სამი ბერი, რომელთაც გულში მოყვასის სიყვარული არ ჰქონდათ, ერთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ მამასთან მივიდნენ და საქმეებით თავის ქება დაიწყეს.
პირველმა ჰკითხა: - მე ზეპირად ვისწავლე ძველი და ახალი აღთქმა და რა მომელის ამისთვისო? ბერდიდმა უპასუხა: - ჰაერი სიტყვებით აავსე, მაგრამ შენი შრომისგან სიკეთე მაინც არ გაქვსო. მეორემ: - მამაო, მე წმინდა წერილი ჩემთვის გადავწერეო. ბერმა უთხრა: - არც შენ გაქვს ამისგან სიკეთეო. მაშინ მესამემ წამოიძახა: - მე კი, მამაო, სასწაულს ვიქმო. ეგ სიკეთეს ვერ მოგიტანსო, - უთხრა ბერდიდმა და სამივეს მიმართა: თუ გინდათ ცხონდეთ, გქონდეთ ყველას მიმართ სიყვარული, გაიღეთ მოწყალება და გადარჩებითო.
ძმა ეწვია ბერდიდს და წასვლისას უთხრა: - ამბა, მაპატიე, რომ კანონის შესრულებაში ხელი შეგიშალეო. ბერმა უპასუხა: - ჩემი კანონია, რომ სტუმართმოყვარეობის მცნებით გიმასპინძლო და უკან დამშვიდებული გაგიშვაო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი