თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან
თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან
ამა წლის 1-ელ დეკემბერს ოცი წელი სრულდება სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) გარდაცვალებიდან. საქართველოში მოღვაწე ეს ღირსი მამა შეიყვარა ჩვენმა მორწმუნე ერმა, ისიც ამ სიყვარულზე სიყვარულით პასუხობს და უფლისმიერი სასწაულებით შეეწევა ქართველებს.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ცხოვრება.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: "ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო". ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: "ერთი მზე შენს წიაღშიაო". დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმინდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო. ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის "რკინიგზის" წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: "სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო". მის რელიგიურ "დანაშაულს" პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩასწვნოდა სულში.

ერთხანს წმინდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. "რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად", - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით, ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართვია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამ, - ამბობდნენ მასზე, - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს "ნაკლი" სიცოცხლის ბოლომდე არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი უხმოდ დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: - აღარ მიხვიდე მასთანო. ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო, - მიუგია.

დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: "აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო". რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, "რუსეთს კი სძინავსო", - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის "წმინდა ივერია" იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ ბაქკანალიას, წუხდა საშინლად ქართველთა შინაომის გამო. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. გახსოვთ ალბათ, მეტრო "დიდუბესთან" იარაღით დატვირთული ვაგონები რომ აფეთქდა. მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ისეთ ადგილას დადგა, საიდანაც კარგად ჩანდა ეს საშინელება და ლოცვა დაიწყო. ხატი მაღლა აწეული ეკავა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. არავინ დაღუპულა. ეს ცხადი სასწაული იყო...

სოხუმში ომი რომ დაიწყო, მაშინ დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: "იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა". საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა: "არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან". ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს.

"მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს - ყველანი ჩემი ახლობლები არიანო", - იტყოდა ხოლმე. ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.

მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას "ღირს არსს" ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითონ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: "ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო".

ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, - იტყოდა ხოლმე.

საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: "ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო". "გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო", - უთქვამს ერთხელ.

დადგა მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: "დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო". 1992 წელს კი წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც - მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.

როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმინდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მოიტანა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს უწმინდესი ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: "მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!" როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო. სულიერ შვილებს დაუბარა კიდეც, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ.

სქემიღუმენია სერაფიმა იხსენებდა: "გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: "ვის ხედავთ?" იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: "დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?" თავი დამიქნია და ატირდა.

მამა ვიტალი 1992 წლის 1-ელ დეკემბერს 18.45 საათზე გარდაიცვალა.

მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: "თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ". უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: "მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს".

1992 წლის 5 დეკემბერს უწმიდესის კურთხევით მამა ვიტალი წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა:

"დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმინდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება.

გასაოცარი და წმინდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება სურდა. ეს იყო წმინდა ხუცესი. არაერთხელ მინახავს ეს სიწმინდე, რომელსაც თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ..."

1992 წლის 1-ელ დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). "მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო", - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: "მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს, და დაგეხმარებითო", - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოსცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

დაბოლოს, მსურს ერთი ამბავი გავიხსენო, რომელიც პირადად მე შემემთხვა. 1-ელ დეკემბერს ვარ დაბადებული და ამიტომაც, ბუნებრივია, ჩემს მეოხად ვთვლი მამა ვიტალის.

"რა ვქნა, რომელ გზას დავადგე, მამაო, ცოლი შევირთო თუ მონასტერში წავიდე? გევედრები, ახლავე გამაგებინე ღვთის ნება!.." - შევთხოვდი 19 წლის წინ მამა ვიტალის მის საფლავთან დაჩოქილი. მერე წამოვდექი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს შემოვუარე (მამა ვიტალის საფლავი ამ ტაძრის აღმოსავლეთით, საკურთხევლის წინ მდებარეობს). იქვე, ათ მეტრში, სატრაპეზოსთან, დახმარება მთხოვეს - ტომრები ჩაგვატანინე მეტრომდეო. გზად თანამგზავრს, რუს ქალბატონს, დეიდა ნინას, გავესაუბრე - გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიოდა, ტომრებით კი ავადმყოფებისთვის წვრილად დაჭრილი პური და მოხარშული კარტოფილი მიჰქონდა. თურმე, უკვე ათ წელზე მეტი იყო, დეიდა ნინა მოძღვრის კურთხევით ეკლესიის წინ გლახაკობდა, მოგროვილი ფულით საკვებსა და ტანსაცმელს ყიდულობდა და ხან ბედიანის, ხანაც გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰქონდა სნეულთათვის. დამაინტერესა და ბოლომდე გავყევი. რა საოცარი სიხარულით შეხვდნენ დამშეული ავადმყოფები! მათთვის ყველაფერს ნიშნავდა დეიდა ნინას მიცემული თითო ნაჭერი პური და რამდენიმე კარტოფილი... მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ ამბავს ახსნას ვერ ვუძებნიდი. "მამა ვიტალი, ცხოვრების გზის ჩვენება გთხოვე, შენ კი საგიჟეთში გამგზავნე. რით დავამსგავსო დეიდა ნინასას ჩემი ცხოვრება?" მაგრამ ერთხელაც, ღვთის წყალობით, ჟურნალ "კარიბჭეში" მივედი. აი, მაშინ მოვუძებნე ახსნა მამა ვიტალის სასწაულს - მეც ხომ დეიდა ნინასავით ეკლესიის კარიბჭესთან ვდგავარ და წმინდა მამათა ცხოვრებიდან თუ სწავლებიდან ვითხოვ, ვაგროვებ მასალებს და "კარიბჭის" მეშვეობით ჩემნაირსავე ადამიანებს ვურიგებ. ეკლესია კი სულიერი საავადმყოფოა, სადაც მარადისობისთვის ვიკურნებით. ჩემს მოწოდებულ პურსა და წყალს კურნების ძალა არ აქვს, მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის ნათქვამი: მწყურვალს მისი სახელით ერთი ჭიქა წყალიც რომ მივაწოდოთ, სასყიდელი არ დაგვეკარგება. მამა ვიტალიმ არა მარტო ცხოვრების გზა მაპოვნინა, ჩემი ცხოვრების ნაწილადაც იქცა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat