ფული გონებას ღმერთს მოაცილებს
ფული გონებას ღმერთს მოაცილებს
მღვდელმონაზონი ანტონი მთაწმინდელი, "
XIX საუკუნის ათონელი მამები"

მოძღვარი მამა არსენი

(გაგრძელება)
იმ დროს კონსტანტინოპოლში პური ძალზე ძვირი ღირდა. მამა ნიკანდრომ და მამა აბელმა ფულის ნაწილი გზაში დახარჯეს, ნაწილი - საკვებში. წიგნებს კი არავინ ყიდულობდა. სავაჭრო რიგებში დადიოდნენ, მოწყალებას ითხოვდნენ, თვითონაც ნაყრდებოდნენ და ღარიბ ბერძნებსაც აჭმევდნენ. ასე გამოიზამთრეს კონსტანტინოპოლში. თუ რამდენი მწუხარება დაითმინეს, მარტო ღმერთმა იცის, რომელმაც თავისი განგებულებით ისინი იქ გაგზავნა.

მამები გაზაფხულს დაელოდნენ, წიგნები ერთ ბერძენთან დატოვეს და ხმელეთის გზით ათონზე წავიდნენ. ვინ იცის, რამდენი მწუხარება დაითმინეს გზაში, თავდასხმა, ცემა-ტყეპა... მხოლოდ ღმერთია მოწმე, რომელიც ხედავდა მათ ტანჯვას და ვითარცა "ბრძმედში გამოწრთობილ ოქროს", გამოცდიდა მათ, რათა უფრო ბრწყინვალე გაეხადა ისინი. მათ თითქმის ყოველ საათს თავს ესხმოდნენ ავაზაკები, წასართმევი აღარაფერი ჰქონდათ, არც ფული, არც ტანსაცმელი. ზოგი მათ მხოლოდ სცემდა, ზოგიც უკანასკნელ ორცხობილებსაც ართმევდა, სხვები ლანძღავდნენ და უშვებდნენ. ამგვარ მგზავრობაში დაჰყვეს მათ თვეზე მეტი. როგორც იქნა, მიაღწიეს მთაწმინდას. რა დახვდათ იქ? მონაზონთა დაცარიელებული საცხოვრებლები, გაველურებული და გატყევებული ბაღები, დაკეტილი მონასტრები, ღვთისმშობლის მხედრობა კი გაფანტული: ზოგი სხვა ქვეყნებში წავიდა, ზოგიც გაუვალ ტყეებში, მთებსა და ბუნაგებში დამალულიყო, ზოგსაც მონასტრის კედლებში ჩაკეტილს ცოტა ვინმე თუ ხედავდა. მამები მივიდნენ ათონის იღუმენიასთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, ივერთა მონასტერში, ზეციური დედოფლის სასწაულთმოქმედ ხატთან, ათონის მეკარესთან. როცა მამები მონასტრის კარებთან მივიდნენ, ივერონელმა ბერებმა უმასპინძლეს, ეკლესიაში შეიყვანეს ზეციური დედოფლის თაყვანისსაცემად. როცა ღვთისმშობლის წმინდა ხატი იხილეს, მამებმა გაიხარეს: დაემხნენ მის წინ მუხლებზე, მრავალი ცრემლი დაათხიეს და შესთხოვეს უფლის დედას, მიეღო ისინი თავის წილხვედრ ათონის წმინდა მთაზე. მათი სიხარული გაორმაგდა, როცა იხილეს, რომ ამ არეულ დროში, როცა უფლის დედის მთელი მხედრობა მიმოიფანტა, მისი წმინდა ხატი ისევ თავის ადგილას იდგა, მთელი თავისი შემკულობით, ოქროთი, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით განმშვენებული. თურქებით სავსეა მონასტერი, მათ მისი წმინდა ხატის მოტაცება კი არ შეუძლიათ. ჩვენმა მამებმა ჰკითხეს ბერძნებს, - რატომ გადამალეთ ან სამკაულები რატომ არ მოხსენით, ანდა თურქებმა სიმდიდრე რატომ არ მიიტაცესო. ივერონელმა მამებმა უპასუხეს: "სად წავიღოთ და რატომ? იგი ჩვენი მფარველი და დამცველი-მეთვალყურეა მთაწმინდისა, თუმცა ჩვენი ცოდვების გამო დაგვსაჯა, მაგრამ სახე არ მიაბრუნა ჩვენგან, არამედ ჩვენთან ბრძანდება და რადგანაც იგი მხიარულად გვიყურებს, ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ეს მწუხარება გადაივლის, ახლა მხოლოდ სიხარული და ნუგეში გვაქვს, რომ იგი, დედუფალი, ჩვენთან ბრძანდება. როცა მწუხარება გაგვიმრავლდება ხოლმე თურქებისა და გაჭირვებისგან, მასთან მივირბენთ და მწუხარებაში ნუგეშს ვპოვებთ. კითხულობთ: თურქებმა რატომ არ მიიტაცეს სიმდიდრე? მათ არათუ საგანძურის ჩამოხსნა, არამედ ამ პატარა ტაძარში შესვლაც კი არ შეუძლიათ. როცა ბრაზდებიან, მოითხოვენ ოქროს და ვერცხლს, ანდა საეკლესიო ჭურჭელს, ვპასუხობთ, რომ არა გვაქვს, თუმცა გვაქვს, მაგრამ გადამალული. როცა თურქები გვემუქრებიან, ჩვენ მათ ამ წმინდა ხატს ვაჩვენებთ და ვეუბნებით: "ამ ხატზე ბევრი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი ქვაა; თუ გინდათ, აიღეთ!" ისინი კი კარებთან დგანან და ამბობენ: "ჩვენ მასთან მიახლოება არ შეგვიძლია, ხედავ, რა გაბრაზებული გვიცქერის", და მიდიან შერცხვენილნი, ჩვენ კი ვმადლობთ ზეციურ დედოფალს, რომ იცავს საკუთარ თავს და ჩვენც, ცოდვილებს, გვაცხოვნებს და გვიფარავს. თანაც ვმადლობთ, რომ გამოგზავნა თურქები ჩვენს დასამდაბლებლად: ისინი, რომ არ იყვნენ, ავაზაკები მთლად დააქცევდნენ და დააცარიელებდნენ აქაურობას! კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ამ ერთი წლის წინ დიდი შფოთი იყო დაცემული მთაწმინდაზე, ისე რომ, დარჩენილ მამებსაც გაქცევა უნდოდათ. ვიდრე ეს მოხდებოდა, მთაწმინდაზე ძმობა რამდენიმე ათას კაცს ითვლიდა, ახლა ათას კაცამდეღაა დარჩენილი და ამათაც აქაურობის მიტოვება და გაქცევა უნდოდათ, ვის საით, არ იცოდნენ. თვლიდნენ, რომ ღვთისმშობელმა საერთოდ მიატოვა მთაწმინდა და ამიტომაც დაცარიელდა. მსწრაფლშემწე დედუფალი ჩვენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მრავალ მამასა და მეუდაბნოეს გამოეცხადა და უთხრა: "რატომ შეშინებულხართ და რად შედიან გულისთქმანი თქვენს გულში? ეს ყველაფერი ჩაივლის და კვლავ აივსება მთაწმინდა მონაზვნებით. და აი, მოგცემთ ნიშანს: ვიდრე ჩემი ხატი იმყოფება ივერიის მონასტერში, ნურაფრის შეგეშინდებათ და იცხოვრეთ თქვენს კელიებში. ხოლო როცა გამოვალ ივერიის მონასტრიდან, მაშინ ყველამ აიღოს თავისი გუდა და იქით წავიდეს, საითაც უნდა! ახლა მეუდაბნოეები, ყველანი, ყოველ კვირას მოდიან ჩვენთან, მონასტერში და ნახულობენ, თუ არის ღვთიმშობლის ხატი თავის ადგილას. ნახავენ და თავიანთ კელიებში ბრუნდებიან.

ჩვენმა მამებმა ძალზე გაიხარეს, რადგან ზეციური დედოფალი მფარველობდა აქაურობას და მთაწმინდაზე ჯერ კიდევ ბევრი მონაზონი სახლობდა.

შემდეგ ისინი ივერონელმა მამებმა სასტუმროში შეიყვანეს და ერთი კვირა განუსვენეს. მერე კი უთხრეს: "წმინდანო მამანო, ჩვენ თავდაპირველად მოგასვენეთ, მაგრამ აწი ნუღარ დაგვამძიმებთ. ჩვენ თვითონაც საჭმელს ვერსად ვშოულობთ: ორმოცი თურქი გვყავს, მათაც ვერაფერს ვაჭმევთ, ირგვლივ ავაზაკები არიან, არსაიდან შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენს სკიტში ერთი კელია აიღეთ პატარა ეკლესიით: იქ ბოსტანი დაამუშავეთ, ხელსაქმესაც მიჰყავით ხელი და ასე რამენაირად გაიტანეთ თავი. თუ რამე დაგჭირდებათ, დაგეხმარებით, ღამე კი მონასტერში გაათიეთ!

ჩვენმა მამებმა მადლობა გადაუხადეს ივერიელ მამებს სტუმართმოყვარეობისათვის, სკიტში ერთი კელია აიღეს და იქ დაიწყეს ცხოვრება: ბოსტანი მოაწყვეს, კოვზებს თლიდნენ, მაგრამ მაშინ მათ ხელნაქმარს არავინ ყიდულობდა. ასე იცხოვრეს მთელი ის არეული დრო, ოთხ წელზე მეტი. რით იკვებებოდნენ, ღმერთმა იცის, თვითონ კი არავის არაფერს უყვებოდნენ; მე ხშირად ვეკითხებოდი ჩემს მოძღვარს: - მამაო წმინდაო, რას ჭამდით იმ არეულ დროს? ის კი მპასუხობდა: - რა თქვა უფალმა სახარებაში? - ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ (მათე 6,33), და ასევე: მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ" (მათე 6,26). აი, ასე გამოგვზარდა ჩვენ უფალმა! და ასე იკვებებოდნენ ჩვენი მამები, ერთეულები კი არა, ათასზე მეტი დარჩა მთაწმინდაზე და ყველა გამოკვება ღმერთმა.

იმ წლებში მათ უდიდესი სულიერი სიმდიდრე მოაგროვეს: მწუხარებისა და ხორციელ მოთხოვილებათა უკმარობის ჟამს ისინი მოთმინებით გაიფურჩქნენ, მომწიფდნენ და ნაყოფი გამოიღეს. ამიტომაც დააჯილდოვა ზეციურმა მეუფემ სულიწმინდის ნიჭებით და უბოძა შეწევნა ეშმაკის დასაძლევად, სულიერ და ამასთან ხორციელ ვნებებზე გასამარჯვებლად. და მიაღწიეს მათ მყუდრო ნავსაყუდელს სულიერი სიმშვიდისა და მყუდროებისა, ღმერთთან შეერთებული გონებისა. ღმერთმა მამა აბელს განსჯის უნარი და ამასთან დაფარულთმცოდნელობის ნიჭი მისცა, მამა ნიკანდროს კი ცრემლთა დენისა: რამეთუ ის სიკვდილამდე დღედაღამ ტიროდა. როცა არეული და მწუხარე ჟამის მერე ღმერთმა მშვიდობა მოჰფინა დედამიწას, შეწყდა შეტაკებები და ბრძოლები, გაქრა ყველა ავაზაკი, ყველგან სიჩუმე და სიმშვიდე დადგა, მაშინ ძმებმაც იწყეს ასვლა მთაწმინდაზე. მაშინ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაც იწყეს მოსვლა თაყვანსაცემლად. მაშინ ნამუშევრებიც უკვე იყიდებოდა. მოვიდა ერთხელ ერთი ვაჭარი და ყველაფერი იყიდა, რაც კი ჰქონდათ გამოთლილი. ჩვენმა მამებმა თავიანთი გამოთლილი კოვზები გაყიდეს და მასში 2000 ლევი აიღეს. მამა ნიკანდრომ თქვა: - მამაო, ახლა ჩვენს მდგომარეობას გამოვასწორებთ! მართალიაო! - დაუდასტურა მამა აბელმა.

ცოტა ხანში მათთან ერთი ერისკაცი მივიდა მოწყალების სათხოვნელად. მამა აბელმა ჰკითხა: სადაური ხარ და რა გაგჭირვებიაო. აცრემლებულმა ერისკაცმა უპასუხა: - მე, წმინდაო მამაო, კუნძულ ქიოსიდან ვარ; ჩემი ცოლ-შვილი თურქებმა ტყვედ წაიყვანეს. თურქებმა მათში 5000 ლევი მომთხოვეს და მეორე წელია, ვაგროვებ. დიდება უფალს, 3000 უკვე მოვაგროვე და კიდევ 2000 ლევი მჭირდება. ღვთის შეწევნით, ნელ-ნელა შევაგროვებ! ეს რომ მოისმინა, მამა აბელმა უთხრა: - შემოდი ჩემთან კელიაში და რაღაცით დაგეხმარები! კაცი შევიდა. ბერმა რაც ჰქონდა, მისცა და უთხრა: - წაიღე და შენი ცოლ-შვილი გამოისყიდე! ერისკაცმა უპასუხა: - წმინდაო მამაო, რატომ დამცინით? მე ჩემი გაჭირვება მეყოფა, ერთი ლევი მომეცით და წავალ!

ბერმა უთხრა: - არა, შვილო, მე არ დაგცინი, მოძღვარი ვარ და როგორ დაგცინებ, შენ კი ფული აიღე! და კარებამდე მიაცილა. ერისკაცი სიხარულით გაუდგა გზას. ამის შემხედვარე მამა ნიკანდრო კი ატირდა და უთხრა: - მამაო, ეს რა ქენი? მთელი ფული რატომ მიეცი? ოთხი წელი ვშრომობდით მდგომარეობის გამოსასწორებლად, ახლა კვლავ გაგვიჭირდება! მამა აბელმა უთხრა: - ეჰ, მამა ნიკანდრო, როდის გავხდებით სრულყოფილი მონაზვნები? უფალმა ხომ განსაცდელები გამოგვატარა, შენ კი უძლურებ. ყველაზე მძიმე დროს უფალმა გამოგვზარდა: ახლა აღარ შეგვეწევა? მადლობა ღმერთს, ნაკეთობები იყიდება; კიდევ ვიმუშაოთ, ნამუშევრები გავყიდოთ, ზედმეტი ფული კი ღმერთის სალაროში შევიტანოთ: სხვისას რატომ უნდა გავუფრთხილდეთ? თანაც ეს ფული გონებას ღმერთს მოაცილებს. დავდგეთ ლოცვაზე და გონებით მასთან ვიყოთ! უფალმა თქვა: "სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი" (მათე. 6,21). დაე, ისინი ეწყოს უფალთან და ჩვენი გულებიც იქ გვქონდეს! - მაშინ ნიკანდროს გული შეემუსრა, დაემხო მის ფერხთით, ტიროდა და შენდობას ითხოვდა. ამის მერე მამა ნიკანდრო სიკვდილამდე მუდამ ტიროდა. მალე ორივე დიდ სქემაში შემოსეს. მამა აბელს არსენი ეწოდა და სქემა ერთ სქემმონაზონ არსენისაგან მიიღო. მამა ნიკანდროს კი ნიკოლოზი უწოდეს და სქემა მამა არსენისაგან მიიღო. მათ ერთად იწყეს ცხოვრება, როგორც მოძღვარმა და მისმა მოწაფემ, და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში ათი წელი გაატარეს.

როცა სკიტში ძმათა რიცხვი გამრავლდა და ხმა გაუვარდათ, ხოლო ბაღ-ბოსტნის მოსავლელად ბევრი საზრუნავი გაუჩნდათ, ორივეს ძალზე გაუჭირდა. შეთანხმდნენ, რომ სრული დაყუდებისთვის შინაგან უდაბნოში განმარტოებულიყვნენ, რათა არანაირი ხორციელი და ცხოვრებისეული საზრუნავი არ ჰქონოდათ და მხოლოდ ღმერთში ეცხოვრათ; რამეთუ უდაბნოს სიყვარული და დაყუდება ვერ დაითმენს შფოთსა და ამაოებას. დაუტევეს სკიტი და კელია და სკიტიდან და ივერთა მონასტრიდან ერთი საათის სავალზე, ბორცვზე, ყველაზე მიუვალ უდაბნოში კელია აიღეს, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობისა. ადრე ეს დიდი კელია იყო, მაგრამ არეულობის დროს თითქმის საძირკვლამდე დაინგრა. მათ ის მცირე სახით ააშენეს, ეკლესიაც აკურთხეს და ორი კელიაც შეაკეთეს. ცხოვრება უდაბნოს ტიპიკონის მიხედვით დააწყვეს: არანაირი ცხოვრებისეული საზრუნავი არ ჰქონოდათ, არც ბაღი, არც ბოსტანი, თუმცა იქვე ზეთისხილის ხეები იდგა, მაგრამ არც მათ უვლიდნენ. როცა ხილი მოიწეოდა, მაშინ მამები მოიწვევდნენ ვინმე ღარიბ ნაცნობს და მიანდობდნენ ხილის შეგროვებას. მე (ბერი პართენი), თვითმხილველს მათი ასკეტური ცხოვრებისა, ხშირად მიხდებოდა მათთან ღამის გათევა. თვითონაც მსურდა მათთან ყოფნა და მათგან მონაზვნობის შესწავლა. მაგრამ ისინი თავისთან საცხოვრებლად არავის იტოვებდნენ. ამბობდნენ: ჩვენთან ცხოვრებას ვერავინ შეძლებს, ჩვენ 30 წლის მერეღა მივაღწიეთ ამგვარი ცხოვრების საზომს, და ახლაც კი გამოვიცდებით და ვუძლურებთ, თუმცა სული მხნედ არის, მაგრამ ხორცი უძლურია, თანაც, რა იქნებოდა, ღვთის მადლი რომ არ გვაძლიერებდესო! იმ დროიდან, რაც მთაწმინდაზე მოვიდნენ, ნიკოლოზმა 19 წელი და არსენმა 24 წელი ისე იცხოვრეს, რომ არ უგემიათ არც თევზი, არც ყველი, არც ღვინო, არც ზეთი. მათი საკვები იყო წყალში ჩამბალი ორცხობილა და ისიც ივერთა მონასტრიდან მთაზე ზურგით ამოჰქონდათ. უყვარდათ წითელი წიწაკა. მათ ყოველდღიურ ტრაპეზზე იყო: ორცხობილა, წიწაკა და ბადრიჯანი, ხან ხახვიც ჰქონდათ, თუ ვინმე მოუტანდათ. დამარილებულ ზეთისხილსა და ლეღვს მხოლოდ სტუმრებს სთავაზობდნენ. ამგვარი იყო მათი ტრაპეზი და მეც მრავალგზის მომიხდა მისი გაზიარება. ისინი ყოველთვის დღეში ერთხელ, შუადღის სამ საათზე ტრაპეზობდნენ, ოთხშაბათ-პარასკევს კი უზმოდ რჩებოდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat