როგორც უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მოგვითხრობს, ძველად ზოგიერთი სამრევლო ტაძრის გალავანში იდგა რამდენიმე სენაკი
, რომლებიც ამა თუ იმ ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ვნების კვირასა და მარიამობის მარხვაში (ზოგჯერ დიდი დღესასწაულების წინა დღეებშიც) აქ გადმოსახლდებოდნენ ხოლმე ოჯახის ის წევრები, რომლებიც ზიარებისთვის ემზადებოდნენ (განსაკუთრებით - ხნიერნი), თუმცა მათი სახლები ტაძრიდან შორს არ იყო. საფერისცვალებოდ სენაკში უმეტესად მამაკაცები ცხოვრობდნენ, სამარიამობოდ კი - ქალები. პირველთ საჭმელ-სასმელს შინიდან უზიდავდნენ, მეორენი კი თვითონვე იმზადებდნენ. ქალებთან იყვნენ ბავშვებიც. გადმოსახლების მიზანი ზიარებისათვის ღირსეულად მომზადება იყო.
"გადმოსახლების" სურვილმა წარმოშვა არანამდვილი მონასტრები, სადაც უკურთხებელი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ხშირად ისინი მთელ ცხოვრებას მონასტერში ატარებდნენ, თუმცა მონაზვნად არ იყვნენ ნაკურთხნი. მათ თავიანთი მორჩილები (შეგირდები) ჰყავდათ, რომელთაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას, ქსოვასა და ქარგვას. ეს "მონაზვნები" იყვნენ მსახურნი ეკლესიისა, კერავდნენ, ქსოვდნენ და ქარგავდნენ სამღვდელო შესამოსლებს, გარდამოხსნას, დაფარნებს, ჩამოქნიდნენ სანთლებს, უვლიდნენ ტაძარს და მის გარემოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი