შეიყვარე იგი, რომელმაც შენ შეგიყვარა
შეიყვარე იგი, რომელმაც შენ შეგიყვარა
სიტყვა მოსაგრეობაზე. წმინდა ბასილის სკიტში, კესარიონის გვერდით, ცხოვრობდა მამა თეოფილაქტე, მტკიცე ანდამატი ასკეზისა და ჭირთდათმენისა. მას ორი მოწაფე ჰყავდა. ხშირად განმარტოვდებოდა ერთ-ერთ მღვიმეში და მთელი ღამე ფხიზლობდა. ერთხელ ძალზე დიდი თოვლი მოვიდა და ირგვლივ ყველაფერი დაფარა. მოწაფეებმა დილით თოვლში ბილიკები გააკეთეს და მოძღვრის ძებნა დაიწყეს. დიდხანს ეძებეს და შორს, ერთ-ერთ კლდეზე, ჩრდილი შენიშნეს. მიუახლოვდნენ - მათი მოძღვარი იყო. იფიქრეს, ალბათ მოკვდაო. ახლოს მივიდნენ. მოსაგრე გაინძრა. ცოცხალი ყოფილაო, - გაუხარდათ. ხელით შეეხნენ. მისი სხეული ისე თბილი იყო, თითქოს ცეცხლთან იწვა, მის გარშემო კი თოვლი გამდნარიყო!

ეს წმინდა ასკეტი ერთხელ დემონებმა შეიპყრეს და წმინდა ბასილის სკიტიდან კარულში გადაიყვანეს.

* საკვირველ ისიქასტს, ბარნაბას, საკუთარი არც ოთახი ჰქონდა და არც სხვა რაიმე. უფრო ხშირად ის სადმე არქონდარიკის კუთხეში ათენებდა ღამეს.

* წმინდა დიონისეს მონასტერთან, რომელიც იმარხავს პირველყოფილ ასკეტურობას, ათონის წეს-ჩვეულებებსა და მონაზვნურ ტრადიციებს, ბევრი რამ გვაკავშირებს: ნაცნობობა პატივცემული ბრძენი იღუმენის, მამა გაბრიელისა, რომელიც ჩვენი მრჩეველი იყო, პატივისცემა გულმოდგინე მკვლევრისა და მრავალნაყოფიერი მწერლის - მამა თეოკლიტე დიონისიატელისა, ხსოვნა საკვირველი პიროვნების, მამა ლაზარესი.

სულიერი სიკეთისათვის მამა ლაზარესთან მისულნი, მისგან სულიერი ნაყოფით აღვსებულნი გამოვდიოდით, თითქოსდა მონაზვნური გამცდილების ვენახის სავსე მტევნებით დატვირთულნი.

წმინდა იღუმენმა გაბრიელმა მოგვაწოდა ლაკონიური ბიოგრაფიული ცნობა, რომელიც ასახავს ამ დიდებული ასკეტის, ლაზარე კინოვიელის ცხოვრებას:

"მამა ლაზარე სოფელ მელივია ჰომადან იყო, აგია ლარისადან. დაიბადა 1892 წელს, მთაწმინდაზე მოვიდა 1916 წელს და მორჩილებას ეწეოდა, ათი წელი კანონარქი იყო, კიდევ ოცდაათი წელი - ხელმძღვანელი. ერში საშუალო სკოლის დამთავრების მერე მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე მდივანი იყო აგია ლარისაზე, ქალაქ დოტიის ჰომაში (ჰომა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საბერძნეთში). ოცი წლისა ამერიკაში გაემგზავრა, იქიდან ოთხი წლის მერე ათონზე ჩამოვიდა და 1917 წელს მონაზვნად აღიკვეცა.

მამა ლაზარე ძალზე ღვთისმოშიში, უაღრესად პატიოსანი ასკეტი იყო. იგი მოშურნე გახლდათ კინოვიური ტიპიკონისა და ზრუნავდა, რომ რეგულარულად, მონასტრული წესისამებრ, კვირაში ერთხელ ზიარებოდა წმინდა საიდუმლოებას. სამი წლის მანძილზე უკიდურესი მარხვით წმინდა ნიფონის კათიზმაში ცხოვრობდა. 1965 წლამდეც კი მონასტერში დიდმარხვის პირველ კვირას, ორშაბათ-სამშაბათს არაფერს ჭამდა, მამებთან ერთად ეზიარებოდა ოთხშაბათს, პირველშეწირულის წირვაზე, შემდეგ იტრაპეზებდა და შაბათამდე არაფერს ჭამდა.

საავადმყოფოში მამა ლაზარე სულისა და სხეულის ექიმი იყო, ძმური სიყვარულით მოძღვრავდა სნეულებს, თუ რა არის აუცილებელი ამ სოფლიდან განსვლისათვის სულიერად მოსამზადებლად. ქრისტეშობის საღამოს ცალ მხარეს დამბლა დაეცა. სამი დღეღა იცოცხლა. ყოველდღე აზიარებდნენ, ზეთის კურთხევის საიდუმლოც აღუსრულეს. მესამე დღეს კომაში ჩავარდა და მზის ჩასვლისას მიიცვალა. ის მთელმა საძმომ დაიტირა. მისი ხსოვნა მონასტერში დღემდე უცვალებლადაა შემონახული.

* წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი არა მხოლოდ ასწავლიდა მოსაგრეობას, არამედ პრაქტიკულადაც მისდევდა ასკეზს, მარხვას, შეჭირვების დათმენას და კურთხეულ სიგლახაკეს, რომელიც მონაზვნური ცხოვრების მშვენება გახლავთ. სახარების სიტყვისაებრ, იგი ასწავლიდა და მოიმოქმედებდა, ამიტომაც დიდი გახდა ცათა სასუფეველში. აი, რას ამბობს მასზე ცხოვრების აღმწერელი: "მან მონასტერში ერთ წლამდე გაატარა. დაყუდების სიყვარულმა კვლავ გამოიყვანა იქიდან, წმინდა ბასილის სკიტის მოპირდაპირე მხარეს კალივა იყიდა, იქ განმარტოვდა და ჩვენგან მხოლოდ პურს იღებდა. მისი საჭმელი წყალში მოხარშული, ზოგჯერ ჩაფლავებული ბრინჯი გახლდათ, მაგრამ უფრო ხშირად - ზეთისხილი და დამბალი ცერცვი იყო..."

* ყუთლუმუშის სკიტში წმინდა იოანიკე დიდის პატივსაცემად აშენებული კალივაა, ამჟამად ნახევრად დანგრეულია. ოდესღაც აქ ექვსი მამის საძმო ცხოვრობდა ძალზე მკაცრ მოძღვართან ერთად. ორი ოთახი და მცირე ეკლესია ჰქონდათ. მონათაგან არავის ჰქონდა თავისი ოთახი. სამუშაოთი გადაღლილნი ღამე ყველანი ისვენებდნენ - მცირე ხნით თვალებს დახუჭავდნენ, ეკლესიის პატარა სტასიდიებზე ისხდნენ! როგორი მკაცრი ცხოვრებაა, როგორი საოცარი ღვაწლია!

* ადრე მამები სამშენებლო მასალებისა და საგნების გადასატანად გამწევ ცხოველებს არ იყენებდნენ. ყველაფერი თავიანთი მხრებით გადაჰქონდათ სკიტების თავბრუდამხვევ ბილიკებზე. ერთხელ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მამა ა-მ კავსოკალივის არსანიდან (მცირე ნავმისადგომი) თავის სახლში გათენებამდე ზურგით ერთი ტონა ყურძენი აიტანა. სხვამ კი მშენებლობისთვის ნახევარი ტონა ქვიშა აიტანა.

ორმოცდაორჯერ ავიდა ეს მამა ათონის მწვერვალზე, უფრო ხშირად ის უფალს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მშენებლობაში ეხმარებოდა - ზოგჯერ ღამისთევის ლოცვაში მონაწილეობდა, რომელიც იქ 6 აგვისტოს (ძვ.სტ.) აღესრულება.

ხშირად მას ხელებზე ჩიტები ასხდებოდნენ, რომელთაც კვებავდა თავის მოვლილ ბაღში.

* სამოცდაათი წლის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობდა წირვას ღირსსახსოვარი მამა ა. ლავრიოტი. ხშირი მუხლისდრეკისაგან მუხლები დაუკოჟრდა. თავისი სიკვდილი მაშინ იწინასწარმეტყველა, როცა ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა სნეულების ნიშნებს. უკანასკნელად აკურთხა ტრაპეზი, დაემშვიდობა მამებსა და ძმებს და წარვიდა უფლის მიმართ.

* წმინდა ანელი დაუვიწყარი მამა ქ-ე გვიყვებოდა: ჩვენი მამები ძველ სამოსსა და ღორის ტყავის ქალმნებს იცვამდნენ. ზოგიერთ მათგანს სამღვდელო ხარისხი ჰქონდა და ფეხშიშველი მსახურობდა კირიაკონის მარმარილოზე მდგარი. შეგეძლოთ გენახათ კვიპაროსივით მაღალი კაცები, რომელთაც თვალები ცრემლით ჰქონდათ ავსებული და სულით ზეცად აღტაცებულნი ვერ გრძნობდნენ ძლიერ სიცივეს! როცა ღამისთევის ლოცვა დასრულდებოდა, სტასიდიებზე ჩვენი მამების ცრემლიღა რჩებოდა.

* ქსენოფონტეს მონასტრელი ღირსსახსოვარი მამა ვარლამი, რომელიც ასი წლისა იყო, ზამთრში არასოდეს აანთებდა ღუმელს თავის კელიაში. ყოველდღიურად რვა საათი მუხლმოდრეკილი იდგა.

საწოლად ჰქონდა უბრალო ქვეშაგები. არასოდეს უხილავს თავისი სახე სარკეში, ერთხელ ფოტო გადაუღეს სკვნილით ხელში, მერე აჩვენეს. იკითხა: "ვინ არის ეს კაცი, ჩემი სკვნილი რომ აუღიაო?"

* რა ვთქვათ მოსაგრე ქრისოგენეზე, მის ვნებათა შემმუსვრელ მარხვასა და მოსაგრეობაზე? ეს კურთხეული კაცი ყუთლუმუშის მონასტერში, მუშებისთვის განკუთვნილ წმინდა მოციქულთა სახელობის ქოხში ცხოვრობდა, საჭმელად ჰქონდა შაქრიან წყალში ჩამბალი პური ან ორცხობილა. სამოსიც ღარიბული ეცვა. ძველ ტომრებს ნახვრეტებს უკეთებდა, ოთხ-ხუთ ცალს ჩამოიცვამდა და ბუხართან მჯდარი ასე ატარებდა ზამთარს. ის იყო ძალზე უბრალო და მშვიდი მონაზონი.

მის მსგავსადვე, ვიგლაზე სხვა ასკეტი თავის ცხოვრებას სიღარიბესა და ღვაწლში ატარებდა, უზრუნველად, ვითარცა ზეციური ფრინველი, რომელიც არცა თესავს და არცა მკის, ზეციური მამა კი კვებავს მას (შეადარე მათე 6,26). ჩვენ მისი სახელი არ ვიცით. უეკლესიო, დიდ შეჭირვებაში მომცრო კალივაში მყოფობდა. ღამის ლიტურგიებზე ახლოს მცხოვრებ მამებთან დადიოდა და თან დაჰქონდა ანთებული ზეთის ფანარი. მხოლოდ მაშინ, როცა ზეთი თავდებოდა, რუმინულ სკიტში ანდა დიდ ლავრაში მიდიოდა. მდუმარედ დგებოდა, მაგრამ მამები როცა დაინახავდნენ მის ფანარს, ზეთით უვსებდნენ და რაიმეს უწყალობებდნენ. თავის პატარა კალივაში უხორცოსავით ცხოვრობდა. როცა ლიტურგიაზე მიდიოდა, ტრაპეზზე მცირეოდენს დარცხვენით შეჭამდა და უკან მშვიდად და ლოცვით ბრუნდებოდა.

* ერთხელ ჩემს პატივცემულ და ღირსსახსოვარ მოძღვართან ასი წლის მამა აბიმელექი ვნახე, იგი წმინდა ნექტარიოსის თანამედროვე და მამა იოსებ მღვიმელის თანამოსაგრე იყო. ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში მისი სიმდაბლე და მშვიდი ხასიათი.

ის კუნძულ პაროსზე მდებარე ლონგობარდის მონასტრიდან მოვიდა და მოსაგრეობდა წმინდა ანას სკიტის სანაპიროზე, ერთ მღვიმეში 99 კრიტელი ღირსი მამის სახელზე ეკლესია მოაწყო. მერე კი უფრო მეტი ღვაწლისთვს წმინდა ბასილის უდაბნოს სკიტში გადავიდა კატუნაკის ზემოთ. ბოლოს კი ღვთისმშობლის მიძინების კალივაში დასახლდა, წმინდა ანას სკიტში, წმინდა დიონისესა და მიტროფანეს მღვიმის ზემოთ, სადაც აღსასრულამდე იღვწოდა (107 წლისა გარდაიცვალა). ბერი ითხოვდა, მისი სახელი ბერად აღკვეცისას არავისთვის ეწოდებინათ, რადგან მერე სეხნიას არ განედიდებინა იგი. როცა ეკითხებოდნენ, - რას შვრებიო, პასუხობდა, - გონებას ვიმარხავო, რაც მიუთითებდა მის მუდმივ გონებისმიერ მუშაკობაზე. მის მღვიმეს დღეს მაცივრად იყენებენ.

მაგალითი და ნიმუში მართლმადიდებელი მონაზვნური მოსაგრეობისა და ჩვენი დროის უდიდესი ისიქასტი, თანამოსაუბრე მამა საბასი, მამა კალენიკე დაყუდებულისა, მამა გერასიმესი და დანიელ სმირნელისა იყო ძალზე გონიერი, განმსჯელი მოძღვარი კატუნაკის უდაბნოსი, მამა ეგნატე, დაუბანელი, დაუვარცხნელი, ფეხშიშველი, ერთადერთი სამოსის მქონე, მდაბალი. იგი იყო მშვიდი ნავსაყუდელი მისი, ვინც შეუვრდებოდა ამ სახელგანთქმული მოძღვრის ოლარს.

იმ მცირეოდენი ზეთისხილის ხეების ზეთს, რომელიც ძმობას ჰქონდა, მამა ეგნატე თავისი ეკლესიის კანდელებისთვის ინახავდა. წლის დიდ ნაწილს უზეთო საჭმელს ჭამდნენ. კელიის სარკმლის დარაბებს ხურავდა და ამგვარად აგრძელებდა ღამის ლოცვის საათებს. მისი რბილი მოძღვრული მოპყრობის მიზანი იყო, მიმსვლელებში გაეღვიძებინა ღვთაებრივი სიყვარული ზეციური სასიძოსადმი. "შეიყვარე იგი, რომელმაც შენ შეგიყვარა", - ამბობდა იგი.

სიცოცხლის დასასრულს ბერი დაბრმავდა და თავი უფრო მეტად მიუძღვნა ლოცვას. ამბობენ, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში მის ბაგეთაგან კეთილსურნელება იფრქვეოდა, ნაწილთა აღმოყვანებისას კი (გარდაცვალებიდან მესამე წელს) მისი ძვლები კეთილსურნელებდნენო. ის მართლაც რომ ბიბლიური ხატი იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat