07.06.2012
წმინდა მაკარი ოპტელი ერთ-ერთ მორწმუნეს სწერდა: "შენ უფრო მეტად ის გაშფოთებს, რომ არ შეგიძლია ეკლესიაში სხვების წინაშე მშვიდად ლოცვა
, იქიდან გამოსული კი გრძნობ, თითქოს იქ არც კი ყოფილხარ. შინ კი უკეთესად ლოცულობ და გულისშემძვრელ ლოცვებს აღავლენ. არ გესმის, რომ ეს დიდი ხიბლია, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს; როცა ცალკე ლოცულობ, გგონია, კარგად ლოცულობ, გწამდეს, რომ ასეთი ლოცვა სათნო არ არის ღვთისთვის, თუმცა ცრემლებიც გქონდა და გულის შემუსვრილებაც: როცა ამ ყველაფერს ღრმა სიმდაბლე არ სდევს თან, მაშინ ეს ხიბლია. საეკლესიო ლოცვისას ამგვარ გრძნობას ეძიებ, ვერ პოულობ მას, თავს ულოცველად თვლი და შფოთავ. ეს კი შენი საშინაო ლოცვების ნაყოფია; მტერს ზეცამდე აჰყავხარ და უფსკრულში გაგდებს; იქ აგამაღლებს, აქ კი დაგამხობს და შფოთს მოგაწევს, რაც ამტკიცებს, რომ შენი ლოცვა მედიდურობაზეა დაფუძნებული".