ბოროტს სძულს ჩვენი რწმენა და ცდილობს, წაგვაბორძიკოს, დაგვაეჭვიანოს, დაგვიმონოს
ბოროტს სძულს ჩვენი რწმენა და ცდილობს, წაგვაბორძიკოს, დაგვაეჭვიანოს, დაგვიმონოს
საღვთო სასწავლებელი
საითკენ ისწრაფვის ჩვენი გული? ღვთის მადლისკენ თუ ეშმაკის "მადლისკენ", რომელიც გარეგნულად წარმტაცია და წარწყმედა მოსდევს?

ჩემს ერთ ახალგაზრდა ნაცნობს, მაქსიმეს, კარატეში ვარჯიშისკენ გაუწია გულმა და კლუბში წავიდა. ძლიერი ყმაწვილი იყო, მოქნილი - ადვილად შეეძლო მუშტების ქნევა. გარშემო ყველა აქებდა და სთხოვდა, - მაგარი ხარ, წამოდი ერთ კაცთან, საქმე გვაქვს გასარჩევიო. ერთხელ წავიდა, იჩხუბა. საქმე მილიციამდე მივიდა. ახლობლები განზე გადგნენ - მაქსიმე მარტო ჩხუბობდაო.

მიხვდა ყმაწვილი, რაც ემუქრებოდა, ატირდა, - მამა, დედა მაპატიეთო!

- სასწრაფოდ მონასტერში! - გადაწყვიტა მამამ.

ანუ: იმუშავე, ცხოვრება ისწავლეო. მონასტერში, ტომსკიდან 200 კილომეტრში, მშობლებმა წაიყვანეს, რათა სულიერად შეცვლილიყო და ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა - ცხოვრება ის კი არ არის, სხვებს სცემდე, ეს მხეცური ცხოვრების წესია.

მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე მაქსიმეს ოცი წუთი ესაუბრა და მის დატოვებას დათანხმდა.

როცა მშობლები მანქანაში სხდებოდნენ, მაქსიმე ატირდა: - აქ სად მომიყვანეთ? აქ რატომ მტოვებთო.

პირველად ნახა მონასტერი. ბოროტმა კი გული ისე განუწყო, რომ აქ ყველაფერი ზიზღს გვრიდა. იმ დროს თიბვა დაიწყო.

- მაქსიმე, დარჩი ერთი თვე, დაგვეხმარები, ნახავ, როგორ ვცხოვრობთ, ჩვენც ადამიანები ვართ, - ეუბნებოდნენ მონაზვნები.

დარჩა, კარგად მუშაობდა. მონასტერში არ ეწევიან, არავის აწყენინებენ, არც თვითონ რჩებიან ნაწყენნი. მოეწონა, რომ ძმები მუდამ მხიარულნი იყვნენ, შრომისმოყვარენი და თავაზიანნი - გინებას მათგან ვერ გაიგონებდი, არც თამბაქოს სუნი ასდიოდათ.

როცა ერთი თვის შემდეგ მამამ მოაკითხა, გაჯიუტდა: - არ წამოვალ, აქ მომწონს და დავრჩებიო.

რა საოცარი ცვლილება მოხდა ერთ თვეში ადამიანის სულში!

მეგობრები გელიანო, - უთხრა მამამ და მამა იოანემაც მხარი დაუჭირა: - წადი მაქსიმე, უფლის მიერ სახლში მიხვალ, მერე კი - როგორც მოისურვებ, ისე იქნებაო.

დაბრუნდა შინ. პირველსავე დღეს თავბრუ დაეხვა: ახლობლები, პაპიროსი, "გარჩევები" და სხვა ამგვარი. დილით მამას უთხრა, - უკან წამიყვანე მონასტერში, აქ საძაგლობააო.

ასე დარჩა მონასტერში. თამამი ყმაწვილის სული როგორც კი შეეხო მადლს, მაშინვე ცოდვებისაგან განიკურნა, შეინანა და ცხოვრებაზე ბევრ რამეს მიხვდა. ეს ღვთის სკოლაა, ზეციური სასწავლებელი.

ეშმაკის "წამალი"
ღმერთმა ნუ ქნას, რომ "დახმარებისთვის" ღვთის მტერს მიმართოთ, დღეს რამდენი ჯადოქარი გვთავაზობს "მკურნალობას"! ისინი უსინდისოდ გვატყუებენ, ჩვენ კი ყურები გვაქვს დაცქვეტილი და ვუსმენთ. შემდეგ კი ეკლესიაში მოდინ და ჩივიან: - მამაო, თავი მტკივა, ღვიძლი მტკივა, ადგილს ვერ ვპოულობ - თითქოს გველი შიგანში დამიძვრებაო.

ხდება ხოლმე, რომ ცოცხლად ლპება კაცი მათი მკურნალობისგან. სულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აი რას ნიშნავს ეშმაკის "წამალი".

1990 წელს ალექსანდრე ნეველის ტაძარში ვმსახურობდი, ნოვოსიბირსკის ახლოს დაბა კოლივანში. ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა, კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი:

- მამაო, უბედურება გვჭირს! ჩვენი საერთო საცხოვრებლის გოგონებმა - იულიამ და ქსენიამ ნოვოსიბირსკში წიგნი იყიდეს - "შავი მაგია", წაიკითხეს, თუ როგორ ხდება სულების გამოძახება და სცადეს თვითონაც. წინა შაბათს, ღამის 12 სათზე, ისინი მათ გამოეცხადნენ: ორი საფრთხობელა, ჭუჭყიანი, უბინძურესნი. ქსენიამ თურმე გონება დაკარგა, იულიამ კი ლოცვა დაიწყო: უფალო! უფალო! უფალო! უფალო!" მაშინ ამ სულებმა უკან დაიხიეს და წავიდნენ. ამის მერე, ერთი კვირაა, გოგონები ვერ იძინებენ, თუმცა ძილის წამლებით ჭყიპავენ. სიგიჟის ზღვარზე არიან. ჩათვლემენ და ეშმაკებს ნახულობენ. რა ვქნათ, მამაო?

- ხვალ კვირაა, - ვუთხარი, - დილით ადრე მოიყვანე.

გოგონები ტაძარში დილის შვიდ საათზე მოიყვანეს. ფეხზე დგომა არ შეეძლოთ. დასხდნენ და ჩაეძინათ. ორივეს აღსარება ვათქმევინე და ვაზიარე.

ღვთისმსახურების მერე იულიამ მკითხა, - მამაო, დაძინებას თუ შევძლებთო. შეძლებთ-მეთქი.

მერე მათთან, საერთო საცხოვრებელში მივედი. ახალგაზრდობა შეიკრიბა. მათ მოვუყევი, თუ რა ცოდვები არსებობს და მოქმედებს ადამიანზე. მერე კი გოგონებს ვკითხე, - გეძინათ-მეთქი? - ჰოი, მამაო, - მითხრა იულიამ, - ტაძრიდან გამოსულებს გზაშივე ჩაგვეძინა, შინ მივედით და მთელი დღე გვეძინა, ძლივს გაგვაღვიძეს, გაკვეთილებზე რომ არ დაგვძინებოდა...

რას ნიშნავს სიწმინდეთმკრეხელობა
ხდება ხოლმე, რომ ისე დაუბნელდება კაცს გონება, იმ ადგილას ყოფნასაც კი ვერ დაითმენს, სადაც სიწმინდეა.

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ უღმერთოები მღვდლებს ხრამში ხვრეტდნენ, ისკიტიმის სადგურიდან ექვს კილომეტრში, ბარდსკიდან სამხრეთით, მათი მოწამეობის ადგილას, წყარომ ამოხეთქა. ბევრმა მისგან კურნება მიიღო. ხალხმა ამ ადგილის თაყვანისცემა დაიწყო და წმინდა წყაროსთვალს ეძახდნენ. მაგრამ მავანთ წმინდა წყარო მიწით ამოავსეს. მორწმუნეები მათYეუბნებოდნენ: - კიდევ მოხვალთ აქ, მაშინ უკვე ილოცებთ და იტირებთო.

- დამცინი? აქ როგორ მოვალ, - ამბობდა ერთი ამგვარ "ჩამორჩენილობასთან მებრძოლი".

ის შემდეგ მძიმედ დასნეულდა და მართლაც წყაროსთან ურმით მოიყვანეს. ის მუხლებზე დადგა და წყაროსგან შენდობას ითხოვდა, რადგან აქ დედას იგინებოდა, დასცინოდა ამ წმინდა ადგილს, სადაც ღვთის ძალა გამოვლინდა. როცა არაფერმა უშველა მის სნეულებას, იმ წმინდა ადგილას მიიყვანეს, სადაც მკრეხელობდა. მან შეინანა და მალევე განიკურნა. მაშინ კი ირწმუნა ღმერთი და მისი სახიერება. არადა დიდად კომუნისტი იყო. აი, რა შეუძლია უფალს. ღმერთი ყველას სიყვარულით, სიკეთით ექცევა, ეშმაკი კი სიკვდილს და ბოროტებას თესავს. ყველაფერი საშინელება თვითონ ადამიანისგან არის შექმნილი. არჩევანი ღმერთსა და ეშმაკს შორის სულიერი ბრძოლაა დედამიწაზე.

როგორ ცდილობდა ბოროტი ეკლესიიდან ჩემს გაგდებას
ბოროტს სძულს ჩვენი რწმენა და ცდილობს, წაგვაბორძიკოს, დაგვაეჭვიანოს, დაგვიმონოს. ვერ ავცდი მეც ამ განსაცდელს.

1950-იანი წლების დასაწყისში, როცა ბიჭები შემეძინა, ავად გავხდი. სერიოზულად დამეცო ვენები ფეხზე, ოპერაციაზე უარს ვამბობდი - გადავწყვიტე, მომეთმინა. ტკივილების გამო ყავარჯნებით დავდიოდი. მომიწია თავი დამენებებინა ნოქრობისთვის და ფოტოგრაფობა დავიწყე - ნაკლები დატვირთვა მექნებოდა. ოჯახით საცხოვრებლად სოფელ ტოგურში გადავედით. იქ ვმუშაობდი ფოტოატელიეში და ეკლესიის გუნდში ვგალობდი. რა თქმა უნდა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც დამცინოდა. ისეთი მძიმე პერიოდი დამიდგა, რომ ახლო მეგობრებიც კი აბუჩად მიგდებდნენ, - სანთლებს ანთებს, ღმერთს ევედრება. წყალსაც კი არ სვამს, საეკლესიოს (ნაკურთხის) გარდაო.

თითქოს საშიში არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის. მაგრამ, ბოროტი გულისთქმა მაინც შემიძვრა სულში. ერთ საღამოს ვილოცე ხატების წინ და ვთქვი: - უფალო! ალბათ, ტაძარში არ უნდა ვიარო და შინ უნდა ვილოცო-მეთქი.

დავწექი და დავიძინე... სიზმარს ვხედავ, მივდივარ და კენკრას ვკრეფ. ვიღაც ბავშვები ჩემ გარშემო დარბიან. ვეუბნები: - წავიდეთ, თხილი მოვკრიფოთ, ხედავ, რამდენია-მეთქი?

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და აღმოსავლეთიდან მეხი დაეცა, მეორედ, მესამედ... ტყე ისე დაიწვა, თითქოს დენთი აფეთქდაო. ხელები აღვმართე და ვიყვირე:

- უფალო, გვაცხოვნე! შეგვინდე, რა უნდა ვქნათ?!

ზემოდან მომესმა ძლიერი, მეხივით ხმა:

- ილოცეთ! აი, ასე დაიწვება დედამიწა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. ილოცეთ!

მესამედაც მომესმა, უკვე მშვიდად, გულშემუსვრილად: - ილოცეთ...

მე კი ვყვირი, ვკანკალებ. გავიღვიძე ოფლში გაწურულმა. საშინლად შემეშინდა. დავემხე ხატების წინ და სიღრმით გულისად შევღაღადე:

- უფალო! უფალო!!! ვივლი ეკლესიაში, აუცილებლად ვივლი! ყოველთვის ვივლი, რაც არ უნდა მოხდეს!

შემდგომ კი გადავწყვიტე, მთელი სიცოცხლე ღვთისთვის მიმეძღვნა. ხელი დამასხეს დიაკვნად, 1976 წელს ტაშკენტში მღვლად მაკურთხეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat