1395 წლის ზაფხულში რუსეთში თემურ-ლენგი შეიჭრა. ის თავს იქებდა, - სადაც ჩემი ცხენი მოძოვს, იქ ბალახი არ ამოვაო.
თემურმა აიღო ქალაქი ელცი, უამრავი ხალხი მოწყვიტა და მოსკოვისკენ დაიძრა. დიდმა თავადმა ვასილ დიმიტრის ძემ სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და კოლომნასთან ელოდებოდა საშინელ დამპყრობელს. ბრძანება გასცა ვლადიმირიდან მოსკოვში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადაესვენებინათ. გოდება ისმოდა მოსკოვის ტაძრებში. უთვალავი სანთელი აანთეს ხატების წინ. მოსკოვი ღვთისმშობელს უხმობდა. ხატი მოსკოვისკენ მიბრძანდებოდა. მთელი ქალაქი შეეგება წმინდა ხატს. თუმცა ბრძოლის ველიდან ამბავი არ მოსვლოდათ, ხალხი უკვე თავს განსაცდელისგან დაღწეულად თვლიდა და ხარობდა. იმ დროს, როცა ხატს შეეგებნენ მოსკოვში, თემურ-ლენგს თავის კარავში ეძინა. ეზმანა, - მაღალი მთიდან მისკენ წმინდა მღვდელმთავრები მოდიოდნენ, ხელთ ოქროს კვერთხები ეპყრათ. მათ თავზე ჰაერში კაშკაშა სხივებით გაბრწყინებული იდგა ღვთისმშობელი. გარს უამრავი ანგელოზი ერტყა, მათ ხელში ცეცხლოვანი მახვილები ეპყრათ. შეშინებულს გამოეღვიძა, უხუცესებს და ქურუმებს უხმო. ეს ქალწული რუსების ქრისტიანული ღმერთის დედაა. მისი ძალა უძლეველიაო, - უთხრეს. "ჩვენ მას ვერ მოვერევით", - წამოიძახა თემურ-ლენგმა და უკან გაბრუნება ბრძანა. "მირბოდა თემურ-ლენგი, ღვთსმშობლის ძალით განდევნილი", - ამბობს ჟამთააღმწერელი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი