გირჩევნია მოკვდე, ოღონდ გააკეთე რაიმე სულის გადასარჩენად!
გირჩევნია მოკვდე, ოღონდ გააკეთე რაიმე სულის გადასარჩენად!
ბერდიდი მამა გედეონი
მამა გედეონი დაიბადა 1781 წელს ზაგურში, მცირე აზიაში, ნათლისღებისას სახელად გიორგი უწოდეს. მშობლების სიკვდილის მერე ათონზე წასვლა მოისურვა, მაგრამ ძმებმა შეიტყვეს და ვინმე თურქს სთხოვეს, ამის გამო გაეტყიპა, იმედი ჰქონდათ, შეაშინებდნენ. თურქმა გულმოდგინედ შეასრულა დავალება და ძმებმა იფიქრეს, ბიჭი დაივიწყებდა ბერობას, მაგრამ გიორგი მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე მთაწმინდაზე წავიდა.

წმინდა ანას სკიტში დასახლება უნდოდა, მაგრამ ახალგაზრდობის გამო არ მიიღეს.

ლავრის მოძღვართან გაგზავნეს, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირის კელიაში განმარტოებით ცხოვრობდა. გიორგიმ მას რჩევა ჰკითხა. ბერდიდმა კი ლავრის მზარეული იოაკიმე მიუჩინა. პროესტოსების კურთხევით ამ ბერდიდთან მორჩილად შედგა. იოაკიმე რუსიკში იყო აღკვეცილი და ნახევარი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. მოწაფეს არ სურდა ასეთ ბერდიდს დაშორებოდა და რუსიკში თან გაჰყვა. იქ გიორგიმ 10 წელი იცხოვრა. იქვე მანტიით შემოსეს. 8 წლის მერე ზღვის პირას ახალ მონასტერს ჩაუყარა საფუძველი იღუმენმა საბამ. მონასტრის საძმო პატარა იყო, სამუშაო - მძიმე და ბევრი. გიორგი, როგორც ძლიერი და ჯანმრთელი, ერთ-ერთ კაიაკზე გაამწესეს მორჩილად. მიმოსვლა და სოფელთან ურთიერთობა ავიწროებდა მის სულს და მორჩილების შეცვლა ითხოვა. უარი უთხრეს. ერთი წლის მერე კავსოკალივის სკიტში დასახლდა. ძალზე მოეწონა აქაურობა, ფიქრობდა იქ სამუდამოდ დარჩენას, მაგრამ სკიტელებს შორის დიკეის არჩევისას ჩამოვარდნილმა უთანხმოებამ სული აუმღვრია და ლავრაში წავიდა. მაშინ ლავრაში უკეთესი წესრიგი იყო; საერთო ტრაპეზზე ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას დადიოდნენ, ლავრელები განკრძალულ და მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ. იქ მხოლოდ ერთი წელი დაყო, მერე, განმარტობით ცხოვრების მოსურნე, წმინდა ბასილის სკიტში, კარმელის მთაზე, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის სიახლოვეს მოძღვართან ერთად დასახლდა; მაგრამ ხუთი წლის მერე მოძღვარმა აიძულა, გადასულიყო კავსოკალივის სკიტში, რომელიც მისი სულისთვის უმჯობესი იქნებოდა.

ბერძენთა აჯანყების შემდეგ, 1822 წელს, თურქებმა ათონი დაიკავეს და რადგანაც ლავრა მონაზვნების უმეტესმა ნაწილმა დატოვა, მამა გედეონი, როგორც საჭირო კაცი, თურქების მოსამსახურებლად ლავრაში მიიღეს. ის გახდა მამა პაისიოსის თანაშემწე, რომლისგანაც სქემა შეიმოსა, რამეთუ თურქების ფანატიზმის გამო საფრთხე მოელოდა. თურქებმა ცხენების საკვებისთვის ოთხი ლავრელი მონაზონი მონასტრის გემით კუნძულ ლემნოსზე გაგზავნეს. მონაზონთა შორის მამა გედეონიც იყო. იმ დროს ნაპირზე, სხვადახვა ადგილას, ავაზაკები იყვნენ ჩასაფრებული. მათ თვალი ჰკიდეს ლავრის გემს და დაუყარაულდნენ - უკან დაბრუნებულებს თავს დავესხმებითო.

ლემნოსსა და ათონს შუა თხუთმეტმა კაიაკმა ალყაში მოაქცია ლავრის ხომალდი და ხელში ჩაიგდო. ავაზაკები აწამებდნენ მონაზვნებს, ფულს ითხოვდნენ, ერთ მათგანს ხელები უკან გაუკრეს, შიგ ჯოხი გაუყარეს და დაუწყეს ტრიალი. მონაზონმა ვერ გაუძლო წამებას და აღიარა, - ათონზე ფული მაქვს დამალულიო. ფული მოიტანა და ორნი გაათავისუფლეს. ავაზაკებმა გადაწყვიტეს, მამა გედეონიც ასე ეწამებინათ. მთელი თვე აწამებდნენ. ეკითხებოდნენ, რამდენი წელია, ათონზე ცხოვრობო. გედეონმა უპასუხა, ოც წელზე მეტიაო. თითოეულ წელზე 1000 ლევი მოსთხოვეს.

გედეონს კი არაფერი ჰქონდა. დიდხანს აწამებდნენ, შემდეგ შეუმცირეს თანხა, ას ლევამდე ჩამოიყვანეს. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ არაფერი ჰქონდა, იერისოს ნაპირის სიახლოვეს დატოვეს, იქიდან კი ჯორით ლავრაში წაიყვანეს. სამი თვის შემდეგ ძლივს გამოკეთდა.

მას მერე იწყება მამა გედეონის წამება. თურქები ყოველთვიურად იცვლებოდნენ. ერთხელ ახალმა ჯგუფმა მოითხოვა, ივერთა მონასტერში ნავით წაგვიყვანეთო. მენიჩბეთა შორის იყო მამა გედეონიც. ზღვა ღელავდა, პირქარი უბერავდა, მონაზვნები ეუბნებოდნენ თურქებს, - უამინდობის გამო წასვლა არ შეიძლებაო, მაგრამ ისინი ყურს არ უგდებდნენ. გაჭირვებით ეწინააღმდეგებოდნენ მენიჩბეები ქარს, ივერონამდე მისვლა მაინც ვერ შეძლეს და იძულებული გახდნენ, "მეგას ველასად" წოდებულ ადგილას გადასულიყვნენ ნაპირზე, სადაც წმინდა გიორგის ტაძარი იდგა. ხომალდიდან მთელი ტვირთი გადაიტანეს, მამა გედეონს აჰკიდეს და ივერონამდე წაღება აიძულეს, ნავი კი უკან გაუშვეს. ტვირთის ზიდვისას მამა გედეონს საბოლოოდ გაუწყდა ქანცი, ივერონის სიახლოვეს შეჩერდა და წყაროს დაეწაფა. ერთმა თურქმა ეს რომ დაინახა, დაუყვირა: "შე არამზადა კალუგერო, გეზარება კიდეც?!" - და კონდახით ცემა დაუწყო. ამხანაგებიც მიეხმარნენ და სისხლი ანთხევინეს. თურქებმა თავი ანებეს. ივერონელმა ძმებმა ეს რომ შეიტყვეს, მამა გედეონი წაიყვანეს და საავადმყოფოში დააწვინეს. ცოტათი რომ გამოკეთდა, ლავრაში დაბრუნდა. მას განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა ღვთისმშობლისა და ღირსი ათანასესი, ევედრებოდა მათ განკურნებას და მალეც შეუსრულდა.

ამის მერე მამა გედეონს თურქების მზარეულობა აიძულეს, ამან დიდი ტკივილი მიაყენა მის სულს. წუხდა უნუგეშოდ, მაგრამ არც მეუდაბნოე ცხოვრება იყო მაშინ ადვილი: ავაზაკთა თავდასხმების შედეგად ფაშამ გამოსცა ბრძანება, მის მეომრებს ყველა უნდა მოეკლათ, ვინც მონასტრის გარეთ შეხვდებოდათ. მამა გედეონმა გადაწყვიტა, ჯობს მომკლან, ვიდრე თურქებთან დავრჩე და სულიერად დავსნეულდეო. მამებს სთხოვდა, ამ საქმიდან გამათვისუფლეთო, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ. ერთხელ ქვაბი შემოდგა ცეცხლზე საჭმლის გასაკეთებლად. გულისთქმამ წინანდელზე ძლიერად უთხრა: "წადი, გირჩევნია მოკვდე, ოღონდ გააკეთე რაიმე სულის გადასარჩენადო!" და ყველა დაუტევა, თან არაფერი წაუღია. თურქებმა ჭიშკრიდან გაუშვეს, ეგონათ, ბოსტანში მწვანილის მოსაკრეფად მიდიოდა. ის კი პირდაპირ კავსოკალივის სკიტში წავიდა, სადაც ღირსი ნიფონტის მღვიმეში მამა ნიფონტი მოძღვარი ცხოვრობდა. მან თურქებს სთხოვა, მისთვის ხელი არ ეხლოთ. მოძღვარმა მოუწონა სწრაფვა და კავსოკალივაში დასახლება უბრძანა.

ლავრაში კი აჩოჩქოლდნენ, დაუწყეს ძებნა მამა გედეონს. როცა თურქებმა შეიტყვეს მისი გაპარვის ამბავი, გამძვინვარდნენ. ხელმძღვანელობის განკარგულებით ერთი მონაზონი და ერთი თურქი გაგზავნეს მამა გედეონის მოსაძებნად. შეიტყვეს, რომ მამა გედეონი კავსოკალივაში იყო და მისი წაყვანა მოინდომეს. მამა გედეონმა სთხოვა მოძღვარს, ლავრაში წასულიყო და მისთვის ეშუამდგომლა. მოძღვრებმა ნეოფიტე მოძღვარს უთხრეს, - თვითონ მოვიდეს კურთხევის ასაღებად, ასე დამალვა კი არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჩვენ თურქებზე ვართ დამოკიდებულნიო. მოძღვარმა მათი ნათქვამი მამა გედეონს გადასცა, ისიც ენდო და ლავრაში მივიდა. მკაცრად ჰკითხეს, - უთქმელად რატომ წახვედიო. დიდი ხანია ამისგან გათავისუფლებას გთხოვდით, მაგრამ ნებას არ მაძლევდით, მე კი მეტის დათმენა არ შემეძლოო, - მიუგო. მამებმა ხელის დაფარებისთვის მამა გედეონს 50 ლევი მოსთხოვეს, რადგანაც არაფერი ჰქონდა, დილეგში ჩასვეს, სადაც სამი დღე იჯდა. მას ასე ადრე არ გამოუშვებდნენ, მაგრამ მისმა მოძღვარმა, მამა ნეოფიტემ გადაიხადა გამოსასყიდი.

მამა გედეონი კავსოკალივაში დაბრუნდა, მაგრამ უბედურება არ ასცდა. კარიესში ნაცნობმა მონაზონმა ერთი ტალერი (ძველებური გერმანული ოქროსი და ვერცხლის მონეტა) მისცა. სკიტში დაბრუნებულმა ბალიშის ქვეშ ამოდო ტალერი. ამ დროს ავაზაკი შემოვიდა და ფულის მოთხოვნა დაუწყო. მამა გედეონმა მიუგო, - აქ ფულის დასაგროვებლად არ ვარო. ქოხის სიღატაკემ და ბერის ჩაცმულობამ ავაზაკიც დაარწმუნა, რომ მას ფული მართლაც არ ჰქონდა და ახლა პური მოსთხოვა. ბერმა იუარა: - პური საიდან მექნება, ვინ მომცემდაო. ავაზაკი თვითონაც ხედავდა, რომ პური მართლა არ ჰქონდა. წყალი დამალევინეო, - უბრძანა. ბერი წყლის მოსატანად წავიდა. იფიქრა, იქნებ გაპარვა მოვახერხოო, მაგრამ ვერ შეძლო. ავაზაკმა, როგორც კი ბერი გავიდა, ბალიში ასწია, იქ ტალერი ნახა, ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გამოვიდა ბერისთვის თვალყურის სადევნებლად. როცა ბერმა წყალი მოიტანა, ავაზაკმა ფული მოსთხოვა და იარაღით ცემა დაუწყო. მეტი რა ჩარა იყო, ტალერი უნდა მიეცა, მაგრამ ბალიშის ქვეშ ფული ვეღარ ნახა და მიახალა, - უკვე აგიღიაო. ავაზაკმა დაუყვირა, - ქურდსაც მიწოდებო და დაუწყო წამება მამა გედეონს. გასავათებულმა ბერმა წყალი მოსთხოვა. როცა ავაზაკი წყლისთვის გავიდა, მამა გედეონმა ძალა მოიკრიბა და გაიქცა. მაგრამ შორს ვერ წავიდა, ავაზაკთა მთელ ხროვას გადაეყარა. შეიპყრეს. მათმა ამფსონმა უთხრა დანარჩენებს, ამ ბერს ფული აქვსო და დაუწყეს წამება. ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს, რაც შეეძლოთ, ყველაფერი მოხვეტეს და თან წაიღეს, ბერი კი ნაწამები და თითქმის შიშველი დატოვეს...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat