გმადლობ შენ ყველაფრისთვის
გმადლობ შენ ყველაფრისთვის
* წმინდა ამბროსი ოპტელი ჰყვებოდა: ერთხელ ვწევარ ლოგინში, ჩემს კელიაში, შამორდინოში - მაშინ უკვე ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. დღის ორ საათზე ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა და კელიაში სიკვდილი შემოვიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ღირსმა თეოდორამ იხილა - ადამიანის ჩონჩხის სახით, აკიდებული ჰქონდა ხერხები, ჩაქუჩები, სხვადასხვანაირი იარაღი. მომიახლოვდა, ზურგზე ჩაქუჩი დამარტყა და ვიგრძენი, რომ ბეჭები დამიბუჟდა. ამ დროს გაისმა ხმა: - "დაანებე თავი, მან კიდევ უნდა იცოცხლოს ამ ქვეყანაზე". მაგრამ სიკვდილმა ჩაქუჩი ხელზე მაინც დამარტყა. იმავე წამს უხილავმა ხმამ კვლავ უბრძანა ჩემთვის თავის დანებება. სიკვდილმა ჩაქუჩი ასწია და მესამედ უნდა დაერტყა, რომ მოისმა ხმა: "დაანებე თავი, უნდა იცოცხლოს, ის ჯერ მზად არ არის. წადი მონაზონ გლაფირასთან, უკვე მზადაა საუკუნო სიცოცხლეში გადასასვლელად". ამის შემდეგ სიკვდილი გაქრა. მეორე დღეს მამა ამბროსიმ დედა აგრაფინა გაგზავნა მონასტრის საავადმყოფოში ავადმყოფ მონაზონ გლაფირას სანახავად. ის დილის ოთხ საათზე გარდაცვლილიყო და კუბოში ჩაესვენებინათ.

* მამა ანდრონიკეს (ლუკაშს) ტვინში სისხლი ჩაექცა. საამქვეყნო პირი არ უჩანდა. აზიარეს, ზეთი სცხეს. სამი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ამასობაში ახალგაზრდა ბერი, ანდრიანე, უეცრად გახდა ავად და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ამბავი მორჩილმა მამა ანდრონიკეს აცნობა. მან უთხრა: "უფალმა თავისი ანგელოზი გამოგზავნა ჩემი სულის წასაყვანად, მაგრამ ბრძანება გზაში შეცვალა და სხვაზე (ანუ ანდრიანეზე) მიუთითა, მე კი ხალხისთვის დამტოვა ცოცხალიო". ამის შემდეგ მამა ანდრონიკე ნელ-ნელა მომჯობინდა და გამოჯანმრთელდა კიდეც.

* მონაზონი პარასკევა ჰყვებოდა: დედაჩემი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, განსაკუთრებით მოწყალების გაცემა უყვარდა. სიკვდილის დღე წინასწარ იცოდა და ემზადებოდა. ბრწყინვალე ორშაბათს გარდაიცვალა. გლახაკებმა მიაცილეს სამარემდე მისი კუბო.

ბელევის მონასტერში მორჩილობისას მამა ამბროსი ოპტელთან მივედი. დავინახე, როგორ გამოვიდა სკიტიდან მოძღვარი, კოშკთან გაჩერდა და ვიღაცას ესაუბრებოდა, თუმცა იქ არავინ ჩანდა. შემდეგ შევიდა ქოხში და მორწმუნეთა მიღება დაიწყო. ამ დროს მისი მორჩილი გამოვიდა და იკითხა, - აქ ვინ არის პარასკევა ბელევის მონასტრიდანო. შევედი მამა ამბროსისთან. მაკურთხა და მითხრა, რომ კოშკთან გამოცხადებია ჩემი გარდაცვლილი დედა და ჩემი მფარველობა უთხოვია. მამა ამბროსიმ აღმიწერა მისი გარეგნობა, თუ რა ეცვა დაკრძალვისას და მისი სახელიც კი მითხრა - ქიონია.

* ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.

* ბერძენთა მეფე თეოფილე განშვებულად ცხოვრობდა, საკუთარი სულისთვის არა ზრუნავდა და ასე აღესრულა. დედოფალი თეოფილა შეაძრწუნა ქმრის სიკვდილმა და უფრო იმან, რომ მისი ქმარი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში იტანჯებოდა. გააძლიერეს ლოცვები ეკლესიაში, მეფის სახელზე უამრავი მოწყალება გაიცა. ეკლესიის ლოცვამ ღმერთამდე ააღწია და შეიწყალა თეოფილე დედოფლის გასახარად და ეკლესიის სანუგეშოდ, რომელსაც ჰყავს მრავალმოწყალე და ყოვლადძლიერი მეუფე, რომელიც მიცვალებულთა არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც განაცოცხლებს და ამოჰყავს ჯოჯოხეთიდან.

* მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის. თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულისთვის.

* მამა სებასტიანე ყარაგანდელს (+1966) განსაკუთრებით უყვარდა მიცვალებულთა მსახურების აღსრულება, ყოველდღე პანაშვიდებს იხდიდა. ამბობდა, უფრო მეტად დედაკაცებისთვის ლოცვა და მსახურება მიყვარს, რადგან მათ გაცილებით ნაკლები ცოდვები აქვთო. მისთვის მიცვალებულთა ცოდვებიც ცნობილი იყო. ხშირად დილის 3-4 საათზე გააღვიძებდა მორჩილს და მიცვალებულთა მოსახსენებლის მიტანას სთხოვდა. მამა სებასტიანეს გარდაცვალების შემდეგ ერთ მორწმუნეს ჰქონდა ხილვა: უამრავ მაღალ, ოქროში ჩასმულ ტაძართა შორის იდგა ერთიანად ჯვრებით შემკული პატარა საყდარი. ვისია ეს ჯვრებშემოსილი ეკლესიაო, - იკითხა მორწმუნემ. სქემარქიმანდრიტ სებასტიანესია, - უპასუხეს, - მას მიცვალებულთათვის ლოცვა უყვარდა და ამიტომაც არის ეს ეკლესია ჯვრებით შემკული და შემოზღუდულიო.

* წმინდა ათანასია იღუმენიამ (მისი ხსენება 12 აპრილსაა) გარდაცვალების წინ თავისი მონასტრის დედებს ანდერძად დაუბარა, როცა მოვკვდები, ორმოც დღემდე გლახაკებისთვის ტრაპეზი გააწყვეთ ხოლმეო. მოხდა ისე, რომ დედებმა მხოლოდ ათ დღეს შეასრულეს წინამძღვრის ანდერძი. ასეთმა ურჩობამ და უდებებამ აიძულა წმინდა დედა, მათთან მისულიყო - რამდენიმე მონაზონს გამოეცხადა ორ ანგელოზთან ერთად და მკაცრად ჰკითხა: - რატომ არ ასრულებთ ჩემს ანდერძს? იცოდეთ, თუ ვინმე მიცვალებულისთვის ორმოც დღეს მოწყალებას გასცემს და მშიერს დააპურებს, ამით მოწყალეს გახდის უფალს. თუ მიცვალებულნი ცოდვილნი იყვნენ, ამით ღმერთი მათ მიუტევებს ცოდვებს, ხოლო თუ ცოდვები არ ჰქონდათ, მათთვის გაღებული სიკეთე სიკეთის მქმნელს სულის ხსნაში შეეწევაო.

* ნეტარმა კირ-ლუკამ ძმებს თავისი ხილვა მოუთხრო: როცა მონასტრის ძმობა ყალიბდებოდა და იკვრებოდა, მასთან მისი ხორციელი ძმა მივიდა და ანგელოზის სქემა შეიმოსა, მაგრამ ძალზე უდებად ცხოვრობდა და ასე გარდაიცვალა. ღირსი ლუკა დაუცხრომლად ლოცულობდა ძმის სულისთვის, ღმერთს სთხოვდა, მისი სამყოფელი ეჩვენებინა. ერთხელ, ლოცვისას, ნახა, რომ მისი ძმის სული ეშაკებს ჩაეგდოთ ხელში. მამა ლუკამ თავისი მორჩილი გაგზავნა ძმის კელიის დასათვალიერებლად. მორჩილმა კელიაში ფული იპოვა, რომელიც მაშინვე მოწყალებად გასცა მამა ლუკამ და კვლავ ლოცვად დადგა. ამჯერად კი ღვთის სამსჯავრო იხილა, სადაც მისი ძმის სულისთვის ანგელოზები და ეშმაკები დაობდნენ. ეშმაკები გაიძახოდნენ: - შენ ხომ სამართლიანი ხარ, ღმერთო, ჰოდა, განსაჯე, ეს სული ჩვენია, რადგან ჩვენს საქმეს ასრულებდაო. ანგელოზები ამბობდნენ, ის მის სახელზე გაცემული მოწყალებით გადარჩა ჯოჯოხეთსო. ეშმაკები უარობდნენ: მაგან კი არ გასცა მოწყალება, არამედ მაგისმა მოძღვარმაო და მამა ლუკაზე მიუთითებდნენ. ღირსმა მამამ უთხრა ეშმაკებს: - დიახ, მე გავეცი მოწყალება, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ მის სახელზეო. ამის თქმაზე ეშმაკები გაქრნენ და ბერის სული ღვთის ანგელოზებს დარჩათ.

* დიდი მადლია უფლის წინაშე ღატაკი და უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ვინმე მაგისტრიანე მეფემ რაღაც საქმეზე გაგზავნა. გზად მიგდებული შიშველი მიცვალებული ნახა. შეეწყალა ძალიან, მონა წინ გაუშვა, მოიხსნა მოსასხამი და მიცვალებულს გადააფარა. საკმაო დრო გავიდა ამის შემდეგ. მეფემ ახლა სხვა დავალებით გაუშვა. გზად უბედურება შეემთხვა, ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მოიწვია ექიმები. რახან არაფერი ეშველებოდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, მეორე დღეს ფეხი მოეკვეთათ. მარტოდ დარჩენილი მაგისტრიანე მწარედ ატირდა. შუაღამე იყო, კანდელი ენთო. ამ დროს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჰკითხა, - რატომ ტირიო. ხვალ ფეხი უნდა მომკვეთონო, - უთხრა მაგისტრიანემ. უცნობმა სთხოვა, ფეხი მაჩვენეო. შემდეგ კი, მიუხედავად ავადმყოფის უარისა, ფეხზე წამოაყენა - დამეყრდენი მხარზე და გაიარე, შენ უკვე ჯანმრთელი ხარო. მაგისტრიანემ თამამად გაიარა. განცვიფრებულმა ჰკითხა უცნობს: - ჩემთან გამომგზავნელი ღმერთის გულისთვის, მითხარი, ვინ ხარო. უცნობმა უთხრა: - შემომხედე, ჩემი მოსასხამი ხომ არ გეცნობაო. კი, ჩემიაო, - მიუგო მაგისტრიანემ. მაშინ უცნობმა ბრძანა: - მე ის ვარ, შენ რომ მიცვალებული ნახე, შეგეწყალა შიშველი და მოსასხამი გადააფარე. ამ კეთილი საქმისთვის ღმერთმა შენს განსაკურნებლად გამომგზავნა და ამისთვის მადლობდე უფალსო. უცნობი გაქრა და სრულიად განკურნებულმა მაგისტრიანემ ადიდა ღმერთი.

* ერთხელ წმინდა მაკარი ეგვიპტელმა უდაბნოში მამაკაცის გამხმარი თავის ქალა იპოვა. როცა მას კვერთხით შეეხო, წმინდანს მოეჩვენა, რომ ქალამ ხმა გაიღო. ვინა ხარ? - ჰკითხა ღირსმა მაკარმა. ქალამ უპასუხა: - მე კერპების მთავარი ქურუმი ვიყავი და ახლა ჯოჯოხეთში ვარ; მაგრამ შენ, ამბა მაკარ, როცა ღვთის სულით ავსებული ლოცულობ ჯოჯოხეთის სატანჯველს მიცემულთათვის, ისინი მცირე ნუგეშს იღებენო. მამა მაკარმა ჰკითხა: - მითხარი, როგორია ეგ ნუგეშიო. თავის ქალამ ამოიოხრა და უპასუხა: რაოდენ დიდი მანძილიც არის ცასა და დედამიწას შორის, ასეთივე დიდია ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც თავით ფეხამდე ვიმყოფებით და ერთმანეთის ნახვის საშუალებაც არ გვაქვს. როცა შენ ჩვენთვის ლოცულობ, მაშინ ოდნავ ვხედავთ ერთმანეთს და ამით ვნუგეშობთო. ატირებულმა ბერმა ჰკითხა ქალას: - ამაზე დიდი სატანჯველიც თუ არსებობსო. არიან სხვებიც, რომელნიც ჩვენს ფეხქვეშ იტანჯებიან გამოუთქმელი სატანჯველითო, - მიუგო. ღირსმა მაკარმა მიაბარა მიწას თავის ქალა და დამწუხრებულმა განაგრძო გზა.

* დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: "მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა".

* დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა.
იცი, შენთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი,საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ "გოლგოთის მსხვერპლს" ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დაადნო.
ბეჭდვაელფოსტა
25.10. 2018
ლერი მაღლაფერიძე
კარგი იქნება, თუ კელიას ნაცვლად მშვენიერ ქართულ სიტყვა - სენაკს იხმართ.
15.02. 2015
დიდება უფალს, ამინ!
დიდება უფალს, ამინ!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat