ცოდვილი კაცი ვარ და მეტი არაფერი ვიცი
ცოდვილი კაცი ვარ და მეტი არაფერი ვიცი
მღვდელმონაზონი ანტონი (მთაწმინდელი) დაფარული ბულგარელი მამა (†1862)
(მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან)
ერთი რუსი მეუდაბნოე, სქემმონაზონი მაკარი, რომელიც კარასიის მღვიმეში ცხოვრობდა და 1888 წელს გარდაიცვალა, ჰყვებოდა: ლავრის მეტყევე, სქემმონაზონი მამა არსენი ბერად შედგომამდე 18 წელი სარდარების (მთაწმინდის ქრისტიანი მცველები) კაპიტანი იყო და ამდენსავე ხანს ცხვარს მწყემსავდა. მან ათონის ტყეების ყველა ბილიკი იცოდა. რაღაც ამბის შემდეგ ლავრაში დასახლდა და მეტყევის თანამდებობა მიიღო. მამა არსენი სავსებით შესაფერისი იყო თავისი საქმიანობისა.

მორჩილების აღსრულებისას ლავრის ტყეებში დაფარულად მცხოვრები განდეგილის ამბავი შეიტყო და შემთხვევით მოუყვა მამა მაკარის: 1861 წლის აღდგომის წინ მამა მაკარის მამა არსენიმ ჰკითხა: სააღდგომოოდ თუ გაქვს რამეო. არაფერი მაქვსო. მაშ, ამ დღეებში ლავრაში არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულიდან ხომალდი ჩამოდგება კვერცხით, ზეთით, ყველით და სხვა პროდუქტით სავსე, ჩადი და სანოვაგე მოიმარაგეო. მამა მაკარიმ დაიჩივლა, ფული არა მაქვსო. მამა არსენი დაჰპირდა, მე გადაგიხდიო. გაუდგნენ გზას. მამა მაკარიმ ჰკითხა: ამდენი ხანია მეტყევედ ხარ, ადრე სარდარი და მწყემსი იყავი, უეჭველად გეცოდინება ვინმე განდეგილი ბერი, დაფარულად რომ ცხოვრობსო. მამა არსენი დამუნჯდა, საიდუმლოს გამხელა არ სურდა და არც მეგობარი დიდბერის წყენინება უნდოდა. მაშინ მან უთხრა: - თუ შენზე აიღებ ფიცის ცოდვას, მაშინ გეტყვიო! - იგი დაჰპირდა, თუ ნახავდა დაფარულ მამას, პირველ რიგში ეტყოდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე და არა არსენი. მოლდავური სკიტიდან ლავრის ბილიკზე მეტყევემ გზიდან გადაუხვია და უსიერისკენ წაიყვანა, აუხსნა, თუ სად ცხოვრობდა ის მამა და როგორ უნდა ეპოვა. თუმცა ეეჭვებოდა, შესძლებს კი მამა მაკარი იმ უფსკრულში ჩასვლას, სადაც ბერი ცხოვრობსო. ამ საუბარში სწორედ იმ უფსკრულს მიუახლოვდნენ: ჩასასვლელი არ ჩანდა. კლდეები ქვემოთ სამ ნაწილად, ციცაბოდ ეშვებოდა, კუბოს მსგავსად. მამა არსენიმ - თუ შეგიძლია ჩასვლა, ჩაძვერი, ოღონდ, მოედნამდე რომ მიაღწევ, მარჯვნივ გაიხედე, კლდის ქვეშ იპოვი მის საცხოვრებელსო. მამა მაკარი დაეშვა. მერეღა მიხვდა, თუ რაოდენ ძნელია, იშვიათ უჭკნობ ყვავილთა მოსაგროვებლად ათონის მწვერვალის კლდეებზე ცოცვა. თავიდან ჩექმები უშლიდა ხელს, გაიხადა და ქვემოთ ჩაყარა; შემდეგ კაბითაც გაუჭირდა ჩასვლა, გაიხადა და ისიც ქვემოთ ჩააგდო. ძირს ჩასულმა თავისი ნივთები იქ ვეღარ იპოვა. მიმოიხედა და დიდბერის ქოხი შეამჩნია, რომლის პატრონიც გარეთ იჯდა. მან ადამიანის დანახვაზე ჯვარი გამოისახა, გადააფურთხა, სასწრაფოდ შიგნით შევიდა და კარი ჩაკეტა.

მამა არსენისაგან გაფრთხილებულმა, განდეგილმა ბერძნული, ბულგარული და რუსული ენების გარდა კიდევ თურქული და ფრანგული იცისო, ლოცვის წართქმა და კარებზე კაკუნი დაიწყო. განდეგილი დიდხანს არ პასუხობდა. მამა მაკარი მიხვდა, რომ მან იგი ეშმაკად მიიღო და არწმუნებდა, ქრისტიანი ვარ და მონაზონიო.

- რა გინდა? - ჰკითხა ბოლოს მონაზონმა წმინდა რუსული ენით.

- შენს სანახავად მოვედი!

- ვინ მოგიყვანა აქ, ღმერთმა თუ ეშმაკმა?

- ღმერთმა, - უპასუხა მამა მაკარიმ.

განდეგილი არ იღებდა დაუპატიჟებელ სტუმარს და სთხოვდა, წადი, შენთან არაფერი მესაქმებაო. მამა მაკარიმ - შენი კელიის წინ მოვკვდები და არ წავალო. ამასთან, არც სამოსი ჰქონდა და არც საჭმელი.

- რა შფოთიანი და ჯიუტი კაცი ხარ, - თქვა განდეგილმა.

მამა მაკარი დაჟინებით სთხოვდა კარის კაღებას.

- ჰო, ვიცი, ვინც გითხრა, - ჩაილაპარაკა დიდბერმა, - უვარგისი კაცია!

- ნუ გაკიცხავ მამაო, ის კი არა, მე ვარ დამნაშავე!

- წადი აქედან, წადი!

- არ წავალ, აღდგომამდე ვიჯდები შენს კართან, მოვკვდები და შენს უნახველად არ წავალ!

- წაიკითხე "გიხაროდენი", - უთხრა ბოლოს ბერმა და როცა მაკარიმ წაიკითხა, კარები გაუღო და უთხრა: - აბა, რა გინდა ჩემგან?

- მაკურთხე, მამაო, - უთხრა მამა მაკარიმ და დიდბერს ფეხებში ჩაუვარდა.

- ღმერთმა გაკურთხოს, - უპასუხა მან და ზღურბლზე ჩამოჯდა, ჩამოჯექიო, მიიპატიჟა მაკარიც. ერთ საათამდე დუმილში გაატარეს, არ წამომდგარან, მერე კი ბერმა უთხრა: - ახლა კი წადი, საიდანაც მოხვედი!

- მინდა ორიოდე სიტყვა მითხრა სულის სარგო, - შეევედრა მამა მაკარი.

- რა სიტყვა უნდა გითხრა? ცოდვილი კაცი ვარ და მეტი არაფერი ვიცი. ხომ ხედავ, გველივით სოროში ვემალები ადამიანებს.

- მაგრამ რაღაც ხომ მაინც იცი, შეიძლება სასიკეთოდ მექცეს, თუ მეტყვი.

ბერმა მამა მაკარის უბრალოება და სიჯიუტე, რომ დაინახა, ჰკითხა:

- სად ცხოვრობ? ვინ არის შენი მოძღვარი?

- კერასიაზე, მღვიმეში ვცხოვრობ და მამა ნიფონტ კავსოკალიველია ჩემი მოძღვარი.

- ხელსაქმე რა გაქვს?

- კოვზებს ვთლი.

- როგორებს?

- უბრალოსაც და "კურთხევითაც" - ზედ ამოკვეთილი მაკურთხეველი მარჯვენით.

- თუ გინდა, რომ დამიჯერო, კოვზებს "კურთხევით" ნუღარ გააკეთებ.

- რატომ? ასეთ კოვზებს კარგად იღებენ რუსიკსა და სერაეში.

- დაე, ისინი ასე მოიქცნენ, მაგრამ შენ ამას ნუ გააკეთებ.

- არ ვიცი, - თქვა ჩაფიქრებულმა მამა მაკარიმ, - აი, რუსიკში არის გამოცდილი მოძღვარი, მამა იერონიმე, ისიც კი იღებს "კურთხევიან" კოვზებს.

- მამა იერონიმე გამოცდილი მოძღვარია ძმების მართვისას, მაგრამ ფაქიზ საკითხებში ვერ ერკვევა. ამიტომაც ვერ ხვდება, რომ ასეთი კოვზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ისინი შეიძლება ურწმუნოების ანდა ერეტიკოსების ხელში მოხვდეს, რომელთაც შესაძლოა კურთხევის გამოსახულება შებილწონ. კოვზი არც მართლმადიდებლურ ოჯახში არ არის ჯვარი ან ხატი. შესაძლოა მამამ გასართობად მისცეს ბავშვს და მან ხუმრობით გათელოს ის სხვა არასაჭირო საგნებთან ერთად. ამ დროს კი კოვზზე ორი ჯვარია გამოსახული - ერთი ჯვარი კურთხევის სახითაა, მეორეს კი ტარზე გამოკვეთ ხოლმე. შესაბამისად, ორი ჯვარი გაითელება, ეს კი ცოდვაა!

მამა მაკარი დაჰპირდა, რომ ამიერიდან "კურთხევის" გარეშე გააკეთებდა კოვზებს. კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა ბერისთვის, მაგრამ არ იცოდა, როგორ ეკითხა. ბოლოს მაინც გაუბედა:

- სადაური ხარ, მამაო?

ბერმა თავი აარიდა პასუხს:

- მე ყველა ერის შვილი ვარ.

- შესაძლოა, რუსი ხარ.

- არა, ბულგარელი ვარ.

- რუსული ასე კარგად საიდან იცი?

- მორფინში რუს მოძღვართან, მღვდელმონაზონთან ვცხოვრობდი. კიდევ წმინდა ანას სკიტში, ასევე კავსოკალივასა და პროვატში - მოკლედ, სხვადასხვა ადგილი მოვიარე, ბოლოს კი უფალმა ეს ადგილი განმიცხადა და თექვსმეტი წელია, აქ ვცხოვრობ.

- ყველა იმ ადგილას რამდენი წელი იცხოვრე?

- ვფიქრობ, ოთხმოც წელზე მეტხანს. რაც ათონზე ჩამოვედი, ერში აღარ გავსულვარ.

- რამდენი წლის ხარ?

- 118-ის.

- როგორ ირჩენ თავს, საიდან იღებ ტანსაცმელსა და სხვა რამეს?

- მე კიდევ ცოცხალი მყავს თანამოძმე (მასთან ერთად მონაზვნად აღკვეცილი), რომელიც ერთ-ერთ კუნძულზე იღუმენია და მას სამ თვეში ერთხელ ჩემთან ყველაფერი მოაქვს ნავით.

დასასრულ, მამა მაკარიმ ჰკითხა, იმის ნებას თუ მისცემდა, მასთან ოდესმე მისულიყო. მან უპასუხა, - რომც მოისურვო, მაინც ვერ მოხვდები ჩემთანო. ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ცოტა ხნის მერე ცდუნებამ სძლია და ბერის სანახავად კვლავ წავიდა. უსიერში ტანსაცმელი დაიხია, ფეხსაცმელებიც გასძვრა, მაგრამ იმ ადგილს მაინც ვერ მიაგნო. ერთი წლის მერე მასთან მისულ მამა არსენის სთხოვა იმ ადგილას წაყვანა. მან თხოვნა შეუსრულა. მამა მაკარი კვლავ გაჭირვებით ჩაეშვა დიდბერის ქოხამდე, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. ახალთახალ საფლავზე დადგმული ჯვარი მის გარდაცვალებას მოწმობდა, დაკრძალვით კი ალბათ თანამოძმე იღუმენმა დაკრძალა. დადარდიანდა იმის გამო, რომ დიდბერს ცოცხალს ვეღარ მოუსწრო, მერე კი ზღვისკენ წავიდა, სადაც ჩაედინებოდა ბერის ქოხთან ამოხეთქილი ნაკადული. ქოხიდან ზღვამდე ძნელი არ იყო ჩასვლა. ნაკადულის ზღვასთან შესართავად აღმართული იყო თეთრი ჯვარი, რომელიც კუნძულიდან ბერთან მოსასვლელის მანიშნებელი იყო იღუმენისთვის.

მის გარდა მამა არსენი ასევე იცნობდა სამ დაფარულ მამას, მაგრამ მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეხვეწებოდნენ და არწმუნებდნენ.

არიან ისეთი დაფარული მამები, ვის შესახებაც ყველაზე ერთგული ადამიანების გარდა არავინ არაფერი იცის. თურქების წასვლიდან ხუთი წლის მერე (დაახლოებით 1835 წელს) სარდარები გარეულ თხებზე ნადირობდნენ ათონის მწვერვალის ძირში. ერთხელ, განთიადისას, ჭორომზე გასვლისას, გადააწყდნენ ერთ შიშველ მამას, რომელიც შორიდან შეუმჩნეველ მღვიმესთან იჯდა. გაოცებულებმა საუბარი გაუბეს ბერს:

- მაკურთხე, მამაო.

- ღმერთმა გაკურთხოს.

- როგორ ხარ?

- ვმადლობ ღმერთს, - უპასუხა ბერმა და ჰკითხა: - რა ხდება მთაწმინდაზე?

- სიშვიდეა თურქების განდევნის მერე.

- რომელი თურქების? - იკითხა ბერმა.

- რომლებიც ბერძნების აჯანყების შემდეგ ცხოვრობდნენ.

- რომელი აჯანყების?

- განა არ იცით, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ათი წელი საკუთარ სისხლს ვღვრიდით თურქების უღლის გადასაგდებად?

- არა, არ ვიცოდი. ჩვენ აქ შვიდნი ვართ, არსად დავდიოდით და ამიტომაც არ ვიცით არაფერი.

- გვაკურთხე, მამაო! - უთხრეს სარდარებმა და თავიანთი საქმე გააგრძელეს.

შემდეგ, როცა წმინდა ანას სკიტში მივიდნენ, იქაურ მამებს უამბეს ნანახზე. მაშინ შეიკრიბნენ მამები, დაივიწყეს მათ თავიანთი სიბერე და უძლურება, აიწიეს მანტიის კალთები და გაიქცნენ დიდბერის საპოვნელად. ვერ იპოვეს ისევე, როგორც ვერ ნახეს ის ექვსი მამაც, რომელიც ბერმა ახსენა.

ამბობენ, რომ ისინი სწორედ ის შვიდი დაფარული მამაა, რომელთაც აზიარებდა ცნობილი მოძღვარი მამა ქრისტეფორე იანოკუპოლელი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat