მან ღირსეულად განაშვენა ათონის ისტორია
მან ღირსეულად განაშვენა ათონის ისტორია
სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ერისკაცობაში თეოდორე გიორგის ძე ერისთავი) ქუთაისის გუბერნიის მკვიდრი გახლდათ. იყო ერთ-ერთი დიდებული შთამომავალი ძველი ქართული თავადური გვარისა. სწორედ ამ გვარის შვილი, X ს-ის სახელგანთქმული ქართველი მთავარსარდალი თორნიკე ერისთავი გახლდათ დამფუძნებელი ათონზე ქართველთა მონასტრისა, ივერონისა. მამა თეოდოსი იყო ღირსეული გამგრძელებელი თავისი გვარის ტრადიციებისა, რასაც ადასტურებს წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის უცნობი ჟამთააღმწერელი: "ეს ნათელი პიროვნება იმსახურებს არა მხოლოდ მცირე ბიოგრაფიულ ნარკვევს, რომელსაც გთავაზობთ, არამედ ცხოვრების სრულ აღწერას. ღმერთმა ქნას, რომ ადრე თუ გვიან ვინმე მისმა გულწრფელმა თაყვანისმცემელმა დაწეროს მისი ბიოგრაფია და გამოუცხადოს სოფელს". ათონის ცნობილი მკვლევარი პ. ტროიცკი მხარს უბამს ჟამთააღმწერელს: "მან ღირსეულად განამშვენა ათონის ისტორია, არა მხოლოდ თავისი წარმოშობით, არამედ თავისივე მონაზვნური ცხოვრებით".

თეოდორე რაჭაში, რაჭველ თავადთა ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1858 წელს ვხედავთ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც 1860 წლის 9 აპრილს მანტიაში აღკვეცეს თეოდორეს სახელით. 1866 წლის 10 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ბერდიაკვნად დაასხა ხელი, იმავე წლის 25 დეკემბერს კი მღვდელმონაზვნად. 1880 წელს მამა თეოდორე ათონზე ჩავიდა მტკიცე განზრახვით, რომ სამუდამოდ დარჩენილიყო. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა მისი ათონთან ურთიერთობისა. მის ათონთან კონტაქტზე, ვიდრე აქ საბოლოოდ გადმოსახლდებოდა, მოგვითხრობს რუსიკის უცნობი მეისტორიე: "ჯერ კიდევ მორჩილმა და მერე უკვე მღვდელმონაზონმა, თუმცა ახალგაზრდამ, ორჯერ იმოგზაურა წმინდა ქალაქ იერუსალიმში მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავისა და წმინდა მიწის სხვა წმინდა ადგილების თაყვანისაცემად, და ორივეჯერ შეიარა ათონის წმინდა მთაზე და ასე გაეცნო მას პირადად.

XIX ს-ის 70-იან წლებში ჩვენი მონასტრის აწ განსვენებულმა ბერდიდებმა დაავალეს მოსკოვში მონასტრის კუთვნილი ეკვდერის წინამძღვარს მღვდელმონაზონ არსენს (მინინი) კავკასიაში, ძველი ივერიის, ანუ საქართველოს საზღვრებში მოეძებნათ ადგილი მონასტრის ასაშენებლად, იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებელი გახდებოდა ათონიდან გადასახლება. მამა არსენი სხვა რამდენიმე მონაზონთან ერთად კავკასიაში გაემართა და იქ შესაფერისი ადგილი იპოვა, სადაც შემდგომში მონასტერის მშენებლობას შეუდგა. ამ საქმეების გამო მამა არსენს ხშირად უხდებოდა ქუთაისში მღვდელმთავარ გაბრიელთან (ქიქოძე) მისვლა, რომლის ეპარქიის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა მაშინ სოხუმის ოლქი, სადაც დღეს მდებარეობს ახალი ათონის წმინდა სიმონ კანანელის სახელობის მონასტერი. მამა არსენი მიდიოდა ხოლმე მოწამეთასა და გაენათის მონასტრებში, სწორედ აქ გაიცნო მამა თეოდორე და ხშირად მასთან ერთად ეწვეოდა ხოლმე მაღალ მეუფე გაბრიელს. ამგვარად, მამა თეოდორე მონაწილეობდა ახალი ათონის მონასტრისთვის ადგილის შერჩევაში, სამთავარეპისკოპოსოში მასზე ნებართვის გაცემა-კურთხევასა და მის აშენებაში, სწორედ წმინდა მოციქულის სვიმეონ ზილოტის ანუ კანანელის სახელობის უძველესი ტაძრის გვერდით. მამა არსენმა ახლოს გაიცნო მამა თეოდორე და შესთავაზა კიდეც მას ახალაშენებულ მონასტერში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც თითებზე ჩამოსათვლელი მონაზონი იყო და სავანეში სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა. მამა თეოდორე თავდაპირველად უარს არ ამბობდა გადასვლაზე, მაგრამ რატომღაც ეს არ მოხერხდა.

70-იან წლებში საქართველოდან ათონზე ჩამოვიდა აზნაური ვახტანგ ბარკალაია, მიიღო აქ მონაზვნობა ბენედიქტეს სახელით, ბერძნებისგან შეიძინა ერთი ძველი კელია ეკლესიით და მასთან ცალკე ააშენა ეკლესია წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. მამა ბენედიქტესთან საქართველოდან იწყეს ჩამოსვლა მისმა თანამემამულე ქართველებმა, რომელთაც ათონზე მონაზვნური ცხოვრება სურდათ. მამა ბენედიქტეს ხშირად უხდებოდა საქართველოში ყოფნა და უფრო მეტად - იმერეთში. ამასთან ყოველთვის, როცა მაღალმეუფე გაბრიელთან მივიდოდა, არა მხოლოდ სთავაზობდა მეუფეს, რომ მიიღებდა ყველა მსურველს თავის ახალაშენებულ ეგრეთ წოდებულ ახალივერთა სავანეში, არამედ სთხოვდა კიდეც ამის შესახებ (რომ გაეგზავნა მასთან ბერობის მსურველნი, - კ.კ.). მისი ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მეუფე გაბრიელმა მისი თხოვნის პასუხად შესთავაზა მამა თეოდორეს, მამა ბენედიქტესთან ერთად წასულიყო ათონზე. მამა თეოდორე სიხარულით დათანხმდა. მათთან ერთად წავიდა მღვდელმონაზონი გერასიმე (სქემაში გიორგი), რომელიც წარმოშობით აზნაური გახლდათ. 1881 წლის მაისში ისინი ათონზე ჩავიდნენ და შეუერთდნენ მამა ბენედიქტეს აშენებულ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანის საძმოს.

მამა თეოდოსიმ ძალზე მალევე დაიმსახურა ღვთისმეტყველის კელიის ძმათა სიყვარული და პატივისცემა, იმგვარად, რომ ათი წლის მერე მამა დენასი (იუშკოვი) თავის ჩანაწერებში მასზე საუბრობს როგორც უკვე ამ სავანის მოძღვარზე: "მამა პახუმმა (იოანე ღვთისმეტყველის კელიის მკვიდრი - შემდგ.) მოახსენა მამა თეოდორეს ჩემი მოსვლის შესახებ და იმაზეც, რომ შეეძლო ჩემთან შემოსვლა. ამ დრომდე მამა თეოდოსის შესახებ ბევრი რამ კარგი გამეგონა, მაგრამ მისი ხილვის ღირსი ჯერ არ გავმხდარიყავი. რამდენიმე წუთის მერე გაიღო კარები, ოთახში შემოვიდა მაღალი, ფერმკრთალი მონაზონი, ხმელ-ხმელი, მოგრძო, მეჩხერი, ჭაღარა წვერით. გარეგნულადაც მაშინვე დაინახავდით მასში ქართველს, რომელიც ახალგაზრდობაში ხორციელად ლამაზი ყოფილა. ეს გახლდათ მამა თეოდოსი. ის სიყვარულით მომიახლოვდა. მცირე მეტანია გავუკეთე და სამღვდელო კურთხევა ვთხოვე. მან მაკურთხა და მერე მონაზვნურად მომესალმა, მხარზე მეამბორა და მითხრა: "ქრისტე აღსდგა!" - მთხოვა, დავმჯდარიყავი და თვითონაც დაჯდა ჩემს წინ, მაგიდასთან მდგარ სკამზე".

მალე მამა თეოდოსი სქემაში შემოსეს და თეოდოსი უწოდეს. მან თავისი მაღალი სულიერებითა და ღვთისმოსავი ცხოვრებით მთელ ათონზე გაითქვა სახელი. აი, როგორ აღგვიწერს მას მამა ვლადიმერი (კოლესნიკოვი): "გულმოდგინედ მოღვაწე... ბერდიდი, პატიოსნად მცხოვრები მოძღვარი, ბევრისგან პატივცემული, მაგრამ ძალზე თავმდაბალი და თავაზიანი".

აღსანიშნავია მამა თეოდოსის პოზიცია ე.წ. ქართულ საქმესთან დაკავშირებით. ვიდრე მის გარდაცვალებაზე მოგითხრობთ, მცირეოდენს ამ საქმეზეც მოვყვებით. როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, 1869 წელს ათონზე ჩამოვიდა ქუთაისის გუბერნიის მკვიდრი მღვდელმონაზონი ბენედიქტე (ბარკალაია), რომელმაც ივერიის მონასტერს გამოართვა წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მიტოვებული კელია და ქართული და რუსული საზოგადოებების, რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსური თანადგომით, შეუდგა ამ კელიის აღდგენას. ამაში განსაკუთრებული შეწევნა აღმოუჩინეს ათონის რუსულმა სავანეებმა: პანტელეიმონის მონასტერმა და ანდრიას სკიტმა. ამგვარი დახმარებით მამა ბენედიქტემ მცირე ხანში შეძლო არა მხოლოდ ძველი შენობების აღდგენა და ტაძრის აშენება, არამედ მრავალრიცხოვანი ძმობაც შემოიკრიბა (ორმოც კაცამდე). ყველაფერი ეს ივერონელ მამებს არ მოეწონათ და სხვადასხვანაირი აკრძალვებით ცდილობდნენ, შეეფერხებინათ კელიის შემდგომი განვითარება. მაშინ მამა ბენედიქტემ ექსტრემალური ზომების მიღება გადაწყვიტა: რუსეთის საიმპერატორო კარის მხარდაჭერით გულმოცემულმა სასამართლოში უჩივლა მონასტერს. ეს პროცესი ორმოცი წელი გაგრძელდა და ათონზე მცხოვრები ქართველი მონაზვნებისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა. 1919 წელს თითქმის ყველა მათგანი ათონიდან გაასახლეს.

სწორედ ამ საქმეში მამა თეოდოსის განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა: იგი წინააღმდეგი იყო ივერიის მონასტერთან დავის სამართლებლივი გზით გადაწყვეტისა და შესთავაზა განსაკუთრებული, სულიერი გზა, რასაც თვითონვე ახორციელებდა შეძლებისდაგვარად. მამა თეოდოსი ამტკიცებდა, რომ ბერძნები ღვთისმოსავი ხალხია და ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც ისინი პატივს სცემენ და ქედს უხრიან, სიწმინდეა. ამის მაგალითად მამა თეოდოსის მოჰყავდა ბერძენი ბერების უდიდესი პატივისცემა 1863 წელს გარდაცვლილი სქემმღვდელმონაზვნის ილარიონ ქართველის მიმართ. ამიტომაც, მამა თეოდოსის აზრით, ქართველ მონაზვნებს უნდა ეჯობნათ ივერიის მონასტრისთვის არა სამართებლივად ანდა ეკონომიურად, არამედ მაღალსულიერი საძმოს შექმნით, სიწმინდით, ღვთისმოსაობით და ქრისტიანული ზნეობით, რომელიც ივერონელ მონაზვნებში აღძრავდა სურვილს, პატივისცემით მოპყრობოდნენ მათ გასაჭირს.

მამა თეოდოსი ცდილობდა ეს ხაზი გაეტარებინა მთელი ის ხანი, როცა ის კელიის მოძღვარი იყო. მართალია ამით ვერ დაიმსახურა ივერიელთა პატივისცემა, მაგრამ მიაღწია უფრო მნიშვნელოვანსა და ფასეულს: ბევრმა მისმა აღზრდილმა, მის მიერ არჩეული ზემოხსენებული ტაქტიკის წყალობით, თავი აარიდა გაბოროტებასა და სისასტიკეს და მართლაც მიაღწია სიწმინდეს.

თუ როგორი წესრიგი ჰქონდა მამა თეოდოსის მისთვის მინდობილ საძმოში, მოგითხრობთ მამა თეოდოსის მესენაკის მამა პახუმის სტუმართმოყვარეობის მაგალითით. "მალე მოვიდა ჩემთან ძმათა შორის პატივცემული მამა პახუმი, მამა-მოძღვრის, მღვდელმონაზონ თეოდოსი ერისთავის მესენაკე, - ჰყვება მამა დენასი, რომელიც ესტუმრა მამა თეოდოსის კელიას, - და მადლობა გადამიხადა სტუმრობის გამო. მამა პახუმმა შეამჩნია, რომ ძალზე დაღლილი ვიყავი, მტვერდადებული, განსაკუთრებით ფეხები მომიუძლურდა და გადაწყვიტა, მამათა დარიგებისაებრ მოქცეულიყო - ჩემთვის ფეხები დაებანა. გავიდა არქონდარიკიდან, რამდენიმე წუთში დაბრუნდა წყლიანი ტაშტით და პირსახოცით. დადგა ტაშტი იატაკზე და მდუმარედ სცადა ჩემთვის მტვრისაგან გაჭუჭყიანებული ფეხები დაებანა. ჩავთვალე, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა თუმცა ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჭაღარა მამა პახუმისაგან ამგვარი მომსახურება. ის დაჟინებით მთხოვდა, უარი არ მეთქვა. მაგრამ მე მაინც უარი ვთქვი ამგვარ მომსახურებაზე, რომლის მაგალითიც ჯერ არ მენახა წმინდა მიწაზე ჩემი მოგზაურობისას".

თუ როგორი ლოცვითი განწყობა იყო მამა თეოდოსის კელიაში, კარგად ჩანს მამა დენასის მოყვანილი სხვა მაგალითიდანაც: "შვიდეულის მორიგე მღვდელი იყო მღვდელმონაზონი იონა (ერისკაცობაში იონა მერაბის ძე ხოშტარია), აზნაურყოფილი ქუთაისის გუბერნიიდან. ცხოვრობდა ივერიის მონასტრის კუთვნილ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელიაში. როცა იგი მწუხრს ატარებდა, შეამჩნევდი, რომ მთელი ამ ღვთისმსახურებისას სულ ძირს დასცქეროდა, სადმე ერთხელაც არ გაუხედავს, მთლიანად განკრძალული და გულისყურმოკრებილი იყო". ქართულ კელიაში არსებული ლოცვითი განწყობილებით აღფრთოვანებულმა მამა ვლადიმერმა (კოლესნიკოვმა) თავის დღიურში აღნიშნა: "ქართველები საუკეთესო მონაზვნები არიან ათონზე".

მამა თეოდოსის რეგულარული მიმოწერა ჰქონდა რუსიკელ მამებთან, რჩევებს ეკითხებოდა სულიერ საქმეებში და ცხოვრებისეული და მატერიალური სიძნელეების დაძლევაში დახმარებას სთხოვდა.

მამა თეოდოსი 1905 წლის მაისში გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat