კარულელი ასკეტი პახუმი საშინელ ხიბლში ჩავარდა. ამტკიცებდა, - არ არსებობს მღვდელი, რომელიც ღირსი იქნება მაზიაროსო.
ამიტომაც ელოდა, თუ როდის ჩამოეშვებოდა ანგელოზი ზეციდან და ჩამოუტანდა წმინდა საიდუმლოებას. ტრაგიკული იყო მამა პახუმის სიკვდილი - კლდიდან ზღვაში გადაიჩეხა და დაიხრჩო. დიდი თევზებისგან ნახევრად შეჭმული იპოვეს.
ერთმა მოსაგრემ, ნეოფიტე დოქიარელმა, რომელიც ადრე მონასტრის იღუმენი იყო, წმინდა ანას სკიტში ყოფნისას, 1980 წელს, ძილში წმინდა ბასილი დიდი იხილა, რომელმაც უბრძანა, ფეხის თითებზე მემთხვიეო.
ამ სიზმარმა ყოფილი იღუმენი გააამაყა, თითქოსდა წმინდანებს ხედავდა და ფეხზე ეამბორებოდა. გულისთქმები მუდმივად ამ ხილვით ჰქონდა დაკავებული, რომელიც ლოცვასა და კანონის შესრულებაში ხელს უშლიდა.
ცოტა ხნის მერე სახიერმა ღმერთმა გულისხმაყო იგი, რომ ცნობილი მოძღვარი, მამა გრიგოლი მოენახულებინა, რომელიც ცოტა ზევით სრულ უპოვარებასა და სიგლახაკეში ცხოვრობდა.
- ძმაო ჩემო იღუმენო, ეშმაკს ეთაყვანე და არა ბასილის, - უთხრა მან, - გთხოვ, ამიერიდან ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას სიზმრებს, რომლითაც ბოროტი ეშმაკი ატყუებს ხალხს.
წმინდა ანას სკიტის უმაღლეს, უწყლო კალივაში ცხოვრობდა ხიბლში ჩავარდნილი მონაზონი. მამათაგან არავისთან ჰქონდა ურთიერთობა და თავისი დაბნელებული გონებით თვლიდა, რომ დედამიწაზე არ იყო მღვდელი, რომელიც ღირსი იქნებოდა მისი ზიარებისა წმინდა საიდუმლოებასთან და უზიარებელი რჩებოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი