პეტერბურგელი მღვდლის, დეკანოზ იოანე ბელიაევის ცხოვრებაზე ჰყვებოდა მისი ქალიშვილი ოლღა. მამა იოანე ძალზე კეთილი და მოწყალე ადამიანი იყო, განსაკუთრებით გლახაკების მიმართ, მდაბალი და მშვიდი
მოყვასთან ურთიერთობისას, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. ახალგაზრდობის წლებიდან ის განუკურნებელი სნეულებით - ასთმით და გულის ანგინით იტანჯებოდა. შეტევები ისე გაუხშირდა, ყოველწუთს სიკვდილს ელოდებოდა. ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე ტაძარში მიდიოდა საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად. გზაზე სახლიდან ტაძრამდე, უზარმაზარი ქვა იდო. მასთან მისულმა მამა დეკანოზმა თავი ცუდად იგრძნო და გონდაკარგული ზედ დაეცა. ამ მომენტში მან თავის წინ მდგარი მთავარანგელოზი მიქაელი იხილა, ხელთ ცეცხლოვანი მახვილითა და ლახვრით, რომელმაც უთხრა: "ღვთისა და მოყვასისადმი შენი სიყვარულის გამო შეევედრე ზენაარს, რომ სრული კურნება მოგანიჭოს".
ამასთან, მთავარანგელოზი მას მხარზე ლახვრით შეეხო და მთელი მისი შინაგანი სიცოცხლის გრძნობით აღავსო. მამა იოანე სრულიად ჯანმრთელი წამოდგა, ლიტურგია ჩაატარა და ღრმა სიბერემდე ისე იცოცხლა, გულს აღარ შეუწუხებია და სულ სხვა სნეულებით მოკვდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი