როცა წმინდა იოსებ ოპტელი 8 წლის ვანია იყო, ერთხელ სახე შეეცვალა, თავი და ხელები მაღლა ასწია და ძირს უგონოდ დაეცა.
შინ მიიყვანეს და დააწვინეს. როცა გონს მოვიდა, ჰკითხეს, რა დაგემართაო. ბიჭმა უთხრა, - ჰაერში მდგარი ზეციური დედოფალი დავინახე - თავზე ჯვრიანი გვირგვინი ედგაო. "მაშ, რატომ დაეცი?" - კვლავ ჰკითხეს. მშვიდად მიუგო, - მის გვერდით ისეთი მზე იყო, რომ არ ვიცი, როგორ აღვწეროო და ატირდა. საკვირველმა ხილვამ ღრმა კვალი დაამჩნია ბიჭის სულს. შეიცვალა, დამშვიდდა, ფიქრიანი გახდა, თავს არიდებდა ბავშვურ თამაშებს და დედას არ შორდებოდა. მის ბალღურ გულში აენთო ზეციური დედოფლისადმი ცოცხალი რწმენა და სიყვარული. ამის შემდეგ მის სოფელში ხანძარი გაჩნდა, მათი ოჯახი ცოტა ხნით ადრე ახალაშენებულ სახლში გადავიდა. ბავშვი უცქერდა შეშინებულ მშობლებს და თვითონაც ხვდებოდა საფრთხეს. არ იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის. ხელები მეზობლად მდგარ ღვთისმშობელის საფარველის ტაძრისკენ გაიწოდა და შესთხოვა: "ზეციერო დედოფალო! დაგვტოვე, გადაგვირჩინე სახლი, ის სულ ახალთახალია!" ბავშვის ლოცვა შესმენილ იქნა. გარშემო ყველაფერი გადაიბუგა, მხოლოდ ლიტოვკინების სახლი გადარჩა.
1899 წლის 31 მაისს, კალიების შემოსევისას და გვალვისას, გლინის სასწაულმოქმედი ხატი მიაბრძანეს სოფელ ამონში. დიასახლისების თხოვნით, ხატის წინ პარაკლისი გადაიხადეს მინდვრებში. ამის შემდგომ მოფრინდნენ ჭილყვავები და სხვა ფრინველები, რომლებიც აქამდე არ ენახათ ამ მხარეში, აკენკეს კალიები და მინდვრები გადარჩა. გვალვაც აღარ ყოფილა. ამონელებმა ეს ღვთისმშობლის შეწევნად ჩათვალეს და სამადლობელი წერილი გაუგზავნეს გლინის სავანეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი