ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება
ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება
ერთ მონასტერში მონაზონი ასე ევედრებოდა უფალს: "ღმერთო, არა მაქვს შენი შიში, გამომიგზავნე მძიმე სნეულება, რომ ამგვარად მოვიდეს გონს სული ჩემი. აქ მაწამე, ღმერთო, რომ იქ შემიწყალო..." ამგვარად ლოცულობდა მთელი წელი, ლოცულობდა მდაბალი და შემუსვრილი გულით, მკაცრი მარხვით. მუდმივად კი ფიქრი უტრიალებდა: ნეტავ რას ნიშნავს უფლის ნათქვამი: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი, რამეთუ ისინი ნუგეშინისცემულ იქნენ"? ერთხელაც, როცა ბერი მიწაზე იჯდა და ტიროდა, ჩათვლიმა. გამოეცხადა მას ქრისტე, მოწყალედ შეხედა და ჰკითხა: "რა მოგივიდა, რატომ ტირი?" "უფალო, დავეცი!" - შესტირა ბერმა. "წამოდექ". "ვერ შევძლებ წამოდგომას, თუ შენ ხელს არ მომცემ და წამომაყენებ!" უფალმა წამოაყენა და მშვიდად ჰკითხა: "რატომ ტირი, რაზე ჯავრობ?" ძმამ უპასუხა: "უფალო, როგორ არ ვიტირო და ვიჯავრო, როცა ასე განგარისხე!" მაშინ უფალმა ხელისგული გულზე დაადო, მოუთათუნა და უთხრა: "ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება, მე უკვე აღარ დაგსჯი, რადგან შენ თვითონ დაისაჯე თავი და ყოველი მონანული სულისთვის დავღვარე და დავღვრი ჩემს სისხლს". გონს მოვიდა ძმა და გამოუთქმელი სიხარული იგრძნო და ეუწყა, რომ ღმერთმა მასზე წყალობა მოიღო. მთელი სიცოცხლე დიდ თავმდაბლობასა და ღვთის დიდებაში გაატარა.

* * *
მონაზონი გიორგი დაყუდებული (+1836, სტრატონიკი) ამბობდა: "თუ ჩვენ ღვთის გულისთვის და ღვთის სადიდებლად განვიზრახავთ და ვაკეთებთ, მაშინ ამას სასოწარკვეთამდე არ მივყავართ, არამედ გამოუთქმელი სიხარულით აღგვავსებს, გახარებული გული და გრძნობები ტკბილად ჩაეშვებიან უზომო სიმშვიდეში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.05.2020
წმიდა შიოს ლოცვითა და მადლით დაარსებული შიომღვიმედ წოდებული მონასტერი თხუთმეტი საუკუნეა დიდ მცველად ეგულება ქართველთა მოდგმას
26.03.2020
- რაც უფრო მეტად მლოცველია ადამიანი მასზე მეტი ბრძოლაა?
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის
21.11.2019
მონაზონი მარიამი იხსენებს:

„მე მაშინ 27 წლის ვიქნებოდი, მამა გაბრიელი კი 27-30 წლისა, დავდიოდით დანგრეულ ეკლესიებში,
02.09.2019
ბერი იოსები გვარიგებდა: "ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება,
02.08.2019
არქიმანდრიტი ფოკას (მარკოზია) მოგონებებიდან

ფოკის მონასტერში მოღვაწეობის
23.06.2019
მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში
28.05.2019
ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
15.05.2019
წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა
25.03.2019
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მიუხედავად მრავალი დამცირებისა, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანას მოჰფინეს
წმინდა მახარებელი ლუკა თორმეტი მოციქულის გამორჩევის ამბის თხრობისას ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთის მიმართ თხოვნა-ვედრებაში