ჩვენ ღვთის მადლით ვდგავართ
ჩვენ ღვთის მადლით ვდგავართ
თავი VI. გაეცი სისხლი და მიიღე სული
ჩვენ ბევრი რამ გვაკლდა და ხორციელი შეჭირვება გვქონდა. სხეულის მოსავლელად არ ვზრუნავდით. თუ ხელს გაიჭრიდი, წყლის ნაკადის ქვეშ იბანდი, ანდა მიწას იყრიდი. რაიმე სპირტის მსგავსის ქონაზე არც გვიფიქრია.

წამალი თუ უნახავს რომელიმე ჩვენგანს? ღმერთო, დაგვიფარე, ბერდიდი (მამა იოსები) თუ წამალს ნახავდა, რაღა საწამლავი ეპოვოს. რაც არ უნდა მომხდარიყო, ბერდიდი ამბობდა: "სიკვდილი". შენ სიკვდილისთვის მზად უნდა ყოფილიყავი. კბილი გტკივა? გვერდი გტკივა? გაცივდი და ავად ხარ? ის გეუბნებოდა: "მოემზადე სხვა სამყაროში გადასასვლელად. მოკვდი, მოკვდი, რათა წახვიდე ქრისტესთან. განა აქ ამისთვის არ მოვედით?.. ჩვენ აქ მოვედით, რათა ყველაფერს პირისპირ შევხვდეთ".

ექიმი არც უნდა გეხსენებინა, თორემ ბერდიდი თავს მოგაჭრიდა - თუ ექიმი გინდა, წადი სოფელში. აქ ასეთი რამ არ არსებობს. შენ ბერად შედექი და ექიმი გინდა?! მონაზონი რომ გახდე, ხელი უნდა მოაწერო სიტყვა "სიკვდილს". თუ მზად ხარ სიკვდილისთვის - დარჩი. შენ მზად ხარ?

- მზად ვარ.

- მაშინ, ნუ მთხოვ მკურნალობას, ნუ მთხოვ ექიმს, ნუ მთხოვ ნურაფერს. ან მოკვდები, ან წახვალ.

ვამბობდი: - სად წავალ? სად უნდა წავიდე-მეთქი.

გასაგებია? ამ დიდ შრომასა და ღვაწლში მადლის საგანძური იმალებოდა.

***
წყალიც კი არ გვქონდა, რომ ფეხები დაგვებანა. "ფეხები დავიბანოთ? ამის შესახებ სად წერია? - ამბობდა ბერდიდი, - თუ ზღვაზე ჩახვალ და იქიდან წყალს ამოიტან, მაშინ დაიბანე. ჩვენ აქ წყალი დასალევადაც არ გვყოფნის".

დანა-ჩანგალსაც კი არ ვრეცხავდით. როგორ, მათთვის წყალი დაგვეხარჯა?! ხელსახოცები რომ გაგვერეცხა, სუპი გამოვიდოდა.

ბერდიდი ასევე გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გაგვერეცხა თეფშები. ჭამის მერე თეფშზე წყალი უნდა დაგესხა, მოგევლო და მერე ეს წყალი დაგელია. ასეც ვიქცეოდით. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ არაფერი გადაგვეყარა. ბერდიდი ამბობდა: "როგორ? ვიღაც იშრომებს და წყალს მოიტანს მათ გასარეცხად? ჩვენ ამას დავლევთ". სტუმრებიც ასევე უნდა მოქცეულიყვნენ.

ერთხელ ჩვენთან მნიშვნელოვანი ბანკირი მოვიდა. გავშალეთ სუფრა. ჩვეულებისამებრ საკურთხი თეფშები გავრეცხეთ. "ბატონო, - უთხრა მას ბერდიდმა, - მოდით, თქვენც ასე მოიქეცით" და მანაც იგივე გააკეთა!

წყალი ზოგჯერ საჭმლის მოსამზადებლადაც კი არ გვყოფნიდა. ავზი გვქონდა, სადაც ბევრი არაწმინდება ცვიოდა, თაგვები, გველები და მასში წყალი ყარდა. რა უნდა გვექნა ამ წყლისთვის? ჩვენ მათ ორი ფორთოხლის ხის მოსარწყავად ვიყენებდით. ამიტომაც ბერდიდი ხშირად მეტყოდა ხოლმე: "წადი, პატარავ, წყალი მოიტანე".

წყლისთვის კი ზემოთ მამა გერასიმე მიკრამინანიტთან დავდიოდით. მაშინ ის 45 წლისა იყო. ავიღებდი ბენზინის ორ სამხედრო ავზს, ბიდონებს, რომლებშიც ბევრი წყალი ეტეოდა, გამოვისახავდი ჯვარს, ერთს ზურგზე შემოვიგდებდი, მეორე კი ხელით მიმქონდა. მაგრამ ხელით წაღება ძნელი იყო, რადგან ციცაბო დაღმართი უნდა ჩამევლო. რომ წავბორძიკებულიყავი, პირდაპირ უფსკრულში გადავიჩეხებოდი და გარდაუვალი სიკვდილი მელოდა. მაგრამ ბერდიდის ლოცვამ არ დაუშვა ეს და ერთხელაც არ წავფორხილებულვარ.

მამა გერასიმე მიცქერდა და ვებრალებოდი:

- პატარა ბერო, ასეთი სავსე ბიდონები როგორ უნდა წაიღო?

ალერსიანად მიმიღებდა, მიმიპატიჟებდა, მაგრამ მე არაფერს ვიღებდი. ბერდიდი მაფრთხილებდა, - არაფერი გამოართვაო. ციდან ანგელოზიც რომ ჩამოსულიყო, მისგანაც კი არაფერს ავიღებდი.

- წყალი უნდა წავიღო, მამაო, რადგან საჭმლის მოსამზადებლადაც კი არა გვაქვს.

წყალს ჩვენთვის ოქროს ფასი ჰქონდა. სახეს მხოლოდ ცრემლებით ვიბანდით. ფეხებს? როცა ზღვასთან ჩავდიოდით. სარეცხს თუ ვრეცხავდით? მხოლოდ საცვლებს.

მძიმე წლები იყო, მაგრამ როგორი მოსაგრეობისა! მიხედავად შრომისა და ოფლთა ღვრისა, ცხოვრება რაღაცით არაჩვეულებრივი იყო, ყოველი ღამე კი გამორჩეული.

***
ერთხელ საბერძნეთის დაბლობიდან მამა იოსების ნაცნობი მღვდელი გვესტუმრა და ღამის გასათევად დარჩა. სად უნდა დაგვეწვინა, საერთოდ არ გვქონდა ადგილი. ჩემი საწოლი დავუთმე და ღამის გასათევად ეზოში დავრჩი. მას შუაღამისას გაეღვიძა. საჭიროების გამო გარეთ გამოვიდა, ირგვლივ არავინ ჩანდა. შეეშინდა. მე სკვნილზე ვლოცულობდი. შევეკითხე:

- როგორ დაისვენეთ?

- ოჰ, აქ როგორ ცხოვრობთ? აქ ყოფნა ჩემთვის შემაძრწუნებელია.

- რისი გეშინიათ?

- უდაბნო, სიჩუმე...

- ეს ხომ არაჩვეულებრივია, მხოლოდ სიტკბოებაა.

- ლამის გული გამისკდა, ეს რა არის?

- ნუ გეშინიათ, გდარაჯობთ. იძინეთ მშვიდად.

მას დილით გაეღვიძა, დაინახა ჩემი კელიის თავზე გადმოკიდული კლდე.

- როგორ ცხოვრობთ ამის ქვეშ? არ გეშინიათ, რომ რომ ჩამოვარდეს და გაგსრისოთ?

- რას ამბობთ, ის არ ჩამოვარდება.

- მაინც რომ ჩამოვარდეს!

- თუ უფლის ნებით მაინც ჩამოვარდა, მაშინ ღმერთი დაგიფარავს.

- რომ ჩამოვარდეს, ხომ ქვეშ მოგიყოლებთ?

- არ ჩამოვარდება, ღმერთი შეაკავებს.

ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისა არ გვესმოდა. ის ყველაფერს მხოლოდ გონებით ზომავდა, ჩვენ კი ბერდიდი ყველაფრის რწმენით გაზომვას გვასწავლიდა.

***
ერთხელ მამა იოსების გასაცნობად წმინდა პავლეს მონასტრიდან მთაწმინდელი მონაზონი მამა დავითი მოვიდა. მწვანილი და ხილი მოგვიტანა. უზარმაზარი გახლდათ, გოლიათი. ბერდიდმა მითხრა, შენს კალივაში დააბინავეო. მან როგორც კი დაინახა ჩემი საცხოვრებელი, შეძრწუნდა და მითხრა:

- ძმაო, აქ ძალზე მკაცრია ცხოვრება. ამას როგორ უძლებთ?

- ჩვენთვის აქ სამოთხეა. ჩვენს აქაურ სიხარულს ვერ აღწერ. იმას, რაც აქაა, არაფერზე გავცვლი.

- აქ რა გამაძლებინებს, წავალ უკან, მონასტერში.

ბერდიდმა მას ბოთლით ღვინო გაატანა. კარგა ხნის მერე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით წმინდა დიონისეს მონასტრის საეკლესიო სკოლაში და მითხრა:

- ძმაო, იქ როგორ ცხოვრობთ? განა თქვენც ჩვენნაირი მონაზვნები არა ხართ?

- ჩვენ ღვთის მადლით ვდგავართ. უფალი რომ არ შეგვეწეოდეს, იქ ცხოვრებას ვერ შევძლებდით.

***
ერთხელ უკანა კბილში ღრმული გამიჩნდა და აუტანლად ამტკივდა. ვუთხარი:

- მამაო, შეიძლება ჩავიდე და კბილი ამოვიღო?

- არ ამოიღებ, დაითმენ.

- მაკურთხეთ.

წავედი სალოცავად, მაგრამ ტკივილი ტვინში ისე მირტყამდა, რომ ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა.

- მამაო, გავგიჟდებდი, ფანჯრიდან გადავხტები, მეტი აღარ შემიძლია.

- არა უშავს! მოთმინება - ვიდრე სიკვდილამდე.

ცოტათი მოგვიანებით მამა არსენმა დაინახა ჩემი ტანჯვა და მიშუამდგომლა ბერდიდთან:

- მამაო, შენ არასოდეს გტკიებია კბილები და წარმოდგენაც კი არ გაქვს, ეს რაა. როცა აგტკივდება, მაშინ მიხვდები.

მართლაც, ბერდიდმა არ იცოდა, რა იყო კბილის ტკივილი. და ამას უცოდინარობით მეუბნებოდა. მან ჰკითხა მამა არსენს:

- როგორია ეს ტკივილი?

- ტვინში გირტყამს, თავში. ნება მიეცი ყმაწვილს, ამოსაღებად წავიდეს.

- დაე დაითმინოს.

ჰოი, დედაო ღვთისავ! როგორ დამეთმინა ეს ტკივილი? ნერვები დაძაბული მქონდა და ტკივილი მკლავდა. ბოლოს, როგორც იქნა, მამა არსენის შუამავლობით ბერდიდმა მითხრა:

- კარგი, წადი მამა არტემთან, დაე მარწუხით ამოგაძროს.

მამა არტემი წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა, ორ მორჩილთან ერთად. მას მედიცინა ერში არ შეუსწავლია, მაგრამ სკიტში ექიმის პრაქტიკა ჰქონდა. ის ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, რადგან ამ კლდეებში სამედიცინო დახმარებას სხვა ვერავინ გაგიწევდა.

მაგრამ უკანა კბილის მარწუხით ამოძრობა?! მანამდე კბილი არ ამომეძრო და არ ვიცოდი, ეს რა იყო. და მე, როგორც უტვინო ბრიყვი, წავედი მამა არტემის საძებნელად. მაშინ ჩვენთან ერთად უკვე ცხოვრობდა მამა ხარლამპე. მან ეს რომ დაინახა, თქვა;

- ოჰ, ოჰ, ოჰ, დაიღუპა ბიჭი. ცოცხალი ვეღარ დაბრუნდება.

ამგვარად, გავემართე კბილის მარწუხით ამოსაძრობად. წმინდა ანას სკიტში ვილოცე:

- წმინდაო ანა! არ ვიცი, საით მივდივარ, გევედრები, რომ ცუდი არაფერი დამემართოს. გთხოვ მომაცილე ეს კბილის ტკივილი.

წმინდა ანამ ჩემი შეისმინა: ტკივილი დაცხრა. მოვწყვიტე ბალახის ღერო, მოვაკვნიტე და დავღეჭე - არ მტკიოდა. დავბრუნდი უკან. ბერდიდმა მკითხა:

- უკვე ამოიღე?

მოვუყევი, რაც მოხდა.

- კარგია, თუ ასეა. იჯექი შენს კელიაში. გაგიმართლა.

მართლაც მამა არტემს ვერ გადავურჩებოდი. მან ხომ არ იცოდა, რომელი კბილი მტკიოდა და შესაძლოა, სხვა ამოეძრო.

ეს რომ მოვუყევი, მამა ხარლამპემ შენიშნა:

- მასთან რომ მოხვედრილიყავი, გრძნობას დაკარგავდი.

საბედნიეროდ, ჩემი შეისმინა წმინდა ანამ!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat