წმინდა ანას სკიტის წმინდა მოციქულთა სახელობის კალივაში მოღვაწეობდა თრაკიელი მამა პახუმი, თავის ძმებთან ერთად.
ადრე ის ცხოვრობდა ერთ კინოვიაში განსწავლულ მონაზონ ზაქარიასთან ერთად, რომელმაც თეოდორე სტუდიელის ნაშრომები თარგმნა. შემდგომში ზაქარიამ წმინდა ანას სკიტში კალივა შეიძინა, სადაც სიკვდილამდე მარტოდმარტო ცხოვრობდა. მაშინ მთაწმინდაზე მცხოვრებ კართაგენის მიტროპოლიტს, მეუფე ნილოსს, ჩვევად ჰქონდა, დიდ ლავრაში წმინდა ანასტასის ხსნების მერე უდაბნოებსა და სკიტებში სწვეოდა ნაცნობ ბერებს, მათ შორის მამა ზაქარიასაც. მაგრამ იმ წელს გადაწყვიტა, არავისთან არ შესულიყო და თავის ადგილს დაუბრუნდა. ეშმაკმა ზაქარიას მოტყუება გადაწყვიტა. ისე გააკეთა, რომ მისთვის თაყვანი ეცა და თვითონ ამით ესარგებლა. 7 ივლისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, როცა ზაქარია ჩვეულებისამებრ კალივის ეზოში იჯდა, უეცრად ნაბიჯების ხმა მოესმა. დაინახა - მეუფე ნილოსი უახლოვდებოდა.
- ასე რატომ გაისარჯეთ, მეუფეო, ჩემს სანახავად მოხვედით, უღირსისა, თანაც ღამით, - უთხრა ზაქარიამ. დაიხარა, თაყვანისცა და ხელზე ამბორი მოისურვა. მეუფის სახით მოსულმა მას მარჯვენა ხელი გაუწოდა და ბერიც ეამბორა. მაგრამ კურთხევის ნაცვლად მიწაზე თითქმის მკვდარი დაეცა, რადგან ის სტუმარი თვითონ სატანა იყო. ამ ამბორით აშმაკმა მას მადლი წაართვა, თვითონ კი გაქრა. საცოდავი ზაქარია მიწაზე ცოცხალმკვდარი ეგდო. დილით მასთან ერთ-ერთი ძმა მივიდა საქმეზე. ასეთ დღეში რომ იხილა, მაშინვე სკიტელ მამებს შეატყობინა. მათ ზაქარიასთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულეს, წაუკითხეს ბასილი დიდისეული შეფუცის ლოცვები, წმინდა ნაწილებით ჯვარი გადასახეს. ის ნელ-ნელა გონს მოვიდა და მცირეოდენი საკვებიც მიიღო. მამა ზაქარია ხშირად აღიარებდა: "მე ბევრი რამ დავწერე, ამ სამყაროში უამრავი ადგილი მოვინახულე, მაგრამ ბოლოს ეშმაკმა დამცინა და მე მას თაყვანი ვეცი! მე უგუნურს ჯერ ჯვრის ნიში უნდა გამომესახა და მერე ვმთხვეოდი მის ბინძურ ხელს და ვერაფერს მავნებდა. ამგვარი უძლეველი იარაღით ძლეული გაიქცეოდა და მეც არაფერი შემემთხვეოდა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი