ერთ შეძლებულ კონსტანტინოპოლელს რაღაც უცხო სნება შეეყარა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. სნეულმა ოცდაათი ლიტრი ოქრო მოწყალებად გასცა.
შეიწყნარა უფალმა მისი საქმე და კაცი გამოჯანმრთელდა. როცა თავი კარგად იგრძნო, იფიქრა, რა ტყუილად გავეცი ეს ფულიო და სინანულმა შეიპყრო. ერთხელ ნაცნობს (ისიც მასავით მდიდარი იყო, მაგრამ სულით გლახაკი) გაუმხილა თავისი შეცდომა. "ნუ, ძმაო, ნუ აჰყვები ბოროტ აზრებს, რათა ღმერთი არ განარისხო, - უთხრა მოყვასმა, - მან ხომ სწორედ მაგ მოწყალების გამო წამოგაყენა ფეხზეო". მაგრამ ხარბმა მდიდარმა არც კი მოუსმინა და უფრო მეტად დაიწყო დრტვინვა. "რაკი ჩემს სიტყვას არ ისმენ, მაშ, ერთი რამე მაინც დამიჯერე: წავიდეთ ეკლესიაში, ხატის წინაშე დაიფიცე: "მე არა ვარ ამის გამცემი, არამედ ეს არის", - და მოგცემ ოცდაათ ლიტრ ოქროს", - სთხოვა მეგობარმა. ანგარებით შეპყრობილი ასეც მოიქცა, მიიღო თავისი ოქრო და უკან გამობრუნდა, მაგრამ ტაძრის კართან მივიდა თუ არა, დაეცა და სული განუტევა. ამ ამბის მხილველნი ძრწოლამ შეიპყრო, გარდაცვლილის მონებმა კი უთხრეს მის მეგობარს: "მიიღე, ბატონო, შენი ოქრო - ჩვენი პატრონი მოკვდა!" "ღმერთმა ფიქრითაც კი მაშოროს ეგ საქმე! - მიუგო მან, - ეს ჩემ მიერ გაცემული მოწყალებაა. თუ მაგისგან სარგებელი გინდათ, ეგ ოქროც მოწყალებად გაეცით. ღმერთი კაცთმოყვარეა, შეიწყნარებს მოწყალების გამღებს და განწმენდს ცოდვისაგან, რამეთუ თვითონვე ამბობს: "მიეცით მოწყალება და აჰა, თქვენი ყოველივე წმინდა არს".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი