მთელი ღამე ზეცისკენ ხელებაწვდილი დგას და ივიწყებს ძილსა და დაღლილობას
მთელი ღამე ზეცისკენ ხელებაწვდილი დგას და ივიწყებს ძილსა და დაღლილობას
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
XXVI. სვიმეონი. 20. სვიმეონის სახელმა სპარსეთის მეფის ყურამდე მიაღწიაო, - ჰყვებიან ელჩები. მან დაწვრილებით გამოიძია, როგორ ცხოვრობდა ეს კაცი და რაოდენ დიდი იყო მისი სასწაულები. მეფის ცოლმა მოსაგრის ნაკურთხი ზეთი ითხოვა და ვითარცა უძვირფასესი განძი, მიიღო იგი. მოგვები ცილს სწამებდნენ სვიმეონს, მეორენი ხოტბას შეასხამდნენ. უბრალო ხალხი მექარავნეებს, მსახურებს და მეომრებს წმინდა კაცისგან მიცემული ნაკურთხი ზეთის მიყიდვას სთხოვდა.

21. ისმაელიტელთა უშვილო დედოფალს მისი ლოცვით ნატვრა აუსრულდა. გახარებულმა დედამ ახალშობილი უფლისწული ღვთის კაცთან წაიყვანა. რადგანაც სვიმეონთან მიახლოების ნება არ ჰქონდა, ბავშვი გაუგზავნა და შეევედრა, თავისი კურთხევის ღირსი გაეხადა. "ეს შენი საჩუქარია, - შეუთვალა მან, - მე ცრემლებით ჩავაგდე ლოცვის თესლი, შენ კი ამ თესლიდან თავთავი აღმოაცენე, რამეთუ ამ თესლს შენი ლოცვებით ეწვიმა წვიმა ღვთაებრივი მადლისაო". თუმცა ვიდრემდე ვეცდები, გავზომო სიღრმე ატლანტის ოკეანისა? რამეთუ როგორც მას ვერ გაზომავენ კაცნი, ასევე შეუძლებელია იმის აღწერა, რასაც სვიმეონი მოიმოქმედებს ყოველდღიურად.

22. მაგრამ ყველაზე მეტად მაოცებს მისი მოთმინება. დღედაღამ დგას ის ყველასთან ხილულად, რამეთუ მოიცილა კარები და გარშემო შემომზღუდავი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, იგი ახლაც ყველასთვის უჩვეულო სანახავს მოიმოქმედებს, დიდხანს განუწყვეტლად ლოცულობს, ხშირად იდრეკს მუხლს და კეთილმოკრძალებით მიაგებს პატივს ღვთის სახელს. ბევრი მომსვლელი ცდილობს სვიმეონის მეტანიების დათვლას. ერთხელ იქ ჩემმა მხლებელმა 1244 მუხლისმოდრეკა დაითვალა, დაიღალა და შეწყვიტა თვლა. როცა ბერი მუხლს იდრეკს, შუბლს ყოველთვის ფეხის თითებს აბჯენს. ცოტა საჭმელს კვირაში ერთხელ ჭამს, იმას მიაღწია, რომ მუცელი საშუალებას აძლევს წელს, ადვილად დაიხაროს.

23. ამბობენ, დიდხანს დგომით ფეხზე წყლული გაუჩნდა და ჩირქი სდისო. მაგრამ ამ სატანჯველმა ხელი ვერ შეუშალა სიბრძნისმოყვარე სვიმეონს: მხნედ დაითმენს ნებით თუ უნებლიე ტანჯვას. ერთხელ იძულებული გახდა, წყლული ეჩვენებინა. რაბანელი კაცი, მოშურნე მსახური ქრისტესი, ავიდა მთის მწვერვალზე და მიმართა სვიმეონს: "შენ შემოგცქერის კაცთა მოდგმა. მითხარი, ჭეშმარიტების გულისთვის, კაცი ხარ, თუ უსხეულო არსება?" იქ მყოფნი ძალზე გაბრაზდნენ, მაგრამ ბერმა ყველა დაამშვიდა და კაცს ჰკითხა: "რამ გაკითხვინა ეს?" მან უპასუხა: "ყოველი მხრიდან მესმის, თითქოს არ ჭამ, არ გძინავს, არადა, ესა და სხვა რამ ბუნებრივია კაცისთვის, ვინაიდან ადამიანურ ბუნებას არ შეუძლია ამის გარეშე გაძლება". სვიმეონმა სვეტზე კიბე მიადგმევინა, მერე კაცი თავისთან აიყვანა, რათა მისი ხელები დაეთვალიერებინა, შემდეგ ხელი ტყავის სამოსის ქვეშ შეეყო და არა მხოლოდ ფეხები ენახა, არამედ ის მტანჯველი იარაც. საკუთარი თვალით რომ ნახა, რაოდენ საშინელი იყო ეს წყლული, შეიტყო ბერისგან, თუ როგორ იღებდა საჭმელს, განცვიფრებული ქრისტესმიერი სვეტიდან ჩამოვიდა, მოვიდა ჩემთან და ყველაფერს მომიყვა.

24. საეკლესიო დღესასწაულებზე წმინდა მოსაგრე განსაკუთრებული სახის მოთმინებას იჩენდა. მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, მთელი ღამე ზეცისკენ ხელებაწვდილი დგას და ივიწყებს ძილსა და დაღლილობას.

25. ამდენ უდიდეს ღვაწლსა და სათნოებასთან ერთად, იგი უამრავ სასწაულს სჩადის. მიუხედავად ამისა, ისეთი მდაბალია სულით, რომ ღირსებით თავს ყველა ადამიანზე უკანასკნელად თვლის. თავის თავმდაბლობით ყველასთვის მისაწვდომია, ალერსიანია და მზრუნველი, თითოეულის კითხვას პასუხობს. მიიღო მოწყალე უფლისაგან დამოძღვრის ნიჭიც და დღეში ორჯერ უქადაგებს მომსვლელთ, დაუტკბობს მათ სმენას თავისი დარიგებებით, ვინაიდან ძალზე ალერსიანად საუბრობს. თავისი მოძღვრებით მრავალი ზეცისკენ აახედა, მოსწყვიტა მიწიერ ამაოებას და წარმოუდგინა მომავალი სასუფეველი და გეენიის საშინელი საფრთხეები, მოაძულა მიწიერი და მომავლის იმედი გაუჩინა.

26. შეგიძლიათ იხილოთ სვიმეონი, როგორც მსაჯული, რომელსაც სამართლიანი და ზუსტი განაჩენი გამოაქვს. ამ და სხვა მსგავს საქმეებს ის მეცხრე ჟამის მერე ეწევა. მთელ ღამეს და დღის ნაწილს მეცხრე ჟამამდე ლოცვაში ატარებს. მეცხრე ჟამის მერე დაიწყებს იქ მყოფთა დამოძღვრას, შემდეგ კი თითოეულის სათხოვარს მოისმენს, განკურნებს, მოძულეთა შორის მშვიდობას ჩამოაგდებს. დაახლოებით მზის ჩასვლისას კვლავ იწყებს საუბარს ღმერთთან.

27. თუმცა ამგვარ ღვაწლშია, მოსაგრე წმინდა ეკლესიაზეც ზრუნავს: ხან წარმართთა უწმინდურობის წინააღმდეგ იბრძვის, ხანაც შემუსრავს იუდეველთა კადნიერებას, ხან ერეტიკოსთა თავყრილობას განფანტავს; ამ საქმეთათვის ზოგჯერ სათხოვარს მისწერს თვით მეფეს, ზოგჯერაც მეთაურებს აღძრავს საღვთო მოშურნეობით, ზოგჯერაც თვით ეკლესიის მწყემსებს დაარწმუნებს, რომ უფრო მეტად იზრუნონ სამწყსოსთვის.

28. მე ძალზე ბევრი რამ მოვყევი, ვფიქრობდი, წვეთით წვიმა მეჩვენებინა და თითის წვერით გამესინჯებინა სიტკბოება თაფლისა. ამ მონათხრობის მსგავსი ამბები ყველას პირზე აკერია. მე კი, შევუდექ რა ამ ღვაწლს, მიზნად არ დამისახავს ყოველივეს აღწერა, მსურდა ორიოდ სიტყვით დამეხასიათებინა თითოეული მოსაგრე. უეჭველად სხვებიც შეუდგებიან სვიმეონზე წერას და ჩემზე გაცილებით მეტს დაწერენ. თუ ის კიდევ იცოცხლებს, ისინი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ სასწაულს იხილავენ. მე კი მხოლოდ ერთი რამ მსურს, რათა მეც ლოცვითი შრომის დახმარებით ვეცადო, კეთილ ღვაწლში ვიყო. ვევედრები ღმერთს, უსრულესსა და უსათნოესს, განაძლიეროს ჩემი ცხოვრება და წარმართოს იგი სახარებისეული ცხოვრების გზით. აღასრულა მრავალი სასწაული და ვერ სძლია ვერც მზის მწველმა სხივებმა და ვერც ზამთრის ყინვებმა, ვერ მოდრიკა ადამიანური ბუნების უძლურების სიმძიმემ. ღირსმა სვიმეონმა, როცა მოუვიდა დრო ქრისტესთან შეერთებისა და უზომო ღვაწლთაგან გვირგვინთა მოპოვებისა, თავისი სიკვდილით აჩვენა ყველა ურწმუნოს, რომ თვითონაც ადამიანია, თუმცა გარდაცვალების შემდეგაც, სვიმეონი მოუდრეკელი რჩება. სული გაფრინდა ზეცად, სხეული კი მაშინაც არ წაიქცა და გაჭიმული იდგა მოსაგრეობის ადგილას. ცდილობდა არ შეხებოდა მიწას ერთი ასოთიც კი. აი, ასეთი აქვთ გამარჯვება სიკვდილის მერეც ქრისტეს მოსაგრეებს. სხვადასხვა სახის სნეულებათაგან კურნებანი, სასწაულები, ღვთის ძალთა გამოვლენა აღესრულება ახლაც როგორც მის აკლდამასთან, სადაც სვიმეონის წმინდა ნაწილები ინახება, მისი უდიდესი და მრავალწლიანი მოღვაწების ძეგლთანაც. მე ვსაუბრობ დიდებულსა და სახელგანთქმულ მესვეტეზე, სვიმეონზე. მის წმინდა შუამდგომლობას ჩვენ მუდმივად ვევედრებით, რათა ჩვენ, მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველნი, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა ვცხონდეთ მისი შუამდგომლობით. დაე, გვაკურთხოს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელმა! დაე, დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისაგან, როგორც ზეციური სასჯელისგან, ისე მტრების შემოსევისგან. უფალსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე!

XXVII. ვარადატი. 1. ღვთისმოსავებმა მრავალი კიბე მოიფიქრეს ზეცაში ასასვლელად. ზოგი მათგანი ერთად იღვწის და ერთობით თემებს ქმნის (უთვალავია ასეთი თემი!). ამგვარად ისინი მოიპოვებენ უხრწნელ გვირგვინებს და აღვლენ სასურველ ზეცაში. სხვებმა განმარტოებული ცხოვრება და ღმერთთან მარტო საუბარი აირჩიეს, იკლებენ ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს და ძლევის გვირგვინებს იღებენ. ზოგი ქოხებიდან ადიდებს ღმერთს, ზოგიც - კარვებიდან, სხვები კი ცხოვრებას მღვიმეში ატარებენ. სხვებს არ სურთ არც ქოხი, არც კარავი, არც მღვიმე, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და დარ-ავდარს დაითმენენ. ამ უკანასკნელ მოსაგრეთა ცხოვრება კვლავ განსხვავებულია: ერთნი მუდმივად დგანან, სხვები ზოგჯერ დგანან, ზოგჯერ სხდებიან. და კიდევ: ერთნი თავს რაიმე კედლით შემოიზღუდავენ და უცხოებთან შეხვედრას გაურბიან, სხვები კი მოშლიან ყოველგვარ გალავანს და მათ ყველა ხედავს, ვისაც ნახვა სურს.

2.
ვარადატმა მხნე მოთმინების ახალი სახე გამოიგონა. იგი თავიდან პატარა ქოხში დაეყუდა და მხოლოდ საღმრთო ნუგეშით ტკბებოდა. მერე იქვე ახლოს მდებარე კლდეზე გადასახლდა, პატარა ხის ყუთი დადგა და შიგ მუდმივად მოხრილი ცხოვრობდა, რამეთუ ყუთი მასზე დაბალი იყო. ეს ყუთი საცრის მსგავსი გახლდათ და უფრო ფართონახვრეტებიან ღობეს მოგაგონებდათ. ვარადატი არ იყო დაცული არც წვიმისაგან, არც მზის სხივებისაგან, მოთმინებით დაითმენდა ერთსაც და მეორესაც, იმ მოსაგრეების მსგავსად, რომლებიც ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ, და მათ თავისი მძიმე ტყვეობით აღემატებოდა.

3. ყუთში დიდი ხნის მოღვაწების მერე დატოვა იგი ანტიოქიის მღვდელმთავარ ნეტარი თეოდორეს რჩევით და მოსაგრეობა ფეხზე მდგომმა გააგრძელა. იდგა მუდმივად ზეცისკენ ხელებაშვერილი და მოუკლებლად ადიდებდა ყოველთა ღმერთს. ნეტარს მთელი სხეული ტყავის ქიტონით ჰქონდა დაფარული, მხოლოდ პირთან და ცხვირთან დაეტოვებინა სასუნთქი. ამგვარი ღვაწლი დაითმინა ვარადატმა მაშინ, როცა მრავალი სნეულება სჭირდა: მხურვალე სწრაფვამ აიძულა, გაეკეთებინა ის, რისი ქმნაც სხვას არ ძალუძს.

4. განმსჯელი გონების პატრონი მშვენიერ პასუხებს აძლევს სტუმრებს და მისი მტკიცებულება უფრო ძლიერია იმათ მტკიცებულებაზე, ვისაც არისტოტელეს დიალექტიკა შეასწავლა. მაგრამ სათნოებათა სიმაღლეზე ასული, თავის გონებას თავმაღლეობის ნებას არ აძლევს, აიძულებს, მიწაზე იხოხოს, რამეთუ იცის, რაოდენ დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის სულს სიამაყით ანთებულმა გონებამ. აი, მოკლედ სიბრძნისმოყვარება ამ კაცისა. ღმერთმა ქნას, წარემატოს იგი ამ სიბრძნისმოყვარებასა და ღვთისმოსაობაში და საბოლოოდ მიაღწიოს თავისი სარბიელის მიზანს. რამეთუ ძლევაშემოსილ წმინდანთა სახელი და დიდება საერთო სიხარულია ყველა ღვთისმოსავ კაცთა. დიდებული მოსაგრის ლოცვით, ინებოს უფალმა და მე, რომელიც ძალზე შორს არ ვარ ამ მთისგან, დროდადრო ავიდე მასზე, რათა დავტკბე წმინდა მამათა ჭვრეტით.

XXVIII. თალალე. 1. არ შემიძლია დავდუმდე და არაფერი ვთქვა თალალეზე, რომელიც არანაკლებ საკვირველი სანახავია. რამეთუ არა მარტო სხვებისგან გამიგონია, თვითონვე ვიყავი ამ უჩვეულო სანახაობის თვითმხილველი. გავალიდან (პატარა ლამაზი ქალაქი) ოც სტადიაზე ერთი ბორცვია, რომელზეც ძველთაგანვე წარმართული ბომონი იდგა. მსხვერპლშეწირვით შებილწულ ამ ბორცვზე თალალემ პატარა ქოხი აიშენა. მონათხრობთა მიხედვით, აქ წარმართები ეშმაკებს ემსახურებოდნენ, მსხვერპლშეწირვით ცდილობდნენ მათი სისასტიკის დაცხრობას, რადგან ისინი ზიანს ბევრს აყენებდნენ - მგზავრებს, გარშემო მცხოვრებლებს. თუმცა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. საქონლის მეშვეობით ხალხს მახეებს უგებდნენ. ეშმაკებმა მოსაგრის შეშინება სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს, ვინაიდან მას იცავდა რწმენა და მის გამო იბრძოდა მადლი. მაშინ ცოდვითა და მრისხანებით ავსებულები თავს დაესხნენ იქ მოშრიალე ხეებს (ბორცვის გარშემო ღელვისა და ზეთისხილის ხეები იდგა) და როგორც ამბობენ, უეცრად ხუთასი მათგანი ამოითხარა. მე ეს გამიგონია მიწათმოქმედთაგან, რომლებიც ადრე უწმინდურობის სიბნელეში იყვნენ და თალალეს სწავლებითა და სასწაულმოქმედებით მიიღეს ღვთის შემეცნების ნათელი.

2. ამგვარი სახით რომ ვერ დაიმორჩილეს ეს სიბრძნისმოყვარეობის მოსაგრე დამაქცევრებმა, სხვა რამ იმზაკვრეს - ღამღამობით ტირილის ხმებს გამოსცემდნენ და უამრავ მოხეტიალე ნაპერწკალს აფრქვევდნენ, რათა ბერი შეეშინებინათ და აერიათ. როცა მან დაამარცხა მათი თავდასხმა, ეშმაკებმა საბოლოოდ დაუტევეს იგი.

3. შემდეგ თალალემ ორი წყრთის დიამეტრის მქონე ორი ბორბალი ერთმანეთთან ორი დაფით დაამაგრა, რომლებსაც შუაში მცირეოდენი დანაყოფები ჰქონდა. ეს დაფები თვლებზე პალოებით და ლურსმნებით მიამაგრა და იგი ღია ცის ქვეშ დადგა. ამის მერე ხის ისეთი მოწყობილობა გააკეთა, სადაც მას, ტანმაღალ ადამიანს, ჯდომა გამართულს არ უწევს, არამედ მოხრილია და თავი მუხლებზე უდევს.

4. როცა მასთან მივედი, თალალე ღვთაებრივ სახარებას კითხულობდა და გულმოდგინედ აგროვებდა ამ კითხვისას კეთილ ნაყოფს. ვკითხე მის მიერ არჩეული ცხოვრების ახალი წესის შესახებ. თალალე ბერძნულად მესაუბრებოდა (წარმოშობით ის კილიკიიდან იყო): "ცოდვებისგან დამძიმებულს მწამს, რომ სასჯელი ელით ცოდვილთ, ამიტომაც ჩემთვის ამგვარი ღვაწლი მოვიფიქრე, რათა სხეულის ზომიერი სასჯელით დასჯით შევამცირო სიმძიმე მომავალი სასჯელისა. რამეთუ ისინი მძიმე იქნებოდა არა მარტო ოდენობით, არამედ საშინელებით, რადგან ნებაყოფლობითი არ არის. ყველაფერი, რაც ნების საწინააღმდეგოდ ხდება, განსაკუთრებულ ტანჯვას იწვევს. ნებაყოფლობითი კი, თუმცა ძნელია, მაგრამ ნაკლებად დამტანჯველია, რადგან მოსაგრე ღვაწლი აქ საკუთარი ნებით აღესრულება და არა იძულებით. ამგვარად, თუ მე ნამდვილი მცირე განსაცდელებით შევამცირებ მომავალ სატანჯველს, აქედან დიდ სიკეთეს ვპოვებო". გამაოცა თალალეს საზრიანობამ, რომელიც განვლიდა სხვების მიერ დაგებულ მოსაგრეობის გზას და თავისთვის ამაზე აღმატებული, განსაკუთრებული ღვაწლი მოიგონა. ხვდებოდა რა ამ ღვაწლის მიზანს, მათ სხვებსაც უჩვენებდა.

5. იქაური მცხოვრებნი მოწმობენ, რომ თალალეს ლოცვით მრავალი სასწაული და კურნება მომხდარა. სხვათა შორის, ის არა მხოლოდ ადამიანებს კურნავდა, არამედ ცხოველებსაც: აქლემებს, ვირებს, ჯორებს. ამასთან, ძველთაგანვე უწმინდურობით შეპყრობილმა ხალხმა უარი თქვა უწმინდურ რწმენაზე და განათლდნენ ღვთაებრივი ნათლის ბრწყინვალებით. მოსაგრემ, მათი დახმარებით, ეშმაკთა ბომონი დაანგრია და ძლევაშემოსილ მოწამეთა სახელზე იქ დიდებული ტაძარი ააგო. თითქოს ცრუ ღმერთებს დაუპირისპირა ღვთივსულიერი ნაწილნი ღვთის მართალ კაცთა. მათი ლოცვით, დაე, უბოძოს მას ღმერთმა მოსაგრეობის მიზანზე გამარჯვება. ჩვენ კი მისი და მათი (წმინდათა) ზემოქმედებით, დაე, გავხდეთ მოშურნე მიმბაძველნი, მათი სიბრძნისმოყვარეობის ღვაწლისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat