ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას, ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოებს. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: "მისი სამსჯავრო, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, უკვე შემდგარია". არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება. ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებდნენ მას, ანდა არ ეძებდნენ იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლებოდა".
***
დიდებული ისააკ ნიუტონი საკუთარ თავზე ამბობდა: "არ ვიცი, რით მაღიარებენ შთამომავლები, მაგრამ მე თავი იმ პატარა ბიჭად წარმომიდგენია, რომელიც უსასრულო ოკეანის ნაპირას ტალღების გამორიყულ ნიჟარებს აგროვებს, მაშინ როცა ოკეანე და მისი სიღრმეები ჩემთვის ძველებურად მიუწვდომელია".