წმინდა მეფე დემეტრეს ყაენის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და ურდოში დაიბარეს. იქ მისვლა უცილობელ სიკვდილს ნიშნავდა.
მეფემ შეკრიბა კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი, ღირსი მამანი და ვითარება გააცნო. ერთი გზაღა დარჩენოდა - თავი მთიულეთისთვის შეეფარებინა, მაგრამ მეფეს ეს არ სურდა, რადგან იცოდა, მასზე განრისხებული მტერი სამეფოს აუოხრებდა. "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე თვით მძიმე ცოდვითა განვიდე ამ სოფლიდან?" - ბრძანა მეფემ. დარბაზმა ერთხმად სთხოვა, თავი გადაერჩინა, მაგრამ გვირგვინოსანმა მშვიდად მიუგო: "მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად, უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშისცემა... დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას".
მონღოლებმა მკაცრი სამსჯავრო მოუწყვეს, მაგრამ ბრალი ვერ უპოვეს. ყაენმა მაინც სიკვდილი განუჩინა დემეტრეს.
სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმინდა ზიარება და სული უფალს შეავედრა... მოულონელად მზე დაბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. ვერც ამ ცხადმა სასწაულმა მოიყვანა გონს მონღოლნი...
კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს წამებული მეფის ნეშტი, თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოველში, "სამარხოსა მამათა მათთასა" დაკრძალეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი