უფალმა იცის, როგორი მლოცველები ეწევიან ჩვენ გვერდით უხილავ ღვაწლს
უფალმა იცის, როგორი მლოცველები ეწევიან ჩვენ გვერდით უხილავ ღვაწლს
დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი - მოგონებები
"იარაღი ჩემზე ჭკვიანია!" ეს ამბავი 1931 წელს მოხდა ნარიმის მხარის სოფელ ტოგურში. აქ ცხოვრობდა უკრაინიდან გასახლებული მღვდელი მამა დიმიტრი. მისი ცოლი კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს. მარტოსული ბერიკაცი დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. უკაბოდ იყო, პიჯაკი ეცვა. ერთ კაცს შეებრალა, ანკესი და ჭიები მისცა - წაიყვანე ნავი, მდინარე სავსეა თევზითო.

ჩაჯდა ნავში, მაგრამ მშიერს და დასუსტებულს გაუჭირდა მართვა. ბუჩქზე მიაბა და თევზაობა დაიწყო. მახლობლად თევზით სავსე ბადე დაინახა. ამოსწია, ტირილით პატიება სთხოვა უფალს, - მაპატიე, სხვის თევზს ვიღებო...

ამ დროს ბადის პატრონი, მაღაზიის დარაჯი გამოჩნდა. ბერიკაცი რომ დაინახა, თოფი მის მოსაკლავად გადმოიღო. გამოჰკრა ჩახმახს, მაგრამ არ გავარდა. კიდევ ორჯერ ამაოდ სცადა. ტყვია გამოცვალა. ისევ არ გავარდა. განცვიფრდა - აქამდე იარაღს არასოდეს უმტყუნია. ლულა ზემოთ აღმართა, იქუხა თოფმა. მღვდელმა მოხედა. დარაჯი ლანძღვა-გინებით მიუახლოვდა, - ვინა ხარ და აქ რას აკეთებო.

ბერიკაცმა უთხრა:

- საყვარელო შვილო, გადმოსახლებული ვარ უკრაინიდან, პაევოდან. შენს თევზს იმიტომ ვიღებ, რომ მშიერი ვარ.

- ვხედავ, რომ გადასახლებული ხარ! მაგრამ რა კაცი ხარ, რომ თოფი შენზე არ ჭრის?

- მღვდელი ვიყავი, ახლა კი აღარავინ ვარ.

დარაჯმა იყვირა და ატირდა:

- მამაო, მაპატიე! შენი მოკვლა მინდოდა, იარაღი კი ჩემზე ჭკვიანი გამოდგა. არ გესროლა თოფმა.

ბადიდან თევზები ამოკრიფა, წაიყვანა მოძღვარი შინ, დააპურა. შესთავაზა, - დაწექი და დაისვენეო. ორი თვე უვლიდა, შემდეგ შინ დაბრუნებაში დაეხმარა, ფულიც მისცა. ნავით 40 კმ-ზე გააცილა. ჩასვა ორთქლმავალში, ტომსკში გაამგზავრა, იქიდან კი მატარებლით - უკრაინაში. ომის შემდეგ მამა ივანე ოჯახში მიიპატიჟა. დამეგობრდნენ. ხედავთ, რა სასწაული მოხდა!

დაფარული ღვაწლი მონაზონ ლეონტისა. ჩვენს გარშემო არაერთი ღვთივსათნო ადამიანია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. მხოლოდ უფალმა იცის, თუ როგორი მლოცველები ეწევიან ჩვენს გვერდით უხილავ ღვაწლს.

უფალმა ღირსმყო შევხვედროდი ერთ-ერთ მათგანს. მონაზონი ლეონტი 1980 წელს გადაასახლეს პოჩაევოდან ნარიმის რაიონში. გადასახლებულებმა ტაიგაში სოფელი ააშენეს, მამა ლეონტიმ კი მათგან 40 კმ-ის დაშორებით კელია აიშენა - 3X4 მ-იანი ქოხი, უსარკმლო, პატარა კარით. დაჩოქილი ძვრებოდა შიგ - იქ ის ლოცულობდა, როგორც სკიტში. თავს ირჩენდა კენკრით, სოკოთი, კედრის წიპწიპით და კარტოფილით, რომელსაც ტაიგაში რგავდა. მე ჯერ კიდევ ომამდე გამეგონა მასზე, როგორც დაფარულმცოდნელზე. ომის დროს გულმოდგინედ ლოცულობდა, რომ ჩვენს არმიას ეძლია ფაშისტებისთვის და რუსეთში მშვიდობა დამყარებულიყო. კიდევ ერთი იდუმალი საქმე ჰქონდა ნატვირთი გადასახლებულ მონაზონს. ომის დროს კომბაინები არ იყო, მამაკაცები სოფელში აღარავინ იყო დარჩენილი - ყველანი ფრონტზე წავიდნენ. ხორბლის მომკა ნამგლით დედაკაცებს უხდებოდათ, მრავალშვილიანებს, ავადმყოფებს. ბრიგადირმა სამუშაო ყველას გაუნაწილა. მონაზონმა ლეონტიმ იცოდა, სადაც იყო მრავალშვილიანი დედის სამუშაო; მიდიოდა ღამით და მომკიდა, კონებად შეკრავდა, დილით მოსული ქალები კი გაოცებულნი რჩებოდნენ, არავინ იცოდა, ჩუმად ვინ ეხმარებოდა დედაკაცებს. ასე შრომობდა მთელი ომის დროს. ლოცულობდა და შრომობდა.

ტაძრები იმ პერიოდში დაკეტილი იყო. ჩვენგან რვა კილომეტრის დაშორებით სოფელ ტოგურში იყო ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი, ნაკურთხი ჯერ კიდევ წმინდა მღვდელმთავარ იოანე ტობოლსკელის მიერ. მაშინ ამ ტაძარში კოლმეურნეობამ ბეღელი მოაწყო.

1946 წელს, ვიდრე ეკლესიას ტაძარს დაუბრუნებდნენ, საკვირველი ამბავი მოხდა. ტოგურელებმა ამ ტაძრის სარკმლის ჭუჭრუტანაში დაინახეს, რომ საკურთხეველში სანთლები ენთო. თვალებს ვერ დაუჯერეს. მივიდნენ კარებთან. კლიტე ადევს. როგორ, ბეღელში ღვთისმსახურებას ატარებენ? საწყობის გამგე მოიყვანეს. მანაც შეიხედა სარკმლიდან, მართლაც სანთლები ანთია, გააღო ეკლესია, შევიდა შიგნით, იქ კი არავინაა. გამოვიდნენ ეკლესიიდან თუ არა - სარკმლიდან იმავეს ხედავენ: საკურთხეველში სანთლები ანთია.

მთელი სოფელი შეიკრიბა, ყველა აშკარა სასწაულს ხედავს. მიხვდნენ, რომ შემთხვევითი არ იყო ეს ხილვა - ტაძარი უნდა გაიხსნას. აღმასკომის თავმჯდომარეც მოვიდა და ყველაფერში დარწმუნდა. შენობიდან ხორბალი გაიტანეს, გაწმინდეს იქაურობა. მღვდელი, მართალია, არ იყო, მაგრამ ხალხი დადიოდა ტაძარში და ლოცულობდა.

ტაძარში ყველაზე ადრე მიდიოდა მონაზონი ლეონტი. მოხუცს და უძლურს უფალი აძლევდა ძალას, 50 კილომეტრი ფეხით გაევლო. ვინც ტაძარში შედიოდა, მათზე ყველაფერი იცოდა. უფალი უმხელდა მათ ფიქრებს.

ერთხელ ერთი ქალი მოვიდა ტაძარში, სამჯერ მუხლი მოიდრიკა. ამ დროს კი ფიქრობს: "ღმერთო, ტაძარში კი მოვედი სალოცავად, მაგრამ ჩემს გოჭს და ქათმებს ვინ აჭმევსო". მამა ლეონტი გვერდით დაუდგა და ისე, რომ ქალს გაეგონა, მისი ნაფიქრი გაიმეორა. შეძრწუნებული ქალი მუხლებში ჩაუვარდა: - ჩემს ფიქრებს ამბობ? მე ხომ ასე ვფიქრობდი.

- შენ ღმერთთან ლოცვისთვის მოხვედი, - უპასუხა მან, - ცოდვების მიტევება უნდა სთხოვო, შენ კი გოჭზე ფიქრობ...

მე ვიცნობდი დაფარულმცოდნელ ლეონტის. ომის შემდეგ მეც იმავე აღდგომის ტაძრის მრევლი ვიყავი, ის ამ დროს კლიროსზე გალობდა. დიდებული ადამიანი იყო, სულით დიდებული. გარდაიცვალა 50-იან წლებში. მისი ცხოვრება ლოცვის ძალით ადამიანებისთვის იწვოდა, ვითარცა სანთელი დაკეტილ ცარიელ ტაძარში.

როგორ გახსნა ტაძარი წმინდა გიორგიმ. მძიმე იყო ჩემთვის დიაკონების და მღვდლობის პირველი წლები. გამირთულდა ფრონტზე მიღებული ჭრილობები. თირკმელში ჩარჩენილმა ნაღმის ნატეხმაც თავი შემახსენა, ფეხზე ვენების დიდი ნაწილის ამოკვეთაც გახდა საჭირო. ღვთისმსახურებისას ტკივილისგან ძალზე ვიღლებოდი. ექიმებმა მირჩიეს ტაშკენტში წავსულიყავი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. იქიდან სამარყანდში გამგზავნეს და წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში ვმსახურობდი.

იქ გავიცანი პროფესიით მასწავლებელი გიორგი, რომელიც კლიროსზე გალობდა. მან მომითხრო გასაოცარი ამბავი, რომელიც ხრუშჩოვის დროს სამარყანდში მოხდა არქიმანდრიტ სერაფიმეს (სატუროვი) მსახურებისას. ეს მღვდელი პერმიდან იყო, რეპრესირებული, ათი წელი იჯდა ციხეში, ბევრი ცუდი რამ ნახა ცხოვრებაში, მოხუცი გახლდათ, სნეული, ძლივსღა დადიოდა. თავისი სითბოთი ბევრი ახალგაზრდა მიიზიდა ტაძარში. ბევრი ინათლებოდა.

სუკში დაინახეს, რომ ახალგაზრდობამ ტაძარში იწყო სიარული და მიზეზი გამონახეს ტაძრის დასაკეტად...

ერთხელ მასთან ცოლ-ქმარი მივიდა და მონათვლა სთხოვა, ოღონდ წიგნში არ გაატაროთ, სამსახურიდან მოგვხსნიანო. მაშინ საეკლესიო წიგნში ნათლულების და ნათლიების საპასპორტო მონაცემებს წერდნენ. ყველაფერ ამას კი რელიგიის რწმუნებული ათვალიერებდა... მოძღვარი დათანხმდა. კარებს იქით კი ორგანოს წარმომადგენლები იდგნენ.

- აბა, ახალგაზრდებო, რისთვის იყავით ეკლესიაშიო.

თურმე ისინი სუკთან შეკრულნი იყვნენ. მოხელემ ოქმი შეადგინა და ჩაწერა, რომ მღვდელმა ხალხი მონათლა, ჟურნალში კი არ ჩაწერა. ესე იგი სამოქალაქო კანონს არ ემორჩილება. ამის გამო მას ღვთისმსახურება აუკრძალეს. ორი წელი ტაძარში ღვთისმსახურება არ ყოფილა. ორი-სამი ადამიანი იკრიბებოდა და ღამღამობით ღვთისმსახურებდა.

გავიდა ორი წელი. მოახლოვდა დღესასწაული - წმინდა გიორგის ხსენების დღე. მთელი მრევლი წუხდა, რომ ღვთისმსახურება არ იქნებოდა. ხელისუფლებას თავისი გეგმები ჰქონდა: აქ კარგი საბავშვო ბაღი გაიმართება. შვიდი ბინაც გამოვა, ტაძარი ვრცელია, აბანოც, ფურნეც, სასადილოც დაეტევა, მოედანი ფართოა, ჭაცაა, ორი მუხაც.

მაგრამ 6 მაისის წინა საღამოს ზეაღმატებული რამ მოხდა. ტაძრის გვერდით არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად ორი მესენაკეც ცხოვრობდა - მონაზონი იულია (კარგ ხატებს წერდა) და მორჩილი ევდოკია, მამა სერაფიმესავით ორივე გადმოსახლებული. მამა სერაფიმე ამ დროს თავის კელიაში დღესასწაულისთვის ემზადებოდა, კანონებს კითხულობდა, დედა იულია კი ეკლესიის ეზოს გვიდა. უეცრად დაინახეს, ეკლესიის გალავნის კარები გაიღო და ორი ოფიცერი შემოვიდა, ძველებური უბრალო სამოსი ეცვათ, თეთრ ცხენებზე ისხდნენ. ერთი ასაკოვანი იყო, მეორე - შედარებით ახალგაზრდა. პირველი დიდებული იყო, ლამაზი, მარჯვე. გადმოხტა ცხენიდან და მონაზონს სახელით მიმართა: - დედა იულია, ცხენის აღვირი დაიკავე, მე კი მამა სერაფიმესთან წავალო.

აკანკალებული დედა იულია მუხლებზე დაეცა: - ეჰ, საყვარელო, ამ ღონიერ ცხენს ვერ მოვერევიო. მაშინ ოფიცერმა აღვირი მხლებელს გადასცა და უკითხავად მამა სერაფიმესთან შევიდა. როცა ბერი ხატების წინ მუხლმოყრილი დაინახა, ბრძანების კილოთი უთხრა:

- მამა სერაფიმე, მოემზადე ღვთისმსახურებისთვის, დღეს ტაძარი გაიხსნება!

მოძღვარი დაიბნა: ვინ არის ეს ოფიცერი, საიდან მოვიდა? როგორი ძალა იგრძნობა მის სიტყვებში. ხმა კი ლამაზი აქვს, ძლიერი, წმინდა ბარიტონი! უეცრად მიხვდა მღვდელი, რომ ეს თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. სარკმლიდან გაიხედა - ორივე მხედარი მსუბუქად მოახტა ცხენებს და ისე გააჭენეს, რომ ფლოქვებს ნაპერწკლები გასცვივდა. მამა სერაფიმესგან ისინი სამარყანდის აღმასკომში მივიდნენ.

დიდმოწამე გიორგიმ გვერდი აუარა მილიციელებს, მათ მხოლოდ შეხედეს და სიტყვა ვერ შეჰბედეს. ძლევაშემოსილი გიორგი პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, გვერდი აუარა სხვებივით უეცრად დამუნჯებულ მდივანს, შევიდა აღმასკომის თავმჯდომარის კაბინეტში, სახელით მიმართა და უთხრა: - დღესვე გახსენით წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო.

თავმჯდომარე შეაშინა უცნობი ოფიცრის გამოჩენამ და მისმა ნათქვამმა. ოფიცერი მიბრუნდა და წავიდა. თავმჯდომარეს სურდა ეკითხა, - ვინ ხარო, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა. ვერ შეძლო გონს მოსვლა, უცნობის მიერ გაცემული ბრძანების ძალით შეკრულმა ფანჯრიდან გადაიხედა: ის უნაგირს მსუბუქად მოახტა და გაქუსლა.

შეშინებულმა მოხელემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს დაურეკა.

- სასწრაფოდ გამოგზავნეთ წარმომადგენელი დიდმოწამე გიორგის ტაძარში, რათა დღესვე გაიხსნას! ბრძანებას მოგვიანებით დაწერთ.

დაწერის დრო სადღა ჰქონდა - ისე იყო შეშინებული.

რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანაშემწე თხუთმეტ წუთში მამა სერაფიმესთან იყო:

- გახსენით ტაძარი, იმსახურეთ თავისუფლად.

მეორე დღეს აღმასკომის თავმჯდომარე მანქანით მიადგა მამა სერაფიმეს:

- ხელმძღვანელი თუ გყავთ?

- კი, როგორ არა, გვყავს.

- თუ შეიძლება მისი ფოტოსურათი მაჩვენეთ.

მამა სერაფიმემ მას ტაშკენტის ეპისკოპოსის სურათი გამოუტანა.

- არა, ეს არ არის! უფრო მაღლა მდგომი თუ გყავთ? გუშინ ჩემთან თქვენი უფროსი იყო. ოფიცერი გახლდათ. ხელმწიფებით მიბრძანა, - სასწრაფოდ გახსენით ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო!

მამა სერაფიმეს ცრემლები წამოუვიდა, სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო... თეთრ ცხენზე მჯდარი დიდმოწამე გიორგის ძველი ხატიღა გამოუტანა.

აღმასკომის თავმჯდომარემ შეხედა თუ არა, თქვა:

- ისაა!!! ის იყო გუშინ ჩემთან!

თავმჯდომარეც ატირდა.

ბევრი იყო ამ გასაოცარი ამბის მოწმე: თუ როგორ გახსნა დიდმოწამე გიორგიმ ტაძარი - მამა სერაფიმეც, მასწავლებელი გიორგიც, მონაზონი იულიაც, მილიციელებიც, მდივან-მემანქანეებიც. მე თვითონაც ვიყავი აღმასკომში და მომიყვნენ ამ ამბავს. მრევლშიც იცოდნენ. ოღონდ მამა სერაფიმესაგან მის მოსმენას ვერ ვეღირსე, ცოცხალს ვეღარ მივუსწარი: ის ოცი დღით ადრე წარდგა უფლის წინაშე, ვიდრე მე სამარყანდში ჩავიდოდი.

დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat