"ლავსაიკონი" მოგვითხრობს ვალენტი პალესტინელზე, რომელიც უდაბნოში მამებთან ერთად ცხოვრობდა.
მრავალნაირად ავიწროებდა იგი საკუთარ სხეულს და ცხოვრების წესით უდიდესი მოსაგრე იყო, მაგრამ მერე სიამაყით და თავმაღლობით მოტყუებული ეშმაკთა სათამაშო გახდა. ერთხელ, გვიან საღამოს, იჯდა და კალათებს წნავდა. სადგისი დაუვარდა. დიდხანს ვერ პოულობდა, მაგრამ, ეშმაკის მზაკვრობით, სენაკში ანთებული სასანთლე გაჩნდა და მან დაკარგული სადგისი იპოვა. ამან მისი ქედმაღლობა გაზარდა, სიამაყით დამთვრალი ოცნებამ ბოლოს ქრისტეს საიდუმლოს უარყოფამდე მიიყვანა. ეშმაკმა დაინახა, რომ ვალენტიმ დაიჯერა მისი სიცრუე, მაცხოვრის სახე მიიღო, ღამე მასთან მივიდა დემონებთან ერთად, რომელთაც ანგელოზთა სახეები ჰქონდათ მიღებული და ხელთ ანთებული ჩირაღდნები ეპყრათ. გამოჩნდა ცეცხლის წრე და ვალენტიმ თითქოსდა ქრისტე დაინახა. ერთ-ერთი "ანგელოზი" მიუახლოვდა და უთხრა: "შენ სათნო ეყავი ქრისტეს შენი ღვაწლით და ის შენს სანახავად მოვიდა. ასე რომ, ნურაფერს გააკეთებ, მოჰკრავ თუ არა თვალს ანგელოზთა გუნდით გარემოცულს, შორიდანვე თაყვანი ეცი და კელიაში დაბრუნდი". ვალენტი გამოვიდა გარეთ და სტადიის მანძილზე უამრავი სული დაინახა ანთებული ჩირაღდნით და თაყვანისცა ანტიქრისტეს. ცთუნებული იმდენად დაბრმავდა თავისი სიამაყით, რომ მეორე დღეს ეკლესიაში მივიდა და განაცხადა: "აღარ მჭირდება ზიარება, რადგან დღეს მე ქრისტე ვიხილეო".
წმინდა მამებმა ის ჯაჭვით შეკრეს და ერთი წლის მერეღა განკურნეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი