ერთმა ასკეტმა თავისი მორჩილი კარიესში გაგზავნა. იქ პროტატის ტაძარში მორჩილმა მშვენიერი გალობა მოისმინა. უკან დაბრუნებულმა მოძღვარს უთხრა:
"მამაო, რომ გენახა, რა მშვენივრად გალობენ... ჩვენ კი მხოლოდ სკვნილი და "უფალო იესო ქრისტე" გვაქვსო"... მეორე დღეს მოძღვარმა უთხრა: "წავიდეთ, შვილო, ვნახოთ, როგორ ლოცულობენ მამები და კანონად ავიღოთო". როცა ტაძარში იდგნენ, მოძღვარმა სულიერ შვილს უჩურჩულა: "შვილო, ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენო". ამ ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, რომ საშინლად იძრა მიწა. მგალობლებმა მაშინვე თავი ანებეს სანოტო წიგნებსა და გალობას და სკვნილზე ლოცვა დაიწყეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!"
- მამაო, - თქვა მორჩილმა, - დავუბრუნდეთ ჩვენს კელიას, სიმშვიდეს, სამუშაოს, რასაც ჩვენ იქ ვაკეთებთ, გალობაზე მეტიაო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი