სიყვარული აღმატებული ლოცვაა
სიყვარული აღმატებული ლოცვაა
არქიმანდრიტი ტიხონი. "დიდი არქიმანდრიტი"
დასასრული
ხელისუფლება მონასტრის გასანადგურებლად ნებისმიერ ხერხს ხმარობდა. ერთხელ, ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, მონასტერს ერთ დღეში ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს, მათ შორის საძოვარიც. საცოდავი პირუტყვი გომურში შეკეტეს...

იმ დღეებში, მოსკოვის განკარგულებით, საოლქო საბჭოს თანამშრომლებმა მოძმე კომუნისტური პარტიის წარმომადგენელთა დიდი დელეგაცია მოიყვანეს რუსული სიძველეების დასათვალიერებლად. თავიდან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ როცა "სხვადასხვა ხალხის შვილები" მოიხიბლნენ სიმშვიდითა და მონასტრის სილამაზით, ანაზდად ბღავილით შემოცვივდა თავისუფლებით გალაღებული მონასტრის ოცდაათი ძროხა და ხარი: მამა ავლიპმა დაგეგმილი ოპერაციის დაწყება ბრძანა. ძროხები ხალხს დაერივნენ, მერე ყვავილნარს ძოვა დაუწყეს. საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ენაზე ყვირილი ატეხეს. საოლქო საბჭოს მუშაკები მამა ავლიპს ეცნენ.

- ნუ გაყრით, - ამოიოხრა წინამძღვარმა, - პირუტყვი ცოდოა. ახლა სხვა საძოვარი აღარ გვაქვს და საქონლის მონასტრის ეზოში შემოყვანა გვიწევს.

იმ დღესვე დაუბრუნეს მონასტერს საძოვრები.

მამა ნათანაილი, როგორც ერთ-ერთ მძიმე განსაცდელს, იხსენებდა იმ დღეს, როცა მონასტერში მოიტანეს ბრძანება, რომელიც მღვიმეებში პანაშვიდების გადახდას კრძალავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მღვიმეში ვეღარ შევიდოდნენ, რასაც მონასტრის დახურვა მოჰყვებოდა. ბრძანებას ხელს ფსკოვის ეპისკოპოსი აწერდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მამა ავლიპი ძველებურად განაგრძობდა პანაშვიდების გადახდას.

ეს რომ შეიტყო ქალაქის ხელისუფლებამ, მონასტერს მოაშურა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა მამა ავლიპმა მღვდელმთავრისგან ხსენებული ბრძანება. მამა ავლიპმა დაუდასტურა.

- რატომ არ ასრულებთ?! - აღშფოთდნენ ჩინოსნები.

მამა ავლიპმა უპასუხა, - არ შევასრულე იმიტომ, რომ ის სუსტი სულის ადამიანისგან ზეწოლით მიღებულია. მე სუსტი სულის ადამიანებს არ ვუსმენ, მხოლოდ ძლიერებს ვუჯერებო.

პანაშვიდების გადახდა მღვიმეებში არ შეწყვეტილა.

ერთხელ მონასტრის დასაკეტად მორიგი სახელმწიფო კომისიის მოსვლის წინ არქიმანდრიტმა ავლიპმა ალაყაფის კარებზე განცხადება გამოაკრა - მონასტერში ჭირია გავრცელებული და კომისიას ვერ შემოვუშვებო. კომისიის ხელმძღვანელი იყო კულტურის საოლქო კომიტეტის მდივანი ანა მედვედევა. მამა ავლიპმა მას მიმართა:

- მე ჩემი სულელი მონაზვნები, მაპატიეთ და, არ მენანებიან, ვინაიდან ისინი მაინც ცათა სასუფეველში არიან ჩაწერილნი. თქვენი და თქვენი მეთაურების შეშვება არ შემიძლია. მე ხომ თქვენს გამო საშინელ სამსჯავროზე საპასუხო სიტყვებს ვერ გამოვძებნი, ასე რომ, კარებს ვერ გავაღებ.

ერთ საღამოს, როცა მონასტრის კარები დიდი ხნის დაკეტილი იყო, წინამძღვართან მიირბინა შეშინებულმა დარაჯმა, - მონასტრის კარებს ამტვრევენ მთვრალი ხელმძღვანელებიო (მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ფსკოვის სადესანტო სასწავლებლის კურსდამთავრებულები იყვნენ). მიუხედავად გვიანი დროისა, ახალგაზრდა ლეიტენანტები მოითხოვდნენ მონასტრის კარების გაღებას და ექსკურსიის მოწყობას. ოფიცრები მორით ცდილობდნენ კარების შემომტვრევას. მამა ავლიპი თავის ოთახში შევიდა, ანაფორაზე გადაიცვა სამხედრო კიტელი, რომელზეც სამხედრო მედლები და ორდენები იყო დაბნეული, ზემოდან მანტია წამოისხა ისე, რომ რეგალიები არ ჩანდა. მერე კი დარაჯთან ერთად ალაყაფის კარებისკენ გაეშურა. დარაჯს ურდულის გაწევა უბრძანა და წამში მონასტერში გაცეცხლებულ ლეიტენანტთა ბრბო შემოვარდა. ისინი გარს შემოერტყნენ შავმანტიამოსხმულ მონაზონს და კატეგორიულად მოითხოვეს მონასტრის დათვალიერება, საბჭოთა მიწაზე თქვენს საეკლესიო კანონებს ნუ დაამყარებთ და მომავალ გმირებს ნუ დაუმალავთ საერთო სახალხო სამუზეუმო მონაპოვარსო.

მამა ავლიპი თავჩაქინდრული უსმენდა, მერე კი აიხედა და მანტია გადაიწია. ლეიტენანტები გაშეშდნენ, დამუნჯდნენ. მამა ავლიპმა მკაცრად შეხედა მათ და ახლოს მდგარ ოფიცერს ქუდი გამოართვა, დაათვალიერა, დარწმუნდა, რომ ზედ ოფიცრის გვარი ეწერა, მერე კი მობრუნდა და კელიაში წავიდა.

გამოფხიზლებული ლეიტენანტები მას გაჰყვნენ. ბოდიშს იხდიდნენ და ქუდის დაბრუნებას სთხოვდნენ. ახალგაზრდები ხვდებოდნენ, რომ წინ სერიოზული უსიამოვნებები ელოდათ. მამა ავლიპი არ პასუხობდა. მივიდნენ წინამძღვრის სახლამდე. წინამძღვარმა კარები გააღო და ჟესტით ყველა შიგნით მიიპატიჟა.

იმ საღამოს გვიანობამდე იჯდა მათთან ერთად. სათანადოდ გაუმასპინძლდა. მერე კი წაიყვანა და მონასტერი შემოატარა. უყვებოდა სავანის წარსულსა და დღევანდელ დღეზე. ბოლოს სათითაოდ მამაშვილურად გადაეხვია და უხვად დაასაჩუქრა...

არქიმანდრიტი ავლიპი ფსკოვის ეპისკოპოს იოანეს წერილობით მოახსენებდა: "გაზეთების სტატიები სავსეა დაუმსაუხრებელი შეურაცხყოფითა და ცილისწამებით პატიოსანი, კეთილი და კარგი ადამიანების მიმართ. შეურაცხყოფენ დაღუპულ მეომართა დედებსა და ქვრივებს. აი, ასეთია მთელი "იდეოლოგიური ბრძოლა" - განდევნა ასობით და ათასობით მღვდლისა და ღვთისმსახურისაა, თანაც საუკეთესოთა. რამდენი მოდის ჩვენთან ატირებული, რომ საერთო სამუშაოსაც კი ვერსად შოულობს". მომდევნო წერილში მამა ავლიპი აღწერს ასეთ შემთხვევას: "1963 წლის 14 მაისს იკონომოსის, იღუმენ ირინეოსის მეთაურობით, ბერები მონასტრის ბაღში საქმიანობდნენ. ამ დროს მათთან მივიდა ექვსი კაცი, მერე კიდევ ორი. ხელთ სიგრძის საზომი ჰქონდათ და ყოფდნენ მონასტრის ყოფილ საბოსტნე ნაკვეთს. მან ყვირილი დაუწყო ჩვენს ხალხს, წყალს რად იღებთ ბაღის მოსარწყავად, ეს წყალი ჩვენია და არ ამოქაჩოთო. ხალხი მუშაობას აგრძელებდა. ერთ-ერთი მათგანი მივიდა, გამოსტაცა რეზინის მილი და გაგლეჯა სცადა. სხვებმა კი ჩვენი ხალხის ფოტოგრაფირება დაიწყეს. ეკონომოსმა მათ უთხრა, წინამძღვარი მოვიდა და მათ აუხსენით ყველაფერიო. ერთი მათგანი მომიახლოვდა, დანარჩენები ფოტოებს გვიღებდნენ.

ვინ ხართ და ჩვენგან რას ითხოვთ? - ვკითხე მათ.

ამ შლაპიანმა კაცმა დაასახელა თავისი გვარი და ჩინი, დაუმატა, - თქვენ არ გეკუთვნით ეს წყალი და მიწა, რომელზეც დგახართო. ვუთხარი, - ნუ გავბედავთ ჰაერის სუნთქვას და ნუ გავბედავთ მზეზე გათბობას, რადგან მზე და ჰაერი, წყალი, ყველაფერი ეს თქვენია, ხოლო სად არის ჩვენი? ვინ ხარ და რისთვის მოხვედი? არ მიპასუხა. მე განვაგრძე, - მე ვარ ივან მიხეილის ძე ვორონოვი, საბჭოთა კავშირის მოქალაქე, დიდი სამამულო ომის მონაწილე, და ჩემი ამხანაგები, რომლებიც ამ კედლების მიღმა ცხოვრობენ, სამამულო ომის ვეტერანები და ინვალიდები არიან, ბევრმა მათგანმა ხელი და ფეხი დაკარგა, მძიმე ჭრილობები და კონტუზია მიიღეს, ეს მიწა თავიანთი სისხლით მორწყეს და გაწმინდეს ჰაერი ფაშისტური არაწმინდებისაგან; ასევე ცხოვრობენ აქ ჩემი ამხანაგები, რომლებიც ფაბრიკა-ქარხნებში და მინდვრებში მუშაობდნენ, მოხუცებული ინვალიდები და პენსიონერები, მოხუცი მამები, რომელთაც შვილები ამ მიწისა და ამ წყლის განთავისუფლების დროს დაკარგეს. ჩვენ, ყველას, რომელთაც დავანთხიეთ სისხლი და სიცოცხლე სამშობლოს მივუძღვენით, არა გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ საკუთარი მიწით, ჰაერითა და მზით - ყველაფერი იმით, რაც ფაშისტებს ჩვენი ხალხისთვის გამოვგლიჯეთ? ვინ ხართ თქვენ, ვისი სახელით მოქმედებთ?

ალუღლუღდნენ, ზოგმა რაიკომი დაასახელა, საოლქო საბჭო და ა.შ. წასვლისას შლაპიანმა კაცმა მითხრა: - ეჰ... მამაო! ვუპასუხე, - მამაო, აი, იმ ადამიანებისთვის ვარ, თქვენთვის კი რუსი ივანე ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ ძალუძს რწყილების, ბაღლინჯოების, ფაშისტების და ყოველგვარი არაწმინდების გასრესა".

"1975 წლის დასაწყისში მამა ავლიპს მესამე ინფარქტი დაემართა, - ჰყვებოდა მისი გარდაცვალების წლისთავზე ქადაგებისას არქიმანდრიტი ნათანაილი, - სიკვდილის ხსოვნა მანამდე ჰქონდა. ადრევე დაამზადებინა კუბო, რომელიც, მისივე კურთხევით, დერეფანში იდგა. და როცა ეკითხებოდნენ, - სად არის შენი კელიაო, კუბოს უჩვენებდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში მის გვერდით მღვდელმონაზონი, მამა თეოდორიტე იმყოფებოდა, ის ყოველდღიურად აზიარებდა მამა ავლიპს და სამედიცინო დახმარებას უწევდა. 1975 წლის 12 მარტს, ღამის ორ საათზე მამა ავლიპმა თქვა: "დედა ღვთისა მოვიდა, როგორი ლამაზია! საღებავები მომეცით, უნდა დავხატო". საღებავები მიუტანეს, მაგრამ ხელი აღარ ემორჩილებოდა. დილის ოთხ საათზე არქიმანდრიტი ავლიპი მშვიდად მიიცვალა...

დიდი არქიმანდრიტი, დიდი ნაცვალი მამა ავლიპი ასწავლიდა: "სიყვარული აღმატებული ლოცვაა. თუ ლოცვა სათნოებათა დედოფალია, მაშინ ქრისტიანული სიყვარული - ღმერთია, რამეთუ ღმერთი არის კიდეც სიყვარული... სამყაროს მხოლოდ სიყვარულის პრიზმით უცქირეთ და ყველა პრობლემა ჩაივლის. საკუთარი თავის შიგნით დაინახავთ ღვთის სასუფეველს, ადამიანში - ხატს, მიწიერ მშვენიერებაში - სამოთხის ცხოვრების აჩრდილს. მეტყვით, - მტრების სიყვარული შეუძლებელიაო. გაიხსენეთ, რა გვითხრა იესო ქრისტემ: "ყოველივე, რაც გაუკეთეთ ადამიანებს, მე გამიკეთეთ". ეს სიტყვები ოქროს ასოებით დაიწერეთ თქვენი გულების აღთქმის ფილებზე, დაწერეთ და დაკიდეთ ხატის გვერდით და ყოველდღიურად წაიკითხეთ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat