დიდ ცოდვილებთან შემწყნარებელი იყო და ყველას სინანულისკენ მიიზიდავდა
დიდ ცოდვილებთან შემწყნარებელი იყო და ყველას სინანულისკენ მიიზიდავდა
მოძღვარი მამა გრიგოლი. მოძღვარი მამა გრიგოლი წმინდა მოციქულთა სწორი კონსტანტინესა და ელენეს სახელობის კელიაში ცხოვრობდა პანტოკრატორის მონასტრის სიახლოვეს. წარმოშობით ბერძენი იყო, კაპადუკიის ქვეყნიდან, გახლდათ დიდი მმარხველი, კვირაში ორჯერ იღებდა საზრდელს, მარხვებში კი კვირაში ერთხელ. სიყმაწვილეშივე მოვიდა, ორმოცი წელი იცხოვრა მოძღვრის მორჩილებაში და ყველაფერში ბაძავდა მას. დიდბერმა მონაზვნად აღკვეცა იგი და აკურთხა, მიეღო მღვდლობა და მოძღვრობა (საბერძნეთის ეკლესიაში ყველა მღვდელს არ აქვს აღსარების მიღების უფლება, არამედ მხოლოდ იმას, ვისაც ეპისკოპოსი ამის ნებას მისცემს). ორმოცი წლის მერე, 1840 წელს, მისი მოძღვარი წარვიდა უფალთან, იგი თავისი სულიერი სიმდიდრისა და რაც ჰქონდა მიწიერი, იმის მემკვიდრედ დატოვა და ორი მოწაფე ჩააბარა. გრიგოლმა დაკრძალა მოძღვარი, მერე თავის მოწაფეებს უხმო და უთხრა: - შვილებო, ვერ ვიქნები თქვენი მამა და დამრიგებელი, თუმცა ორმოცი წელი მორჩილებაში ვიყავი და მონაზვნობას ვსწავლობდი. ჯერ კიდევ ბევრი რამე მაქვს სასწავლი და ჩემს ნებაზე ყოფნა არ შემიძლია. წავალ რუსიკში, კინოვიაში, და იქ ვისწავლი სრულყოფილ მონაზვნობას, თავმდაბლობასა და მოთმინებას. თქვენ კი, თუ გინდათ, დარჩით ამ კელიაში, ანდა რომელიმე მონასტერში წადითო.

დაამწუხრა მოწაფეები მოძღვრის ნათქვამმა. ისინი, საძმო და იქვე მცხოვრები მამები ბევრს ევედრნენ, დარჩენილიყო, მაგრამ უპასუხა: "მამანო და ძმანო! არ შემიძლია ვიყო თქვენი მწყემსი ანდა მოძღვარი - მე კიდევ ბევრი რამის სწავლა მჭირდება. წავალ, თავს გამოვცდი კინოვიაში და კვლავ ვისწავლი სრულყოფილ მონაზვნობას. არაერთხელ გამიგონია ჩემი მოძღვრისგან, რომ უდაბნო ვნებებს მხოლოდ აძინებს, კინოვია კი მათ მოაკვდინებს და ფესვიანად აღმოფხვრის; მე კი მათი მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ორმოცი წელი მოძღვართან უდაბნოში ვიცხოვრე. მოძღვარი მომიკვდა და ვუფრთხი - ჩემში ვნებებმა არ გაიღვიძონ და დამადუნონ, ამიტომაც თქვენთან ყოფნა არ შემიძლია". "აი, ასე გადმოვიდა ის რუსიკში თითქმის ჩვენთან ერთად, - იხსენებს ბერი პართენი, - 1840 წელს და მომიყვანა მე უფალმა მასთან საცხოვრებლად. ჩვენ ერთად დავდიოდით მორჩილების საქმეებზე. თუმცა ის მოძღვარი იყო, მაგრამ ყოველ მორჩილებაზე ყველაზე წინ მიდიოდა, ყველას წინაშე იმდაბდლებდა თავს და ყველას ემორჩილებოდა.

იმგვარი გულის სიწმინდე და დაფარულმცოდნელობის ნიჭი ჰქონდა, რომ დაფარულ გულისთქმებს ხედავდა. ერთხელ ზეთისხილს ვკრეფდით, მთელი ძმობა იქ იყო, მათ შორის ისიც, მე კი ამ დროს რაღაც გულისთქმები მაწუხებდა. ის მოვიდა, ხელი მხარზე დამარტყა და ბერძნულად მითხრა: "მამაო, რატომ იღებ ასეთ გულისთქმებს? ისინი ეშმაკისგანაა, განდევნე". ეს რომ გავიგე, შემეშინდა, მიწამდე თაყვანი ვეცი მას და წმინდა ლოცვები ვთხოვე. მერე კი ისე შემემუსრა გული, რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე. ვმადლობდი უფალს იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ღირსმყვეს ერთ სავანეში მეცხოვრა და სამორჩილო საქმეებზე ასეთ მამებთან ერთად წავსულიყავი.

იმავე დროს რუსიკში ცხოვრობდა სქემმონაზონი მამა მარტინიანე, ბრძენი, სრულყოფილი მორჩილებასა და საკუთარი ნების მოკვეთაში. იგი ყრმასავით უბოროტო გახდა და ისეთი სიყვარული ჰქონდა ყველას მიმართ, რომ ყველასთვის საკუთარ სულს დასდებდა და ყველას უძლურებას იტვირთავდა. ღვთისაგან ისეთი მადლი და გულის სიწმინდე ჰქონდა, რომ დაფარულ შინაგან გულისთქმებს ჭვრეტდა. რუსული ენა არ იცოდა, მაგრამ ხშირად ჩვენ, რუსებს, გვამხელდა და სულისმარგებელ სწავლებებს გვაძლევდა. ზოგჯერ რუსულად ისე დაიწყებდა საუბარს, რუსიც ვერ იტყოდა იმგვარად, ამის მერე კი კვლავ არაფერი ესმოდა რუსულად ნათქვამი, ძალზე გაოცებულნი ვიყავით.

მაგრამ მარხვის გამო ძალზე უჭირდა მამა გრიგოლს კინოვიაში, ვინაიდან იღუმენი ყოველთვის აკურთხებდა, რომ ტრაპეზზე ევლო, ამით მორჩილებაში ყოფილიყო და ძმები დაერიგებინა. მალე ის მთელი საძმოს მოძღვრად (აღსარებათა მიმღებად) დაადგინეს. იქ სულ ორი წელი იცხოვრა. პანტოკრატორელი ძმები მიდიოდნენ მასთან და აცრემლებულნი სთხოვდნენ დაბრუნებას, რამეთუ ვერ შეძლეს თავიანთი სინდისის შესაფერისი მოძღვრის პოვნა. სთხოვდნენ დიდბერებს, იღუმენს, ერჩიათ მისთვის უკან, მათთან დაბრუნებულიყო. ბოლოს და ბოლოს იგი დაბრუნდა, რამაც უდიდესი სიხარულით აავსო პანტოკრატორის მონასტერი და მთელი კარიესის საძმო".

სულიერი მოძღვარი მამა გრიგოლი. მამა გრიგოლი წარმოშობით ბულგარელი იყო.

სიყმაწვილეში, 15 წლისა, შეუდგა ქრისტეს. მთაწმინდიდან მოსვლის მერე აქედან გაუსვლელად 60 წელი იცხოვრა. 50 წელი სულიერი მოძღვარი იყო. იმხელა მადლი ჰქონდა, რომ ადამიანებს ცოდვებს არ ეკითხებოდა, არამედ თვითონ გამოუცხადებდა მათ და თითოეული ცრემლიან სინანულამდე მიჰყავდა. იცოდა, ვისთვის რა სულიერი კურნება მიეცა და ვის რისი დათმენაც შეეძლო. მოდიოდნენ მასთან პატრიარქები და მღვდელმთავრები რჩევის საკითხავად და პასუხს იღებდნენ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო კანონებს ეხებოდა.

დიდ ცოდვილებთან შემწყნარებელი იყო და ყველას სინანულისკენ მიიზიდავდა. მრავალი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან მონანიებისთვის და მისგან შექებას იღებდნენ, რადგან ენა იცოდა. ამბობენ, წინასწარ იცოდა თავისი აღსასრულიო. გარდაცვალებიდან სამი წლის მერე გათხარეს მისი საფლავი და ძვლები ცვილივით ყვითელი აღმოჩნდა. ათონელთა რწმენით, ეს ნიშნავს, რომ მონაზონმა ღვთისაგან წყალობა მიიღო. მამა გრიგოლი კაპსალაზე ცხოვრობდა და მოძღვარი გახლდათ უდიდესი რუსი ბერის, მამა არსენისა. იგი გარდაიცვალა 1839 წელს.

სულიერი მამა არსენი. დაიბადა დიდი რუსული მდინარის, ვოლგის სანაპიროზე, ნიჟეგოროდის გუბერნიაში ბალახნელი მოქალაქის ოჯახში. მისი მშობლები მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, ნათლისღებისას მას ალექსი დაარქვეს. წერა-კითხვა ყრმობისას ისწავლა. მისმა სიყმაწვილემ ცხოვრებისეულ და ერისკაცულ საზრუნავებში ჩაიარა, მაგრამ უფალი მასში თავის მონას ხედავდა და არ მისცა ნება, ამსოფლიურ ვნებებში ჩაფლულიყო და მალევე გულისხმაჰყო იგი, წმინდა წერილის და მამათა ნაწერების კითხვას შესდგომოდა. მან მალევე დაინახა ამაოება და სიცრუე ამა სოფლისა - რაოდენ უსარგებლოა ისინი, ოდეს კაცი სულზე ზრუნავს. ოცი წლის ალექსიმ დატოვა სახლი, მშობლები და ღვთის გულისთვის მწირობა, რუსეთის მონასტრების მოლოცვა დაიწყო.

მოსკოვის გუბერნიაში, პესნოშჩის კინოვიურ მონასტერში შეჩერდა, არსენმა იქ დასახლება გადაწყვიტა, სადაც დასაბამი დაუდო თავის მონაზვნურ ცხოვრებას, ძმათა სიაში ჩაირიცხა და მორჩილებაში დაჰყო სამი წელი. მერე კი წავიდა დიდი მამებითა და მოსაგრეებით განთქმულ მოლდავეთის მონასტრებში. კიევში მისულმა კიეველ წმინდათა ნაწილებს თაყვანისცა, აქ თანამგზავრი იპოვა - ნიკიტა (ტულის გუბერნიის მკვიდრი), რომელიც ვიდრე სიკვდილამდე, ორმოც წელზე მეტხანს იყო მისი თანამონაწილე ყველა განსაცდელში, შრომასა და ღვაწლში. მათ კურთხევა აიღეს კიეველ სასწაულთმოქმედთაგან, შეევედრნენ მათ და გზას გაუდგნენ.

მიაღწიეს მოლდავეთამდე, შემოიარეს ყველა მოლდავური მონასტერი და სკიტი, მგზავრებმა მოძღვრად აირჩიეს ქალაქ ბუტაშანიდან ოთხი საათის სავალზე მდებარე ბალიშევის სკიტში მცხოვრები მამა, რომელსაც სრული მორჩილებით მიენდვნენ. მერე სულიერმა მოძღვარმა ისინი მონაზვნად აღკვეცა და ალექსის აბელი უწოდა, ხოლო მის თანამგზავრსა და თანამშრომელს - ნიკანდრე.

მოგვიანებით, მოძღვარმა რომ იხილა მათი უდიდესი ღვაწლი და თავმდაბლობა, აიძულა აბელი მღვდლობის პატივი მიეღო "როგორც ღირსეულსა და წერილში გამოცდილს". შეიგრძნო უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და თავს უღირსად თვლიდა, აცრემლებულმა სთხოვა მოძღვარს, არ დაედო მისთვის ისეთი მძიმე ტვირთი, რომელიც მის ძალებს აღემატებოდა და ნება მიეცა, უბრალო მონაზვნურ ხარისხში მომსახურებოდა უფალს. მაგრამ მოძღვარმა უთხრა, რომ სრულყოფილ მორჩილს არ შვენის საკუთარ განსჯას მიჰყვეს, უნდა აღასრულოს მოძღვრის ბრძანება და მორჩილი იყოს სიკვდილამდე. აბელმა მას თაყვანი სცა და უთხრა: "შემინდე მე, წმინდაო მამაო, შევცოდე შენ წინაშე; ჰქმენ ისე, როგორც შენ გინდა!" მალე მას მღვდელმონაზვნად ხელი დაასხეს და სკიტის მთელი ძმობის თანხმობით, მოძღვრად (აღსარებათა მიმღებად) დაადგინეს. მაგრამ მორჩილება და სიმდაბლე არ შეუცვლია: თავის მოძღვარს უბრალო მონაზონივით დაემორჩილა და მის უნებართვოდ არაფერს აკეთებდა. 18 წელი დაემორჩილნენ ის და მამა ნიკანდრე თავიანთ მწყემსსა და მოძღვარს სრულყოფილი მორჩილებით და საკუთარი ნების მოკვეთით.

მერე კი მოძღვარი და მწყემსი საუკუნო სასუფეველში გააცილეს და მისი სახით შეიძინეს შუამდგომელი ღვთის წინაშე, თვითონ კი ობლად დარჩნენ. თუმცა საკუთარ ნებაზე ყოფნა არ მოისურვეს და გადაწყვიტეს, ძმურად ეცხოვრათ - ერთმანეთის მორჩილნი ყოფილიყვნენ და არ გაყრილიყვნენ ვიდრე სიკვდილამდე. თუმცა მამა ნიკანდრეს სურდა, მამა აბელი მისი მამა ყოფილიყო, რადგანაც იგი მღვდელმონაზონი და მოძღვარი გახლდათ, მაგრამ აბელი არაფრისდიდებით არ თანხმდებოდა. ამიტომაც ძმურად ცხოვრობდნენ. მცირე ხნის მერე ორივეს ღვთისაგან მიეცა ბრძანება, მთაწმინდაზე წასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ დარჩენილი ცხოვრება. მათ ერთმანეთს მოუყვნენ გამოცხადების შესახებ და სამგზავროდ იწყეს მზადება. ეს ამბავი სკიტელმა და სხვა მამებმა შეიტყვეს და გადათქმევინებას შეეცადნენ - მთაწმინდა სავსეა თურქებით და ავაზაკებით. ყველა მონასტერი დახურულია და თურქებს აქვთ დაკავებული, კელიებში კი ავაზაკები ცხოვრობენ, მთელ თურქეთში ქრისტიანის სისხლი იღვრებაო. მამა აბელმა მათ უპასუხა: "მამანო და ძმანო, ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ როგორც ღმერთს უნდა, ისე იყოსო!" მართლაც ცოტა ხნის წინ, 1821 წელს, კონსტანტინოპოლში მოკლეს პატრიარქი გრიგოლი და დიდი არეულობა მოხდა. მაგრამ მამა აბელი გრძნობდა, რომ მას ღმერთმა მოუწოდა, ათონზე წასულიყო. მამა აბელმა და მამა ნიკანდრემ გადაწყვიტეს, გზას გასდგომოდნენ. რაც ჰქონდათ, ძმებს დაურიგეს, სამგზავრო ფული და წიგნები დაიტოვეს.

ჩავიდნენ გალაციაში, ჩასხდნენ გემში და გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლში. იქ ვაება და გლოვა იხილეს - ქუჩაში ბერძენთა სისხლი ნაკადულებად მოედინებოდა. ბერძნები მათ ეუბნებოდნენ: "ახლა რატომ ჩამოხვედით, მამებო, ჩვენთან? ჩვენი მწარე ცხოვრების გაზიარება მოინდომეთ? თქვენთან ისე ცხვრებს არ სჭრიან ყელს, როგორც ჩვენთან ადამიანებს, ყოველდღიურად ას-ორას კაცს ხოცავენ. და ეს ყველაფერი ყველას თვალწინ მოედნებზე, ქუჩებში ხდება, ვინ იცის, რამდენი ამოხოცეს. წადით უკან, მოლდავეთში, ათონის წმინდა მთაზე ჯობია არ ახვიდეთ: ზღვაზე ხომალდები არ დადიან, ხმელეთზე ყველგან ავაზაკები არიან. ათონის მთაც სავსეა ავაზაკებით. მონასტრებში კი მონაზვნებთან ერთად თურქები ცხოვრობენ". მაგრამ მამა აბელსა და მამა ნიკანდრეს მტკიცედ სწამდათ, რომ მთაწმინდას მიაღწევდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat