ენვერ ხოჯას რეჟიმის დროს ალბანეთში მართლმადიდებელ ქრისტიანებს დევნიდნენ, აწამებდნენ.
ერთხელ იქაური მიტროპოლიტი სებასტიანე მამა ეფრემ კატუნაკელს ეწვია. ღირსმა მამამ გაამხნევა მღვდელმთავარი: "უფალმა გაგაძლიეროთ. ჩვენ თქვენ მოწამედ გთვლით და მართლაც მოწამე ხართ. თქვენი წამება არ მთავრდება... თქვენ თანაზიარნი ხდებით იესო ქრისტეს სისხლისა, ჯვარზე გაკვრისას რომ დასთხია. ქრისტეს სისხლზე უპირატესი რაღაა. ამიტომაც გეტყვით, არ არსებობს მოწამეობაზე დიდი ღირსება. გისურვებთ, რომ თქვენი ღვაწლი დაიბეჭდოს მოწამებრივი სისხლით". მიტროპოლიტმა ბრძანა, - ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები: საღამოს შეიძლება უთავოდ გიპოვონ არხში ჩაგდებული-მეთქი. მამა ეფრემმა ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: "ამინ, ამინ. გისურვებთ მოწამეობას... ღვთისგან დიდი კურთხევაა მოწამეობა. ჩვენი ეკლესია აგებულია მოწამებრივი სისხლით. წმინდა ტრაპეზი დაფუძნებულია მოწამეთა ნაწილებზე და არა მამათა ძვლებზე. დიდია ღირსი ანტონი, დიდი იყო პახუმიც, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი სამსხვერპლო მათ სახელზე არ აუგიათ, - უცნობ მოწამეთა ნაწილს კი ამის პატივი აქვს".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი