29.03.2012
ისააკ მონაზონი ჰყვებოდა: "ძმას წავეჩხუბე, მასზე ვბრაზობდი. ერთხელაც ვხელსაქმობდი და ჩვენი კამათი გამახსენდა, შევინანე და შემეშინდა, რომ პასუხი უნდა მეგო ღვთის წინაშე.
ვფიქრობდი, რა ვქნა-მეთქი. "შენ შესცოდე და ჯავრობ, მომენდე მე და მშვიდად იქნები". მივხვდი, რომ ეშმაკი იყო და ვუთხარი: "განმეშორე, რამეთუ ღვთისაგან არა ხარ". "მწყინს, რომ თავს იღუპავ, - მითხრა მან, - შენ მაინც ჩემი ხარ". "შენი არა, ეშმაკისა, არა ვარ, მე ღვთის ვარ". მან მითხრა: "ის, ვინც მრისხანებასა და ბოროტებას იმარხავს, ღმერთმა მე გადმომცა, შენ კი სამი კვირაა, რაც ძალზე მრისხანებ". "ცრუობ". "შენ მისთვის ავი გინდა და დაფარული ბოღმისთვის გეენიის ცეცხლი გელის. ასეთი ადამიანები კი მე მეკუთვნიან". მაშინვე წავედი ძმასთან და შევურიგდი. ეშმაკმა ვერ დაითმინა ეს და უკან კელიაში მობრუნებულმა ვიხილე, რომ დაეწვა ჩემი ხელსაქმე და ტყავი, რომელზეც ლოცვის დროს ვიჯექი ხოლმე".