29.03.2012
ორი ძმა ერთმანეთს მტრობდა. ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, დიდხანს აწამეს და ციხეში ჩასვეს.
ერთმა უთხრა მეორეს: "ძმაო! ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და არ ვმრისხანებდეთ, რადგან ხვალ უნდა მოვკვდეთ და წარვდგეთ ღვთის წინაშე". მაგრამ მან უარი თქვა შერიგებაზე. მეორე დღეს გამოიყვანეს დასასჯელად. შერიგების მოსურნე ძმას პირველს მოაჭრეს თავი და რწმენით სავსე წავიდა უფალთან. მეორემ კი, რომელსაც შერიგება არ სურდა, ქრისტე უარყო. ჯალათმა ჰკითხა: "რატომ გუშინ არ უარყავი ქრისტე, ვიდრე გაწამებდიო?" უპასუხა: "მე დავარღვიე ღვთის მცნება, არ შევურიგდი ძმას, რისთვისაც ღმერთმა დამტოვა და თავის შეწევნას მომაკლო, რის გამოც ვუარვყავი ქრისტე".