ერთხელ არქიმანდრიტ კლეოპას (ილიე) სანახავად მონასტერში სამხედრო ოფიცერთა ჯგუფი მივიდა. ბერმა ისინი კელიის წინ მიიღო და დამოძღვრიდა.
მაგრამ ბევრი მათგანი იცინოდა, ხუმრობდა. მამა კლეოპას სულიერი შვილი ამის შემხედვარე აღშფოთდა და ყურში უჩურჩულა: "მამაო, კელიაში შევიდეთ, თქვენ დაიღალეთ, თანაც არ აინტერესებთ, რასაც ეუბნებით". "არა, ვიჯდები ცოტა ხანს, იქნებ ვინმეს ეს საუბარი კეთილად წაადგეს", - უთხრა ბერდიდმა და ოფიცრებთან დარჩა, ვიდრე მათ წასვლა არ მოისურვეს.
- მამა კლეოპა, ასე დიდხანს რატომ ესაუბრებოდით? განა ვერ ხედავდით, როგორ იქცეოდნენ? - ჰკითხა ისევ სულიერმა შვილმა.
- იქნებ ერთ მათგანს რაიმე მაინც ჩარჩეს სულში, - თქვა ბერდიდმა.
ამ სიტყვების აზრს მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როცა ერთხელ, კვირა დილით, მამა კლეოპასთან ერთი ბატონი მივიდა და თქვა, რომ ორი კვირის წინ აქ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად იყო და ახლა პირადად სურდა მამა კლეოპასთან საუბარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი