მან თავისი გზა აღსარებით და სინანულით დაამთავრა
მან თავისი გზა აღსარებით და სინანულით დაამთავრა
სიტყვა მოსაგრეობაზე. მაღალმეუფება კრეტის მთავარეპისკოპოსი ტიმოთე წერდა მოსაგრე მამა აბიმელექზე: "მკაცრი, ვითარცა წინასწარმეტყველი, მშვენერი, ვითარცა მოციქული, მაღალი, გამომხმარი სხეულის ასკეტი მოგაგონებდათ ძველ მეუდაბნოე მამებს, რომლებიც ღვთაებრივი მადლით იყვნენ აღვსებულნი".

წმინდა პავლეს მონასტერში ცხოვრობდა მონაზონი გერასიმე. ორმოცი წელი დაუცხრომლად აღასრულებდა კანონარქის მოვალეობას. გასაოცარი ის იყო, რომ ორმხრივი თიაქრით იტანჯებოდა, მაგრამ მთელი სიცოცხლე, ხანგრძლივი მსახურებისა და ღამისთევების დროს, ერთხელაც არ დამჯდარა სტასიდიაზე. ჰოი, მოთმინების შეურყეველი გოდოლი! რა შთააგონებდა მამა გერასიმეს ამგვარ ანდამატისებრ სიმტკიცეს? ჰყვებიან, რომ მრავალი დღის მანძილზე იგი უცქერდა ხის წვერზე მდგარ ცალფეხა შაშვს, რომელიც უმშვენიერეს საგალობელს აღუვლენდა ყოველთა შემოქმედს.

- თუ დასახიჩრებული სუსტი ზეციური ჩიტი მთელი სიცოცხლე გამართული დგას, თუნდ ცალ ფეხზე - მაშ, როგორ უნდა მოვიქცე საღმრთო ლიტურგიისას და ჩვენი უფლისა და ღმერთის ქების შესხმისას?

მამა გერასიმე, საკუთარი თავისადმი ფხიზელი და ყურადღებიანი, ღამით დასასვენებლად მთელ სამონაზვნო სამოსში გამოწყობილი წვებოდა.

შეურიგებელი მტერი იყო საკუთარი თავისა მამა იოსებ ისიქასტი. ის არ იზოგავდა თავს ღვაწლისას. ხშირად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, თანამოსაგრე მამა არსენთან ერთად, გამოვიდოდა თავისი კალივის ზამთრის ტყვეობიდან და ათონის მწვერვალზე ადიოდა. ზოგჯერ ისინი თავიანთი საყვარელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყდარში რჩებოდნენ მწვერვალის ქვემოთ. ჩანთით მომცრო ჭურჭელი დაჰქონდათ, რომელშიც თოვლს ადნობდნენ. მასში ხარშავდნენ ბალახსა და ხახვს და ჭამდნენ. მწვერვალზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე, ხშირად ძლიერი ქარი იცის. ქარისგან თავის დასაცავად მღვიმეებსა და ნაპრალებში დაიფენდნენ წამოსასხამებს, რომელთაც ანაფორის ნაცვლად ატარებდნენ და იქ რჩებოდნენ. როგორც გვიყვებოდა მამა არსენი, ხშირად ისინი ებრძოდნენ ძილს და ფეხშიშველნი მეტანიებს აკეთებდნენ.

ერთხელ მამები წმინდა ლავრის ზემოთ, საყდარში შეჩერდნენ, სადაც მოღვაწეობდა გონებისმიერი ლოცვის დიდი მასწავლებელი, მადლის მქადაგებელი და ისიქასტების წინამბრძოლი წმინდა გრიგოლ პალამა. ღამით, როცა ისინი ლოცულობდნენ, დემონებმა ხმაური ატეხეს, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ:

- შენ ჩვენ მოგვწვი, შენ ჩვენ მოგვწვი, წადით აქიდან!

ამჯერად მათი ხმა მამა არსენმაც გაიგონა.

- ასე რატომ ყვირიან? ეს რა არის? - იკითხა დამახასიათებელი უბრალოებით.

- ეს ბოროტი სულებია, - უპასუხა მამა იოსებმა, - მე არა მარტო მესმის, ვხედავ კიდეც. დამშვიდდი, ისინი წავლენ. მათ არ მოსწონთ, ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ...

წმინდა ანას სკიტის წმინდა სამების კალივის ქვემოთ, წმინდა დიმიტრის კალივაში წმინდა გრიგოლის სავანიდან მოვიდა მამა ბენიამინი და აქ დაყუდებული მოღვაწეობდა, აღასრულებდა თავის ასკეტურ ღვაწლს.

მამა ბენიამინი ჯანმაგარი კაცი იყო. ღამისთევის ლოცვისას რომ არ ჩასძინებოდა, თავის მოსასხამს წყალში ასველებდა, გაუწურავად იცვამდა. ჟამნებსა და ლიტურგიაზე გაუნძრევლად იდგა, სასანთლესავით. არც პირს იბანდა, არც ხელებს. მამა ბენიამინი სამუშაოდ პირველი მირბოდა და ყველაზე მძიმე ტვირთს იღებდა. ხშირად პურიც არ ჰქონდა. სიხარულით ავსებული ზეკაცობრივ ღვაწლს ეწეოდა.

აქვე წმინდა ანას სკიტში მრავალი დიდ პატივს მიაგებდა აწ გარდაცვლილ მამა მინას და მასთან სააღსარებოდ მიდიოდნენ. მათ შორის იყო მონაზონი, დიდსქემოსანი მამა ანთიმოზი. მას ერში ცხოვრებისას მუდმივად უხდებოდა გავლა თურქულ დასახლებაზე, სადაც სამჯერ სხვადასხვა დროს წინადაცვითეს. მამა მინა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, - რა ეპიტიმია შეიძლება დაედო მისთვის და მხოლოდ ამას ეუბნებოდა: "მოთმინებით დარჩი შენს ადგილას და წმინდა ანა დაგეხმარება ცხონებაში".

ანთიმოზმა დაუჯერა ბერდიდს, მაგრამ ეშმაკმა შურის გამო მასზე საშინელი ხორციელი ბრძოლა აღძრა, შეახსენებდა ერისკაცულ სიამოვნებას. ის ტიროდა, შესთხოვდა მამა მინას, შეევედრე წმინდა მინას, მომაშოროს ეს ბრძოლაო. მერე საკუთარ თავს ეპიტიმია დაადო, ას ოყიანი (ანუ 128 კგ-იანი) კასრები ნავმისადგომიდან სკიტში ამოჰქონდა. გზაში მხოლოდ ორი წუთი ისვენებდა, ღირსი ათანასეს ჯვართან, ტირილით შესთხოვდა წმინდანს, აეცილებინა მისთვის ბოროტის მხურვალე ისრები, მერე კი გზას გააგრძელებდა!

ყოვლადსახიერმა ღმერთმა დაინახა ამ ძმის შრომა, მართლმადიდებელ რწმენაში წრფელი მოქცევა, წმინდა აღსარება, ღირსყო, იგი ჭეშმარიტი სინანულის საზომს მიეღწია და ასე მცირე დროის მერე განმზადებული წასულიყო ზეციურ სასუფეველში. როცა მამა მინა იხსენებდა მას, ამბობდა: "დიდება შენდა, ღმერთო, რომ მან თავისი გზა აღსარებით და სინანულით დაამთავრა".

კერასიაში გავიცანით მეტად პატივსაცემი მოძღვარი იეროთეოსი, მემკვიდრე ჰაჯი-გიორგი მმარხველისა. ის გვიყვებოდა, რომ შემორჩენილია ჰაჯი-გიორგის ეპისტოლე ქიოსის ეპისკოპოსის მიმართ მის საძმოში მოთმინებასა და მარხვაზე. ამ ეპისტოლეში დიდებული მოსაგრე ამტკიცებს, რომ არ არღვევს წმინდა კანონებს, შაბათს, კვირას და თვით აღდგომის დღესაც მარხულობს.

ამონარიდი ჩემი დღურიდან:

1968 წლის 5 ოქტომბერი. დილით წმინდა ანას სკიტიდან გამოვედი კარულელი მოსაგრე მამა გაბრიელის მოსანახულებლად - ორი თვეა, საწოლიდან ვერ დგება. მისი კალივა კარულში კიდია, ვითარცა ჩაუქრობელი კანდელი - ერმოსში (ასე ჰქვია ბერძნულად ათონის უდაბნოს) - მთაწმინდის საკურთხეველში.

ფრთხილად გავიარე პირველი კარი. მცირე აივნის ქვეშ უფსკრულია. ლოცვით გავაღე მეორე კარი. "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა" - და შევედი. იქ უკვე აღარ დამხვდა ძველი მამა გაბრიელი, სხარტი, მშრომელი მონაზონი, რკინასავით ჯანმრთელი, რომელიც ღამღამობით ქვიშას ეზიდებოდა უდაბნოს ბილიკების შესაკეთებლად. ბერი წელს ქვევით თითქმის პარალიზებული იყო და შეუჩერებლად კვნესოდა.

როცა დამინახა, თავს ძალა დაატანა და პასუხად თხოვნაზე, რაიმე სულისთვის მარგებელი ეთქვა, ესღა მითხრა: - მე ახლა მტკივა, რა უნდა გითხრა, ჩემო მამაო?

- ნუ წვალობ, მამაო. მე შენი მესმის. მოვედი, რათა ჩემთვის ილოცო და დამპირდე, რომ თუ კადნიერებას მოიპოვებ ღვთის წინაშე, მე არ დამივიწყებ.

- მე - კადნიერება? მე - უწმინდური გაბრიელი?

ის ჩონჩხივით გამხმარი იყო, თუმცა არ თანხმდებოდა, მოსაძლიერებლად ზეთიანი საჭმელი შეეჭამა. თეფშზე დალაგებული მოხარშული კარტოფილიც დავინახე, რომელიც მისთვის მეზობელ მამებს მოეტანათ. მან კი თეფში... არაწმინდების ჭურჭელზე დადო. მინდოდა ამეღო.

- იყოს მანდ, - მითხრა ბრძანებით.

ეტყობა, უდაბნოს ეს ფილოსოფოსი ყოველთვის მოაკლებდა საკუთარ თავს სიამოვნებას, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა, კვირაში სამ-ოთხჯერ ზიარებულიყო.

გავბედე, მისთვის მეთქვა.

- ერთი ნემსი შეგიმსუბუქებდა ტკივილს.

- ნემსი? - მკითხა და მკაცრად შემომხედა.

ის არასოდეს იყენებდა წამლებს.

- მე სიკვდილის ჟამს ველოდები...

- კარგი, მოთმინება მოგცეს, მამაო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, - ვუსურვე.

აღელვებულმა ავიღე მისგან კურთხევა და გზაში ვევედრებოდი ღმერთს გმირი მოსაგრის, მამა გაბრიელისთვის...

კოსტამონიტის მონასტრის სათნო მონაზონი მამა ნიკანდრე უარობდა, ხელმძღვანელი გამხდარიყო, იმდაბლებდა თავს და ხელისუფლებას გაურბოდა. როცა ის ჯერ კიდევ ერისკაცი მთაწმინდაზე მოვიდა, ბევრი ფული ჰქონდა, რომელიც მისთვის დიდი საცდური იყო. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა მთელი ფული დაარიგა. მამა ნიკანდრე საკუთარ თავს აიძულებდა სიკეთის ქმნას. უკვე ასაკოვანი, საავადმყოფოსა და სამზარეულოში ბეჯითად მსახურობდა.

წმინდა ანტონის კათიზმაში ავადმყოფი და ძალზე მოხუცებული, წამოწოლილი, სქელ საბანში გახვეული, მწუხრს კითხულობდა. ღამღამობით გრძნობდა, თუ როგორ ეხებოდა წელზე მფარველი ანგელოზი, გააძლიერებდა და ლოცვისთვის აღძრავდა, ეუბნებოდა: "ადექი, შეასრულე შენი კანონი".

ერთი თანამედროვე კაფსალელი მეუდაბნოე მამა მელეტი, რომელიც დიდებული მოსაგრის, ღირსსახსოვარი მამა ტიხონის მოწაფე იყო, ჰყვებოდა:

- ბერი ვირთევზისა და ქაშაყის ფხების გადაყრის ნებას არ გვაძლევდა. მათ ის ხელმწორედ ხარშავდა და წვნიანს აკეთებდა.

მამა ქრისანთე ადრე ცოლიანი იყო. მოღვაწეობდა ახალ სკიტში და 96 წლამდე მიაღწია. დიდი თავშეკავებით გამოირჩეოდა. მხოლოდ საღამოს სვამდა ფორთოხლის წვენს ორცხობილასთან ერთად. იშვიათად დალევდა შუადღისას პიტნის ნახარშს.

მამა თეოფილე ლავრელი დღეში ერთხელ ჭამდა. მხოლოდ შაბათ-კვირას - ზეთიან კერძს. მამა პავლე ლავრელი, ექიმი, ასკეტური მოსაზრებით წყალს კოვზით სვამდა.

მამა თეოფილე ლავრელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოუდრეკელი მმარხველი იყო. როცა ავად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა, ოთხშაბათ-პარასკევს სახსნილოს ჭამა არ მოისურვა. იძულებული გახდნენ, უკან მონასტერში გაეგზავნათ. ბერისთვის ზეთისცხების საიდუმლო აღავლინეს, ის მოკეთდა და კიდევ ათი წელი იცოცხლა.

რუმინელი ასკეტი ენუქი უბრალო და მუდამ მხიარული იყო. თავისი გუდით თუნუქის ნაჭერს ატარებდა, როცა მონასტერში შედიოდა, ევლოგიად ცოტაოდენ საჭმელს ითხოვდა და ამ თუნუქზე აწყობდა, როგორც თეფშზე.

- ეჰ, მამაო, - ეუბნებოდა საკუთარ თავს, - ჭამე საჭმელი. არის საკვები? თუ არის - კარგია, თუ არა - უკეთესი!

წინადაცვეთის კელიელი მამა პანტელეიმონი, კარიესელი წმინდა მოძღვარი, არასოდეს იძინებდა წინა ღამეს, როცა ლიტურგია უნდა აღევლინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat