ჰქონდა ლოცვა, რომელიც მაშინაც აღესრულებოდა, როცა ეძინა
ჰქონდა ლოცვა, რომელიც მაშინაც აღესრულებოდა, როცა ეძინა
უცნობი მღვიმელი ბერძენი მამა (+1855). მოლდავური სკიტის ქტიტორის, მამა ნიფონტის მონათხრობიდან (ჩაიწერა მამა დენასემ): ეს მონა ღვთისა ცხოვრობდა ღირსი პეტრე ათონელის მღვიმის სიახლოვეს. უცნობია, რა ერქვა მას და რამდენი ხანი ცხოვრობდა იქ. სრულიად უპოვარი იყო; დადიოდა ფეხშიშველი, უქუდოდ - ოდნავ თუ უფარავდა სხეულს ძველისძველი ფლასი.

ერთხელ მოლდავური სკიტის ორი მონაზონი იმ ადგილებში გავლისას ბილიკს ასცდა და მოხვდა ამ მეუდაბნოის მღვიმესთან. მას ხელთ პატარა დავითნი ეჭირა, რომელსაც მუდმივად კითხულობდა გონებისმიერ ლოცვაში მეცადინეობისას. მონაზვნებთან საუბრისას თქვა, - ჯერ ვერ მომიშორებია ყოველივე მიწიერი და მეშინია, სახმართმოყვარების გამო მომავალში არ განვიკითხო. ეს ფსალმუნი მაქვს და გთხოვთ წაიღოთო!

მან წინასწარ სცნო თავისი სიკვდილი. მამა ნიფონტთან მივიდა ვიგლაში, წმინდა ათანასეს მღვიმის სიახლოვეს, ერთ მღვიმეში, ლიტურგიის ჩატარება და წმინდა საიდუმლოებასთან ზიარება სთხოვა. მამა ნიფონტი მასთან ერთად წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში წავიდა, ლიტურგია აღასრულა და აზიარა. მეუდაბნოე ტიროდა ზიარების წინ ხატების მთხვევისას. ღვთისმსახურების დასასრულს მამა ნიფონტმა შესთავაზა, - ვიტრაპეზოთო, მაგრამ იუარა, მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის, სთხოვა, მისთვის წმინდა ლოცვები აღევლინა და გზას გაუდგა. თავის მღვიმემდე ვერ მიაღწია... მაშინ 40-45 წლისა იყო. ეს მოხდა 1855 წელს.

მამა გერმანე ბულგარელი (+1875წ.). კუკუზელის უდაბნოში, ხაირში, ცხოვრობდა ბერდიდი მამა გერმანე. ერისკაცობაში გიორგი რქმევია. თავდაპირველად კოსთენიცის მონასტერში მისულა, სადაც მონაზვნად აღუკვეციათ. იქ ათი წელი იცხოვრა. ბერძენთა აჯანყების მერე ათონზე, ქსიროპოტამის მონასტერში, თავის მოძღვართან მივიდა. ოთხი თვე აკვირდებოდა იქაურ ცხოვრებას, მერე ქსიროპოტამის დატოვება მოისურვა. მოძღვარი ურჩევდა, დარჩენილიყო, მაგრამ უპასუხა: - მე ამაღლებულ ცხოვრებას ვეძიებ და აქ მისთვის ჩამოვედი, რომ ან კინოვიაში, ანდა უდაბნოში დავსახლდე; აქ კი იდიორიტმია. ასე ცხოვრებას კოსთენიცაში დაბრუნება მირჩევნიაო. დაუტევა მოძღვარი და ათონზე სავანეების მონახულება დაიწყო.

კავსოკალივის სკიტში მან ბერდიდების შესახებ შეიტყო და მივიდა ბერდიდ მამა დანიელ კოჭლთან, რომელიც წმინდა მთავარანგელოზთა კელიაში ცხოვრობდა. მან ჰკითხა: "რისთვის მოხვედი აქ, ჩემთან?" "მცირეოდენი მოწყალებისთვის", - უპასუხა მამა გერმანემ და მას 100 მონეტა გადასცა. ეს იყო აღდგომიდან მესამე დღეს და მამა დანიელს საჭმელად არაფერი ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა, ხოლო მამა გერმანემ გამოჰკითხა ბერდიდს ყველაფერი, რაც აღელვებდა. შემდეგ მივიდა სკიტის მოძღვართან: - მაკურთხე, მამაო, რომ მამა დანიელთან დავსახლდეო. მოძღვარმა გამოსაცდელად უთხრა: - რას ამბობ! მას ხომ არაფერი აქვს და თან ავადმყოფიაო.

მამა გერმანემ უპასუხა: - ულუკმაპურობა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის სულიერი მამაა. მე მარჩენალ მოძღვარს კი არ ვეძებ, არამედ სულიერ წინამღოლსო. თუ ასეა, მაშინ ღმერთმა გაკურთხოსო, - უთხრა მოძღვარმა.

მამა გერმანე წავიდა, მუხლი მოუდრიკა მამა დანიელს, მისგან თანხმობა მიიღო და შემდგომ 14 წელი ერთად გაატარეს. მამა დანიელმა შემოსა იგი სქემით. ორი წლის მერე მამა დანიელი დაბრმავდა. როცა მამა გერმანე ბერდიდთან დასახლდა, მან ლავრაში ლიმონი გაატანა ორცხობლებში გასაცვლელად. ორცხობილა მას ექვსი კვირა ეყო. მერე სკიტიდან ბრინჯი წამოიღო... ზეთს მხოლოდ ეკლესიის კანდელებისთვის იყენებდნენ. მამა დანიელს ფეხებიც სტკიოდა. მხოლოდ ზაფხულში სარზე დაყრდნობილს შეეძლო სიარული. მამა გერმანე მას ყველაფერში თავგანწირულად ემსახურებოდა. მამა დანიელი სულიერი კაცი იყო - მკაცრად იმარხავდა მონაზვნურ ცხოვრებას; ჰქონდა ლოცვა, რომელიც მაშინაც აღესრულებოდა, როცა ეძინა. მთაწმინდაზე ცხოვრებისას ოთხშაბათ-პარასკევს ყოველთვის მარხულობდა, თუნდაც საუფლო დღესასწაული ყოფილიყო. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ უსწავლელი იყო და ძალზე უბრალო. ერთხელ ეკლესიაში საკითხავი მოისმინა გარდაცვლილ მონაზონზე. ერთ წმინდა მამას ჰქონდა გამოცხადება, რომ გარდაცვლილს სამი ანგელოზი მიაცილებდა. წმინდა კაცმა იკითხა: "სამნი რატომ არიან? ერთი მფარველი აგელოზია, დანარჩენი ორი ვინღა არისო?" - რაზეც ანგელოზებმა უპასუხეს: ეს მონაზონი მთელი ცხოვრება ოთხშაბათ-პარასკევს მარხულობდა, ამიტომაც გამოგვგზავნა უფალმა, რომ დაკრძალვისას პატივი მივაგოთ მის სხეულს, ხოლო მისი სული დიდებით წარვადგინოთ უფლის წინაშეო. ეს რომ მოისმინა მამა დანიელმა, გადაწყვიტა, ამგვარადვე მოქცეულიყო. უსწავლელი იყო, მაგრამ ერთხელ თუ რამეს გაიგონებდა, მაშინვე გულმოდგინედ დაიწყებდა მის შესრულებას. ათონზე 50 წელზე მეტხანს იცხოვრა და 80 წლისა გარდაიცვალა.

მამა დანიელის გარდაცვალების შემდეგ მამა გერმანემ კავსოკალივაში კიდევ ოცი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ხაირში გადასახლდა, სადაც სიკვდილამდე დარჩა.

ასევე საკვირველი იყო ცხოვრება მამა დანიელის სულიერი მოძღვრისა. მამა დანიელს მოძღვრად ჰყავდა მამა დავითი, დავითს კი ქრისტეფორე. ბერდიდი მამა დავითი ბრმა იყო; ღამისთევის ლოცვასა და ლიტურგიაზე საკრებულო ტაძარში მოწაფეს დაჰყავდა. ხორციელი სიბრმავის ჟამს მამა დავითი მომავალს ჭვრეტდა და თავისი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა. ეს მოხდა დიდ ხუთშაბათს: წმინდა ზიარების მიღების მერე ბერდიდმა თქვა:

- ქრისტეს აღდგომას წავალ უფალთან, მაგრამ ჯერ წითელ კვერცხს შევჭამ!

ასეც მოხდა. აღდგომა დღეს, ლიტურგიის მერე ის თავის კელიაში დაბრუნდა, კვერცხი მოითხოვა, თქვა: - შემინდეთო და სული თვისი ჩააბარა უფალს. საღამოს აღდგომის საგალობლებით დაკრძალეს იგი.

ამ მამა დავითის მოძღვარი იყო მამა ქრისტეფორე. ის იმდენად უბრალო იყო, რომ ერთხელ, ჯერ კიდევ მოწაფემ, როცა შეიტყო, 40 მოწამე ტბაში გაიყინაო, თვითონაც მოისურვა გაყინვა. ამიტომაც ზამთარში წყლის ცისტერნაში ჩაჯდომა გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტმა მოწაფემ, ამის შესახებ თავის მოძღვარს უთხრა. მან კი გალანძღა. საოცრად მდუმარე გახლდათ, ათონზე 60 წელზე მეტხანს იცხოვრა.

მამა პანტელეიმონის ჩანაწერიდან: მამა გერმანე ავადმყოფი დაგვხვდა, მაგრამ გარდამეტებული მადლით იყო სავსე. გვიანი იყო, ამიტომაც ვჩქარობდით. "გავცივდი, - ამბობდა ბერი, - თანაც კბილების ძლიერი ტკივილი მაწუხებდა. ჩვენი მზრუნველი ზეციური დედოფალი ღირს პეტრეს დაჰპირდა, ვიქნები გამგე, გამომზრდელი და აქ მცხოვრებთა ნაკლულოვანების აღმავსებელიო, ამიტომაც იმ ადგილას წავედი, სადაც ღირსი პეტრე ცხოვრობდა და ჯვრის სახით სახეზე ღვთისმშობლის კანდელის ზეთი ვიცხე. შეუძლებელია, ამ უდაბნოში ცხოვრობდე და რაიმე განსაცდელი არ შეგემთხვას. მხოლოდ მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ამით უფალი აღაშენებს ჩვენს ცხოვრებას!"

- შენ, მამაო, მოთმინებას მიეჩვიე, - ვუთხარით, - ჩვენ კი, სულმოკლეებს, საერთოდ არ შეგვიძლია დათმენა: რამდენი შრომა მოგვიწევს, რომ ამგვარ მდგომარეობაში მოვიდეთ!

- არა უშავს, ნელ-ნელა მიეჩვევით. უეცრად დიდ საქმეს არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პატარით დაიწყეთ. ღირსი ანტონი არასოდეს იხმევდა ზეთს და ღვინოს, მაგრამ ეს კანონად არავისთვის დაუდია, განსაცდელისას კი მხოლოდ მეზვერის ლოცვა უნდა გვქონდეს - ჩვენ მხოლოდ სიმდაბლე გვჭირდება. სხვა სათნოებებისას შეიძლება დაეცე, სიმდაბლე კი არ დავარდება!

აქ, სწორედ ამ ადგილას, ქოხში ცხოვრობდა მოლდაველი მამა გერასიმე, რომელიც დაახლოებით 1820 წელს გარდაიცვალა. მას ერთხელ ძილში სამი ბერდიდი გამოეცხადა და უთხრეს: - ჩვენ სამნი აქ, მოშორებით ვცხოვრობთ; ნუ შეგვაწუხებთ და სხვებსაც უთხარი, რომ არ შეგვაწუხონ! ბრმამ ხილვა მოძღვარს მოუყვა. მოძღვარი კი გახლდათ იმ დროს ცნობილი მამა ნეოფიტე კარმანლისი, რომელიც მუდმივად დადიოდა მეუდაბნოეებთან და აზიარებდა. მამა ნეოფიტე ჩაფიქრდა და გადაწყვიტა, იმ სამი მამის სხეულები ეპოვა. შემოიარა მღვიმეები, გადმოყარა ქვები, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. შემდეგ ისინი კვლავ გამოეცხადნენ იმავე ბერს. ეს ასე მოხდა: ღირსი ნილოსის კელიისკენ მიმავალ ბილიკზე, უდაბნოში, ის ყოველთვის კეთილსურნელებას გრძნობდა. იმ დროს, როცა ღირსმა მამებმა მისთვის თავი გამოაჩინეს, ისეთი ძლიერი კეთილსურნელება იგრძნო, რომ უნებურად შეჩერდა. ეს თითქოს ერთგვარი ღრუბელი იყო. მოუნდა გაეგო, თუ საიდან მოდიოდა კეთილსურნელება და ძებნა დაიწყო. დიდხანს მიმოდიოდა ირგვლივ, ბოლოს ერთ ქვაყრილთან შეჩერდა, მოეჩვენა, რომ სწორედ აქედან მოდიოდა განსაკურებული კეთილსურნელება. ილოცა და ქვების გამოცლა დაიწყო. სიცარიელე გამოჩნდა, ხვრელი გააფართოვა. მღვიმე აღმოჩნდა. როცა შეძვრომა დააპირა, ხმა შემოესმა: - ნუ შეგვაწუხებ! ჩვენ სამნი ვართ, აქ ვცხოვრობდით და დავიკრძალეთ. გვსურს, არავინ შეგვაწუხოს! - ბერმა მღვიმის შესასვლელი ამოქოლა და წავიდა. შემდგომში მხოლოდ მისმა მოწაფემ ილარიონმა იცოდა ეს ადგილი!

მამა გერმანემ თქვა: მამა აკაკი კავსოკალიველს ძალიან უყვარდა ღირსი მაქსიმე, ყოველთვის ლოცვით მიილტვოდა მისკენ. ამ რწმენისა და სიყვარულის გამო მრავალგზის გამოეცხადა მას ღირსი მაქსიმე. ერთხელ მან ის იხილა თავის მრავალ მიმდევართან ერთად, რომლებიც თეთრი კვართებით იყვნენ შემოსილნი, მხოლოდ სქემა ემოსათ ჩვეულებრივი. ღირსმა აკაკიმ ჰკითხა: ესენი ვინ არიანო. ღირსმა მაქსიმემ უპასუხა: ამ უდაბნოს მკვიდრნი არიან, რომელთაც სიცოცხლეში ვმოძღვრავდი და მისდევდნენ ჩემს სწავლებასო... ახლაც ასეა, ახლაც არიან ისეთები, რომელთაც არავინ იცნობს, თუმცა კი სხვების მსგავსად ცხოვრობენ. ოღონდაც არავინ იცის მათი სულიერი სიმაღლე, ისევე, როგორც არ იცოდნენ ღირსი მაქსიმეს სიცოცხლეში, რომელსაც ყველა მოხიბლულად თვლიდა 50 წლის მანძილზე, ვიდრე არ გამოაჩინა ღირსმა გრიგოლ სინელმა.

მამა გერმანემ განაგრძო:

- უამრავ დანგრეულ ქოხს ვპოულობთ აქ, არაერთ მღვიმეს, რომელშიც ჩანდა, რომ ცხოვრობდნენ და ცხონდებოდნენ ღირსი მამანი! ორი დღის წინ ძმამ დანგრეული ქოხმახი იპოვა ჩემი ქოხის ქვემოთ, ზღვის ახლოს, ისეთ ადგილას, რომ არ ვიცი, აქ როგორ ცხოვრობდა ვინმე.

ეს უდაბნო აღსავსეა წმინდა ნაწილებით, რომლებიც ჯერ არ გამოგვცხადებიან. მოძღვარი მამა ნეოფიტე კარამანლისი ეძებდა მათ, მაგრამ ვერ პოულობდა, რადგან გარდაცვლილ წმინდანებს არ სურთ თავის გამჟღავნება!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat