ლოცვის სიტყვა უფლის მიერ ყოველთვის შეისმინება
ლოცვის სიტყვა უფლის მიერ ყოველთვის შეისმინება
როცა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის, იღუმენია იოანას, მამა შიო მენაბდის და მამა მიქაელ ფოფხაძის კიევ-პეჩორის ლავრაში ჩამობრძანება გავიგეთ, სიხარულით ავივსეთ და ვცდილობდით, იმ დღეებში მეუფის გვერდით ვყოფილიყავით. ერთად მოვილოცეთ კიევის წმინდა ადგილები. მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, პეჩორაში დაიწერა ლავრაში მოღვაწე ღირსი მამების ხატი, რომლის მეორე მხარეს წმინდა მამების წმინდა ნაწილები განთავსდა. მეუფე დავითს სურდა, მღვიმევის მიძინების სახელობის ტაძარში ღამისთევის ლოცვა ჩაგვეტარებინა. აქ მოღვაწე მამების გვერდით ქართველმა სასულიერო პირებმა აღასრულეს ღვთისმსახურება. საქართველოსთვის დაწერილი წმინდა მამების ხატი მსახურების დროს საკურთხეველში იყო დაბრძანებული. ლოცვის დასრულებისას მეუფე დავითმა იქადაგა:

"ვმადლობ ღმერთს და ამ წმინდა მონასტრის ძმობას, რომელმაც დღევანდელი ჩვენი მსახურების სიხარული გაიზიარა. დღევანდელი ჩვენი მსახურება უხრწნელ ნაწილებთან კიდევ ერთი დიდი მოწმობაა იმისა, რომ ზეცაში ყველა სულით ხარობს, რადგან აქ, მიწაზე, სასწაული და წყალობაა ღვთისა - ჩვენ ზეციური ეკლესიის მკვიდრებთან გვიწევს ყოფნა ლოცვის დროს. ეს მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ ამ მიწაზე დაწყებული ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, ერთმანეთის სიმძიმის ტარება და განსაცდელში ერთად დგომა ღვთის მიერ აღინიშნება გვირგვინით, ზეცაში ერთად ყოფნით. დღევანდელი მსახურება კიდევ და კიდევ სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს იმიტომ, რომ ძმებს შორის ყოფნაზე უკეთესი არაფერია. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, - რა უნდა იყოს ურთიერთმოყვარულ ძმათა ერთად ყოფნასა და ღვთის წინაშე დგომაზე მშვენიერი. ღმერთს ვთხოვთ და ამ წმინდა სავანის ღირს მამებს, რომ შეეწიოს ამ მონასტერს და დაიცვას მშვიდობით ამ ეკლესიის წინამძღოლი, უნეტარესი ვლადიმერი და მისცეს მის სულს შვება და სიხარული. ღმერთს ვთხოვთ ძმობის სიმტკიცეს რწმენაში და სიმრავლეს. ღმერთს ვთხოვთ, კეთილისმყოფელთა და ჩვენ მლოცველთა დიდი სიხარული გაგვატანოს ამ წმინდა სავანიდან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩვენთან არს ღმერთი".

მოგეხსენებათ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, პეჩორის ლავრაში მდებარე მღვიმეში მოღვაწე მამების სახელობის ტაძარში დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე ქართულ წირვა-ლოცვას აღასრულებს. ღვთის მადლით, კიევში მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ, დაესწრონ მშობლიურ ენაზე ჩატარებულ ღვთისმსახურებას და უფლის წიაღში იყვნენ. მეუფე დავითმა 19 ნოემბერს შაბათის ლოცვა მამა კახაბერთან ერთად ჩაატარა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი ტაძარში მყოფ მრევლს უქადაგა:

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი! ძალიან მიხარია, რომ ერთად ვართ, მაქვს დიდი სიხარული იმიტომ, რომ შეგხვდით თქვენ, ჩვენს თანამემამულეებს. პეჩორის ლავრაში ორი წლის წინ ვიყავით, მოვილოცეთ მღვიმეები და გაგვიჩნდა სურვილი, ალავერდის ეპარქიისთვის, ალავერდის ტაძრისთვის პეჩორის მონასტერში დაეწერათ კიევის ლავრაში მოღვაწე ღირსი მამების ხატი. პირველი ჩამოსვლისას ჩვენ გადმოგვცეს წმინდა ნაწილები თითოეული ღირსი მამისა და ამ ხატის დაწერის სურვილიც იქიდან გაჩნდა. ამ ხატ-სანაწილის ზურგზე, ბუდეებში ჩაბრძანებულია თითოეული ღირსი მამის წმინდა ნაწილი. აქვს წარწერა, რომ დაიწერა ხატი კიევ-პეჩორის ლავრაში ალავერდის ტაძრისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან მართლაც დიდ შეწევნას ვგრძნობთ ღირსი მამებისგან. მათი მფარველობა შორ მანძილზეც გვეწევა და გვანუგეშებს. სხვადასხვა მიზეზის გამო ხართ თქვენი სამშობლოდან შორს, მაგრამ ერთი მთავარი უნდა ვიცოდეთ: ლოცვამ არ იცის დრო, მანძილი. ვინც ლოცულობს და ვისაც იხსენიებს ლოცვაში, ისინი ღვთის მადლით ერთიანდებიან. შეიძლება ვიყოთ სამშობლოდან შორს, მაგრამ ლოცვით ყოველთვის ჩვენს ახლობლებთან ვართ. შეიძლება ვერ ვხედავდეთ ჩვენს ახლობლებს, მაგრამ ღმერთი გვეხმარება, რომ ლოცვით ყოველთვის მათთან ერთად ვიყოთ. ძველი აღთქმის წიგნს თუ გავიხსენებთ, იოსები ეგვიპტეში იყო და ღმერთმა მას ჭეშმარიტი მსახურებისთვის, შემართებისა და ერთგულებისთვის დიდი წყალობა მისცა. იყო ფარაონის პირველი მოადგილე, შემწე და ღმერთმა მისი ხელით მისი მოდგმა, ძმები და ნათესავნი გადაარჩინა. თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორადაც არ უნდა ვიყოთ, თუ ყოველთვის ვიქნებით ერთგულნი ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტი ღმერთის, სამების, იესო ქრისტესი, მაშინ ღმერთი მოგვცემს დიდ სიხარულს, დიდ ნუგეშს და დიდ ძალას. ჩვენი ლოცვის სიტყვა იქნება მხნე და გულმართალი. ლოცვის სიტყვა უფლის მიერ ყოველთვის შეისმინება. თვითონ კიევის წმინდა მონასტერში ღვთის შეწევნის უმაგალითო ნიმუშებია, უხრწნელი გვამებია ღირსი მამებისა, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ჩვენ არ გვესმის, თორემ მეტყველებენ, ქადაგებენ და ღაღადებენ ზეცისა და მიწის ერთიანობაზე... ისინი განადიდა ღმერთმა უხრწნელებით და ზეცაში ჩვენთვის ლოცულობენ. თქვენი დროებითი სამშობლოდან შორს ყოფნა, ვფიქრობ, ღვთითმოცემული საშუალებაა, რათა თქვენი რწმენა და თქვენი თავი გამოსცადოთ ჭეშმარიტების ერთგულებაში და სამშობლო ქვეყნის სიყვარულში, ერთგულებაში. სამშობლო ქვეყნის სიყვარულს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტი მსახურება გვასწავლის. უფალი ამბობს: ვარ ნათელი ამა სოფლისა და ვინც შემომიდგეს, ბნელში არ ვიდოდეს, და ვინც ნათელს შეუდგეს, მისთვის ლოცვის ძალა ხელშესახებია და სასწაულთმოქმედი. მას თუ ზეცა სურს, რომ შეიყვაროს და დაბრუნდეს ზეცაში, ამისათვის ღმერთმა მას სამშობლოს სიყვარული მისცა. რადგანაც მოციქული ამბობს, როგორ დაგიჯეროთ, რომ გიყვართ ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავთ, როცა არ გიყვართ თქვენი მოყვასი, რომელსაც ხედავთ. ჩვენ თუ გვსურს, ზეციური სამშობლო დავიბრუნოთ და ვამბობთ, რომ გვიყვარს, იმავდროულად უნდა გვიყვარდეს სამშობლო, რომელიც ღმერთმა მოგვცა ამ მიწაზე, რომ ამ მიწიდან ვისწავლოთ ჩვენი ზეციური სამშობლოს გზა და სიყვარული, ასევე ზეციური სამშობლოს სიყვარული და, პირიქით, ზეციური სამშობლოს სიყვარულით მიწიერი სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. მინდა წაგიკითხოთ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი სიტყვა:

ქვეყანა საქართველო.

რომელიც ყველას განაცვიფრებს და ყველას იზიდავს, ხან საიდუმლოა ამოუხსნელი, ხან გულღიაა, ყველასთვის დასანახი.

ქვეყანა საქართველო.

რატომ უყვართ ქართველებს სამშობლო მიწა? და რატომ ითვლებიან ქართველები კარგ სოფლისმეურნე ხალხად? რას ეფუძნება სამშობლოს სიყვარული და რა ასაზრდოებს მას?

ქვეყანა საქართველო.

აქ სიხარული და მწუხარება, ტკივილი და შვება ერთად არის, როგორც ყველგან, მაგრამ საქართველო მაინც სხვაგვარადაა. როგორც წმიდა გიორგისთან - ხორცი იგლიჯებოდა და სული შენდებოდა, სხეულს სტკიოდა და გულს უხაროდა. ჯალათნი უღონო სიცოფეში ვარდებოდნენ, ხოლო გულმართალნი ძლევისა გალობით მხიარულობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ. რადგან სიკვდილითა სიკვდილი იძლია. და ამ სიხარულს, განცდას, ტკივილს და სხვას ყველაფერს კრავს, აერთიანებს და ასაზრდოებს მახსოვრობის ღრმა ფესვი, ხანდაზმული, დიდი ასაკის ჩვენი მყოფობისა.

KARIBCHE

მამა მიქაელი, მეუფე დავითი და მამა შიო


მაინც რა არის ჩვენთვის სამშობლო? მამული, მიწა, რწმენა, ვენახი, ღვინო? თუ ქონება, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ან მადლი, რომელსაც თაობებს გადავცემთ?

დაბადება:

პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.

და იქმნა...

შექმნა ღმერთმა ყოველი ხილული და არა ხილული. შექმნა მამამ შვილი - ადამი. ხატად და მსგავსად მისსა. დაარიგა და მისცა წესი.

და იყო ღამე, იყო დილა - დღე უფლისა, რომელ ჰქმნა, ვიხაროდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.

გამოიდევნა სამოთხით ადამ (და ევა). და იყო ტკივილი, მონატრება. 830 წელი იცოცხლა ადამმა დედამიწაზე. ტიროდა და გოდებდა სამოთხის დახშულ კართან იმედითა და მონატრებით. და ეს იმედი, მონატრება გაჰყვა თაობებს.

დაბადება:

უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.

ზეცა - წიაღნი მამულნი - ურჩობით და ამპარტავნებით დავკარგეთ და მის კვლავ მოსაპოვნელად, დასაბრუნებლად აღთქმა მოგვეცა და საშუალება: მიწაზე მორჩილებით შრომისას ორმაგი საზრდოს მოპოვების - ხორციელისა და სულიერისა. რადგან მიწის ნაყოფი, ღვთივკურთხეული, გვზრდის და სულის ნაყოფი მორჩილებით, მოთმინებით ზეცის მოლოდინს ამოკლებს, ამტკიცებს, იმედიანს ხდის. აკი, ადამი მრავალი წელი სასოებით ტიროდა სამოთხის დახშულ კართან, რადგან შეიყვარა თავმდაბლობა და შემოქმედმა მისი ცოდვა დაფარა.

გამოხდა ხანი. მიწამ ფერი იცვალა. სამახარობლო ზეთისხილის რტო მშვიდობისა კიდობანში მოუტანა მტრედმა ნოეს და ერთგულების ნიშნად მადლობის მსხვერპლი შესწირა მან.

"იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო"... დაბადება თ. VIII.21.

და იწყო მიწის მუშაკობა და დანერგა ვენახი მადლობის ნიშნად.

და იყო ღამე, იყო დილა - დღე უფლისა.

"KARIBCHEმე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და თქვენ რტონი, - ამბობს უფალი, - ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქვენ"... იოვანე თ. XV.1-5.

...სვით ღვინო ახალი. ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა... ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. უფლის სავენახედ იქცა ქვეყანა. სინდისიერ მუშაკად აღიზარდა ხალხი. მადლიერებაში განმტკიცდა. გარემოს სილამაზით ინუგეშა. თავმდაბალ შრომაში გამრავლდა.

ღვთის ერთგულებაზე მშვენიერი ხომ არაფერია. ამ ერთგულებისთვის ბევრი ვიშრომეთ, ვიომეთ, ვაშენეთ და ვეწამეთ, მაგრამ ღვთის სიყვარულით ვიმარჯვებდით ყოველთვის. გვახსოვს, რომ აღთქმა მოგვეცა და უფალი ცისარტყელას სილამაზით გვახსენებს, სიოს ნაზ მობერვაში გვიცხადებს.

სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ პირველი მცნება - მიწის მუშაკობა - გზა-ბილიკია ზეცას დასაბრუნებლად. მიწისმეურნე ამუშავებს ნიადაგს და ახსოვს, რისგან არის აღებული. ესმის სიტყვა - მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ენატრება მთქმელი და ზეცა - სახლი. ამიტომ ამ წუთისოფელში თავის შრომას სასოებით ეწევა, გამოითხოვს მფარველობას, რომ მან, შემოქმედმან, აკურთხოს გვირგვინი წელიწდისა. ზომიერი ჰაერი, ქარი, წვიმა და სხვა მრავალი შესაწევნელად მოსცეს ქვეყანას. მარტო მარჯვენას არ ეიმედება. მიწის მეურნე მადლიერია ყოველთვის. ვენახი მსხმო ზეცას მიბჯენილი კიბეა. ღვინით, "ახალი ღვინით", ზიარების სისხლით ცა და ქვეყანა გაერთიანდა. საკურნებელად სულისა და ხორცისა. მიწა ჩვენი სულიერი საზრდოს მომცემია, რადგან გვასწავლის მორჩილებას და მოთმინებას. წარმავალს გვანახებს, მარადისობაზე, სიკვდილზე გვაფიქრებს. ამიტომაც მიწა, სამშობლო, არა მხოლოდ იმიტომ გვიყვარს, რომ იქ წინაპრის ძვლებია, ძარღვი და ხრტილია ჩანაცრული; ან მხოლოდ ნაყოფის მომცემია, საზრდოა ხორციელი. მიწა ზეცას გაბმული ხსოვნის ძაფია. ჩვენი დაცემის მწვავე ნერვია. ჩვენდამი მოცემული აღთქმის გასაღებია - თავმდაბალი მუშაკობაა. ვაზის ფესვია - უფლის სისხლია. ეს უფრო დიდია, მაღალია. ეს კიბეა, ცად აღმყვანებელი. მიწა - სამშობლო თავის უფლებაა ღმერთში. როგორც წმინდა გიორგისთან, დიოკლეტიანეს როცა უთხრეს დიდებულებმა: "დაბრუნდი, ტახტი ჩაიბარე და მართე იმპერია", გამოიტანა მიწის ნაყოფი და თქვა: "ნახეთ, რამხელა კომბოსტო მოვიყვანე ჩემს ბოსტანში". მიწას ვერ მოსწყდა. არ ეყო ძალა. ენატრებოდა და ვერ მიხვდა, რა. დაღალა ზღვა სისხლმა და ამ მწველ ფიქრს მიწასთან გაექცა. ამუშავებდა მიწას, რადაც სულ მალე გადაიქცეოდა. ჩასცქეროდა მიწას, და ზეცა ამოჰყურებდა. ხმა ესმოდა და არკი ესმოდა. ენატრებოდა, მაგრამ სახელს ვერ არქმევდა. იმას კი გრძნობდა - მიწასთან მშვიდად იყო. დაღლილმა მიწა ვერ გაცვალა. გრილი მიწა, კომბოსტოს მომცემი მიწა არ გაცვალა იმპერატორის ტახტზე. იმიტომ, რომ მხოლოდ ასე იცნობდა მას. მადლიერება არ იცოდა და გატყდა. მტვრად იქცა.

ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ...

მიწას ვტოვებთ, როცა ზეცა გვიხმობს. სამშობლოს მიწიერს ვტოვებთ ზეცას მიმავალნი. საგზლად ზიარების მადლი, სანთელი, საკმეველი მიგვიძღვის.

ზეცისა სიმშვენიერე განსაცვიფრებელია. ზეცისა სილამაზე ენით გამოუთქმელია - "არცა ყურს სმენია, არცა თვალს უხილავს". გვწამს, რომ ასეა და ამით ვმაგრდებით იმ სილამაზისთვის. მიწაზე კიდევ ბევრს მოვითმენთ, რომ უფრო მეტი ბრწყინვალება ვიხილოთ. სამშობლო მიწის სიყვარული ზეცის სიყვარულისა ანარეკლია. ეს გულის ძგერა წინდია ცად აღმყვანებელი. სამშობლო მიწა უფლის სავენახეა. სამშობლო მიწა ვენახია ახლად აყვავებული.

საქართველო ქვეყნად დანერგილი სავენახე მიწის მუშაკია - გეორგიაა.

მიწისმუშაკობა ხომ ზეცას დასაბრუნებელი მოკლე სავალია. მიწისმუშაკობა უფლის მორჩილების ვიწრო გზაა. მიწისმუშაკობა ზეცას მიმავალი ეკლიანი ბილიკია. მიწისმუშაკობა სიტყვის მორჩილებით სიხარულის ნაზი მობერვაა. მიწისმუშაკობა ხომ უფლის სავენახისა გონიერი მევენახობაა.

ალბათ გინახავთ ნამიან დილით ნისლებშეპარული, ხარდანზე ახვეული, ფერდობს ჩამოყოლებული ვენახი ყვავილობისას. დაბარულ მიწას ოხშივარის ქოჩრით გული გადაუშლია. ზეცას მიყურადებით პირველი მზის სხივის გარინდული მოლოდინი. მშვენიერია. ზეცისა სავენახე მრავალგზის მშვენიერია.

ვახტანგ VI სამართლის წიგნში წერს: "ბოგანოა კაცი, რომელსაც ვენახი არა ჰქონდეს, რაგინდ სხვა მამული ბევრი ჰქონდეს". ეს მაშინ უთქვამთ ძველებს, როცა ამის გახსენება აუცილებელი გამხდარა.

ვინც მიწას ყიდის, ის თავისუფლებას ყიდის. ზეცას სცილდება. ნასხლევს ემსგავსება.

ქვეყანა საქართველო:

უფლის სავენახისა მიწის მუშაკი წმიდა გიორგია.

რატომ წმინდა გიორგი? იმიტომ, რომ წმინდა გიორგი გონიერია. რატომ? ქრისტეთი, იმიტომ, რომ თავს არ იწონებდა თავისი სარწმუნოებით. წარმართი იმპერატორის მხედართმთავარი იყო, მაგრამ თავისი ჯარის არც ერთ მეომარს არ აძლევდა უფლებას, ყოფილიყო უზნეო და ყოფილიყო მტაცებელი, მაგრამ როგორც კი წარმართი იმპერატორი გამოსცემს უსჯულო კანონს ქრისტიანთა უმოწყალო, უპირობო ხოცვა-ჟლეტისას, მაშინ გამოდის წმინდა გიორგი, თავის სამხედრო პატივს დასდებს, თავის მეომრებს გაუშვებს, მიდის იმპერატორთან და ამხელს მის ურჯულოებას. ამის შემდეგ უკვე იწყება წმინდა გიორგის წამება, მაგრამ როგორც სახარებაში წერია: ვერც ხორცის გლეჯამ, ვერც დევნამ, ვერც ქვის დაკრეფამ ვერ განგვაშოროს ჩვენ ქრისტეს სიყვარულს. ამით ემსგავსა ქვეყანა საქართველო წმინდა გიორგის. ჩვენთან არს ღმერთი!

გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat