მამა გაბრიელი ჰყვებოდა წმინდა იოანე მაისურაძეზე: ერთხელ ბეთანიელ მამებს ძალზე გასჭირვებიათ და მამა იოანე იძულებული გამხდარა, ცხენი წაეყვანა გასაყიდად.
მშვიდი და უწყინარი პირუტყვი ყოფილა, ღონიერი და ჯანმრთელი. რამდენს აფასებ მაგ ცხენსო, - ცოტა არ იყოს, აგდებით უკითხავს ერთ კაცს. "რამდენსაც მომცემო", - მიუგია ღირს მამას. "მაინც რამდენად მომყიდიო?" - ჩასძიებია ის. "რამდენსაც მომცემ, შვილოო", - ისევ უთქვამს მამა იოანეს. "მაშინ, აჰა, სამი მანეთი და კარგად იყავიო", - ჩასცინებია მყიდველს და მამა იოანესთვის სამი მანეთი გაუწვდია. ეს ჩალის ფასიც აღარ იყო, მაგრამ ღირსი მამა არ გამწყრალა, მშვიდად გამოურთმევია ფული, ღმერთმა დაგლოცოსო, უთქვამს და გაშორებია. ცოტა ხნის შემდეგ ჭიხვინი და წყევლა-კრულვა მოესმა თურმე - შემჯდარიყო კაცი ახალნაყიდ ცხენზე, მაგრამ ვერა და ვერ დაემორჩილებინა, აქამდე უწყინარი პირუტყვი ყალყზე დგებოდა და მხედარს არ იჩერებდა. ბოლოს გადმოუგდია კიდეც. კაცს ძლივს აუთრევია წელი, "ფულიც შენი იყოს და ცხენიც, ოღონდ თავი დამანებეო", - უთქვამს და შეშინებულს აღვირი მიუჩეჩებია მამა იოანესთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი