთილმოკრძალება, ყურადღება, სიმკაცრე ჰქონდათ. ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ თავიანთ სახეს, თმას, რათა ლამაზად მოსჩვენებოდნენ ვინმეს. მათ ყოველთვის კაბაზე წამოსასხამი ჰქონდათ მოცმული, პატივისცემის ნიშნად ღვთისმოსავად ხრიდნენ თავს, გაურბოდნენ ადამიანისათვის სახეში ცქერას, რათა კადნიერნი არ ყოფილიყვნენ. ჰქონდათ სირცხვილის გრძნობა, არ საუბრობდნენ და არ იცინოდნენ. ეკლესიაში ყოფნისას განსაკუთრებულ სანდლებს იცვამდნენ. ერთხელ მონაზონმა მოდესტმა ახალი სანდლები ჩაიცვა, სიარულის დროს ჭრაჭუნობდა. ეს ცნობილი გახდა მამათა საბჭოსთვის, მათ ის მოიხმეს და უბრძანეს, რომ ახალი სანდლები შინ ჩაეცვა, ტაძარში კი ძველით ევლო. "ჩვენ ვუცქერდით მამებს და მათი გვეშინოდა", - ამბობდა ერთი ასკეტი და ამით იმის ჩვენება სურდა, რომ იყო შიში, მოწიწება, პატივისცემა და არავინ კადნიერდებოდა ასაკით უფროსების მიმართ. არის კი ასე ახლა? ჰოი, დროებავ!

მამა ანტონი კავსოკალიველი სახე და მაგალითი იყო მთაწმინდური ტიპიკონის მკაცრად აღსრულებისა. უბრალოდ და თავმდაბლად იქცეოდა. ბაგეებზე ყოველთვის ეკერა "მაკურთხე", "კურთხეულ იყავ", "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა". სკიტის შიგნითაც კი კაბით დადიოდა. ბერიკაცები მას გულშემუსვრილები იგონებენ.

ერთხელ ვთხოვეთ ერთ 80 წლის ასკეტს, ძველ მამებზე ჩვენთვის სულის სასარგებლო რამ მოეყოლა. მან რამდენიმე სიტყვით მოგვიგო:

- ძველი მამები სხვანაირი ადამიანები იყვნენ, კეთილმოკრძალება ჰქონდათ.

- რაში მდგომარეობდა ეს კეთილმოკრძალება?

- კადნიერებისა და უზომო სითამამის არარსებობაში, პატივისცემაში, სიმდაბლითა და გულწრფელ ქცევაში, სიტყვის თქმისას, სიარულში, ჯდომასა და ჩაცმაში. ყოველთვის ერთნაირად იქცეოდნენ - როცა მარტონი იყვნენ, როცა ადამიანებს ხვდებოდნენ, როცა ტაძარში იყვნენ, როცა გალობდნენ, ანდა ლიტურგიას ატარებდნენ და ხელსაქმობდნენ. ტყუილ-უბრალოდ ენას არ ატრიალებდნენ, არავის გაუგონია მათი სიცილი, ირონია, უზომოდ კაცს არ "გამოსცდიდნენ". მშვიდნი, გონივრულად მდუმარენი, გულწრფელნი, უბრალონი, ალალნი, ურთიერთობისას სასიამოვნონი... სიტყვა მათი მარილით იყო შეზავებული, წმინდა იყო მათი ცხოვრება და აღსავსე სულიწმინდის ცხადი ნაყოფით. გაურბოდნენ ფამილარობას, რომელიც წინაუსწრებს კადნიერებას, მათი ქცევა მადლმოსილი იყო და ყველაფერში ზომიერება იცოდნენ.

ჩვენ გვახსოვს კინოვიელი მამები, მდუმარენი, ღრმა ლოცვებსა და ჭვრეტაში ჩაფლულნი, ყოველთვის თავდახრილნი: ტაძარშიც, ტრაპეზზეც, სიარულისასაც და ხელსაქმობის დროსაც.

ვიგლაში, სამი ყრმის კალივაში ცხოვრობდა ერთი კურთხეული საძმო. მათზე მიყვებოდა ერთი კერასიელი კეთილკრძალული მამა.

ამ საძმოს ბერდიდი, დოსითეოსი, ძალზე მკაცრი იყო. მის მოწაფეთაგან ყველაზე უფროსი, აღათოდოსი, ძალზე მკაცრი იყო. სათნოებებით ყველასაგან გამოირჩეოდა მამა აკაკი, რომელსაც წვერი ქამრამდე სწვდებოდა. მას ღვთისაგან ადრევე ეუწყა თავისი სიკვდილის შესახებ და ტიროდა, უფრო მეტად - სიხარულისგან. როცა რომელიმე მნახველი მოდიოდა, გულხელდაკრეფილი იჯდა. ყველა დუმდა, საუბრობდა მხოლოდ ბერდიდი. "მკვდარს საქმეები არა აქვს", - ამბობდნენ ისინი. თუ ბერდიდი არ მიუთითებდა, სტუმრებსაც კი არ გაუმასპინძლდებოდნენ. მათ არ იცოდნენ, რა იყო მრისხანება, განკითხვა. მათ შორის მეფობდა ლოცვა, სიხარული, მხიარულება, ძილში ხშირად ხედავდნენ ქრისტეს.

მონაზვნად აღკვეცის წინა დღეს ღირსსახსოვარმა იღუმენმა გაბრიელმა ზეთისხილი ჭამა და ამიტომაც, როგორც თვითონ გვიყვებოდა, მონაზვნად აღკვეცა გადაიდო. მხოლოდ ხმელა პური უნდა ეჭამა, რაც შეასრულა კიდეც მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ხარების დღესასწაული დაემთხვა.

დიონისიატელი მონაზონი ნიკიფორე, 70 წლის ბერიკაცი, ასთმითა და მიოკარდიით იტანჯებოდა, მაგრამ თავს დიდი მარხვის დარღვევის ნებას არ აძლევდა.

- მამაო, თუ მარხვას დავარღვევ, განა არ მოვკვდები? გმადლობთ, მამობრივი სიყვარულისთვის, მაგრამ 60 წლის მანძილზე დიდი ორმეოცი (დიდმარხვა) ერთხელაც არ დამირღვევია და ახლა სინდისი მისი დარღვევის ნებას არ მაძლევს. ჩემთვის საკმარისია ზეითუნისზეთიანი სუპი. ჩემთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულეთ და 5-6 დღის მერე გარდავიცვლები.

სათნოებით აღსავსე მამის სახელი მოიპოვა ღვთისმოშიშმა მამა იაკობ დიონისიატელმა. მის საკვირველ ცხოვრებაზე მოგვიყვა ღირსსახსოვარმა იღუმენმა გაბრიელმა და მამა ლაზარემ.

ერთხელ, იმ წელს, როცა მამა იაკობი კანონარხი იყო, დღესასწაულზე მისმა თანატოლმა მონაზვნებმა საკუჭნაოში მას ერთი ჭიქა სადესერტო ღვინო შესთავაზეს. უარი თქვა. ისინი დალევას აიძულებდნენ, ამაყი ხარო, ეუბნებოდნენ, მაგრამ მამა იაკობი ამბობდა, - შესაძლოა ჭიქა გავაფუჭოო. ბოლოს ამ უბრალო და მონაზვნური წესრიგის ერთგულმა მამა გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ეს იძულება ბოროტისაგან მოდიოდა, აიღო ჭიქა მარცხენა ხელით, მარჯვენით კი მასზე უფლის პატიოსანი ჯვრის ნიში გამოსახა. მაშინვე ჭიქა ოთხად გაიპო და ღვინო ყველას თვალწინ ძირს დაიღვარა!

მეტიც, მამა იაკობი შემდეგ მოჰყვა, რომ იმ დროს, როცა მას თავისი კანონის დარღვევას და შესმას აიძულებდნენ, ის ხედავდა ურცხვად მოლაზღანდარე ბოროტ დემონს და მიხვდა, რომ ყოველგვარი სიკეთის მოძულის ეს ქმედება იმალებოდა მის თანამოძმეთა მოჩვენებით ძმათმოყვარებაში.

არსებობენ სიწმინდით გამოკვებილი, წმინდანთა ცხოვრებით აღზრდილი მონაზვნები. ისინი ცხოვრობენ წმინდანებთან მუდმივ კავშირში, საუბრობენ წმინდანებზე, გრძნობენ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო მოზეიმე ეკლესიის ყველა წმინდანის სიახლოვეს. ისინი არიან ნამდვილი ჰაგიოლოგები, წმინდათა ცხოვრების, განგების, დღესასწაულების და ღამისთევის ლოცვის მცოდნენი, თითოეული ღვთის კაცის განსაკუთრებული სასწაულებრივი შეწევნის აღმსარებელნი.

მათ მიეკუთვნება თავისი ცხოვრების წესით ძალზე უბრალო, ასკეტური ღვაწლით გამსჭვალული და წელში მოხრილი ბერდიდი თეოქტისტე დიონისიატელი. არ არსებობს მონასტრის მომლოცველი, სტუმარი, რომელიც მამა თეოქტისტეს სიყვარულით არ აევსოს, არ გაეგზავნოს წმინდა ნიფონტის კელიაში მაცხოვრის ფრესკის თაყვანის საცემად, რომელიც წმინდა ნიფონტმა გამოცხადებისას იხილა. არც გვერდით მდებარე წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის კელიის მოსანახულებლად მათ გაგზავნას დაივიწყებდა ხოლმე.

ბერდიდი თეოქტისტე, როგორც ეპირის (მატერიკული საბრძნეთის სამხრეთი ოლქია) მკვიდრი, განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ეპირელ წმინდანებს, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენს. ყოველდღიურად ცდილობს წაიკითხოს ყველა წმინდანის სვინაქსარი, მათ შორის ახალმოწამეთა. მზად არის, მოგემსახუროს, მუდამ მშვიდია და სრულიად ურისხველი. ბერდიდმა ლაზარემ, იესო ქრისტეს ღვთაებრივი სახელის მსახურმა და იესოს ლოცვის მუშაკმა, უმფარველა სიყრმიდან - მას ბევრი ძმა აწვალებდა, სულელად თვლიდა. მაგრამ ის ამას იშვიათი მოთმინებით დაითმენდა და თავისი განსაცდელების ჟამს ხარობდა. ერთხელ საიდუმლო გამანდო, რომ იცნობდა მონაზონს, რომელიც დღესაც ცოცხალია და რომლის ხელისგულზეც უშიშრად სხდებოდნენ მტრედები და სხვა ზეციური ფრინველები და მათ აპურებდა. მაგრამ ჩემმა მზაკვარმა გონებამ გამოიცნო მისი სიფრთხილე (ავტორი მიხვდა, რომ ეს მონაზონი სწორედ მამა თეოქტისტე იყო, რომელიც თავის სათნოებებს სიმდაბლით მალავდა)...

იყვნენ და დღესაც არიან ასკეტები და მთაწმინდელი მონაზვნები, მკაცრად დამცველნი ტიპიკონისა, მარხვებისა, ღამისთევის ლოცვებისა და მამათა გარდამოცემის თანახმად ცხოვრობენ. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებოდა მამა ნეოფიტე, რომელიც ადგილობრივი ათონური გარდამოცემის ერთგულებით გამოირჩეოდა. ის ახალი სკიტის ყველა კალივაში აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას. იგი ყოველთვის ღვთისმსახურების სურვილით იწვოდა. ერთხელ აბრაამელთა საძმოს დიაკონ სერაფიმეს ერთ-ერთი ღამისთევის ლოცვაზე ჩაეძინა. მამა ნეოფიტემ მას ლიტურგიის ჩატარების ნება არ მისცა. ასევე უარი უთხრა ერიდან მოსულ მღვდელს.

მამა ნეოფიტე ახალსკიტელი მცირედმცოდნე იყო. ის სახარატე დაზგაზე როდინებსა და ხის კოვზებს ჩარხავდა. სამუშაო ადგილზე წიგნებს ინახავდა და ნელ-ნელა დამარცვლით კითხულობდა, ვიდრე კარგად კითხვა არ ისწავლა. ბოლოს მღვდლის ხარისხი მიიღო და მღვდელმონაზონი გახდა.

ექიმი სპირიდონ კაბანაოსი, დიდლავრელი მონაზონი, წამლებს ამზადებდა და წმინდა უვერცხლოთა მკურნალთა ხატის წინაშე აწყობდა, ავადმყოფს კი ეუბნებოდა: "წადი,თაყვანი ეცი და აიღე შენი წამალი".

- სკვნილზე ლოცვისას ერთ მარცვალსაც ნუ გამოტოვებ. ერთმა მონაზონმა იზარმაცა მთელი კვირა თავისი ლოცვითი კანონის აღსრულებისას და ეშმაკმა ის ათონის მთიდან ერში წაიყვანა, - მიყვებოდა ერთი ძალზე მოშურნე და კეთილკრძალული მეუდაბნოე.

ერთხელ დიდი ლავრის მონასტერში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სიმკაცრემ საეკლესიო ტიპიკონის დაცვისას. წიგნის მკითხველმა "დავითნიდან" დადგენილი საკვირაო კანონი არ წაიკითხა (დადგენილია თითო კვირას გარკვეული ფსალმუნების წაკითხვა, რომლებიც უფლის აღდგომის მოვლენას ეხება). მაშინ ერთი ბერდიდი, უმშვიდესი მამა ზაქარია, ძველი

თაობის მონაზონთა წარმომადგენელი, წამოდგა თავისი სტასიდიიდან და არ დამშვიდდა, ვიდრე გამოტოვებული არ იქნა წაკითხული. ის წავიდა ტიპიკონში (ათონური ტიპის ტაძრის საკურთხეველში განსაკუთრებული ადგილია, სადაც საღვთისმსახურო წიგნები ინახება და ზოგან მას ცალკე გუმბათი ადგას) და იქიდან თვითონ წაიკითხა დადგენილი ფსალმუნი, ან ამის წაკითხვა ვინმე ახალაგზრდა მონაზონს დაავალა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat