სამი წლის ათანასე, ლამაზი და ჯანმრთელი ბიჭი, თავისი დედიკოს, სოფიოს ერთადერთი ნუგეში იყო, მას მერე, რაც ქმარმა მიატოვა. ორი დღეა, ბავშვი მკვდარი წევს კუბოში.
დედა უცქერის მის გათეთრებულ სახეს და თვალებს არ უჯერებს. ეფერება გაცივებულ ხელზე, მერე იღებს მის გაქვავებულ თითებს და გულიდან აღმოხდება სულისგამყინავი ყვირილი: "დედაო ჩემო ღვთისმშობელო, როგორ დავიჯერო ეს?!" გონს გადასული ქალი იმტვრევს ხელებს და ფიქრებით სხვა სამყაროში გადადის. ქალი უამრავ ხალხს ხედავს, მათ შორის განარჩევს თავის გარდაცვლილ მშობლებს, რომლებსაც ხელთ მისი საბრალო ბავშვი უპყრიათ. სოფიო ცდილობს, მათ შვილი წაართვას, მაგრამ ამაოდ. გონს მოსული კვლავ სასტიკ რეალობას ხედავს. "დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, - ევედრება ქალი, - დამიბრუნე ჩემი ვაჟი! მუხლმოყრილი გევედრები შენი ხატის წინაშე" (ტინოსის ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობდა). ღამის სიბნელე განთიადმა შეცვალა და ამ დროს დაუჯერებელი რამ მოხდა: მკვდარ ბავშვს ტუჩები შეუვარდისფრდა. უსიცოცხლო სხეულმა ამოისუნთქა. დედა დაჟინებით დააკვირდა, ხომ არ მეჩვენებაო. ბოლო ეჭვი სუსტმა ხმამ გაუქარწყლა. სასწაული მოხდა! გავიდა წლები, ახლა უკვე კუნძულ ევბეიდან კანადაში გადასახლებულმა, სამადლობელი წერილები გამოუგზავნა ტინოსის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი