ოციან წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს ვახტანგ ღამბაშიძეც გასცლია. იგი შვილი გახლდათ დეკანოზ დავით ღამბაშიძისა.
მან სამშობლოშივე გაითქვა სახელი არა მარტო როგორც უებრო მკურნალმა, არამედ როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პატრიოტმა. მისი ღვაწლის თვალსაჩინოებისთვის მარტო სანატორიუმ "პატარა ცემის" ხსენებაც კმარა, რომელიც ბატონ ვახტანგს აუგია მამასთან ერთად, სადაც მრავალ ღირსეულ ქართველს მოუკრებია ძალა. ემიგრაციაში ვახტანგ ღამბაშიძე გახლდათ ქართველთა მკურნალი ექიმი. ის სამჯერ აირჩიეს ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარედ. 1946 წელს დაუწერია მოგონებათა გრძელი წიგნი. წინასიტყვაობაში აღნიშნავდა ამ წიგნის დაწერის მიზეზს: "მე მგონია, ყოველი შეგნებული ქართველის მოვალეობაა, სამაგიერო გადაუხადოს თავის ქვეყანას, ერს და თავისიანებს. ყველამ, ვინც განვიცადეთ შეგნებულად და ღირსეულად ჩვენი სამშობლოს ვითარება და ვინც ვატარებთ მისი შვილის სახელს, ვალდებული ვართ, შევიტანოთ მის სალაროში ჩვენი ცხოვრების და გრძნობის კვალი. ესე იგი, არ დავემსგავსოთ უმადურ ადამიანს, რომელმაც უზენაესისგან ბოძებული ქანქარი მიწაში ჩაფლა... თითოეულ ჩვენგანს რამდენი რამე გვაქვს ნასმენ-ნახული და ცოტა რამ გაკეთებულიც. ყველაფერი ეს არ უნდა დაიკარგოს უკვალოდ. კაცობრიობა წარსულის მოგონებებითაც ცხოვრობს".
ბატონი ვახტანგი 1951 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა ინგლისში, თავის ქალიშვილთან სტუმრობისას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი