ერთმა ძმამ წმინდა მაკარი დიდს რჩევა სთხოვა: როგორ ვიცხოვრო, სასუფეველი რომ დავიმკვიდროო. "წადი სასაფლაოზე და აგინე მკვდრებს", - უთხრა ბერმა.
დაუჯერა ძმამ, წავიდა სასაფლაოზე, ქვების სროლა და მიცვალებულთა გინება დაიწყო. მამა მაკარისთან რომ დაბრუნდა, ბერმა ჰკითხა: "გითხრეს რამეო?" "არა, მამაო", - უპასუხა ცხოვნების მაძიებელმა. "ახლა წადი და აქე ის მიცვალებულნი", - უბრძანა მაკარიმ. ძმამ, მისი რჩევისამებრ, საფლავების წინ მუხლი მოიდრიკა და მიცვალებულთ წმინდანი და მართალნი უწოდა. შემდეგ ისევ ღირს მამასთან დაბრუნდა. "არც ახლა გითხრეს რამე?" - ჰკითხა მან. "არაფერი, მამაო", - უპასუხა ძმამ. "ხომ ხედავ, აგინებდი - არაფერი გიპასუხეს, არც მაშინ უთქვამთ რამე, როცა ადიდებდი. მაშ, ისწავლე, ძმაო: თუ გინდა, ცხონდე, იქმენ ვითარცა მკვდარი - ნურც ქებას, ნურც გინებას კაცთაგან ნურად მიიჩნევო", - ურჩია წმინდა მამამ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი