მუდმივად მმარხველი, თითქმის არასოდეს იღებდა ზეთიან საჭმელს
მუდმივად მმარხველი, თითქმის არასოდეს იღებდა ზეთიან საჭმელს
მამა იოსებ ისიქასტის ცხოვრება
მოძღვრის სიკვდილის მერე. განმარტოება და სიმყუდროვე ამ ადგილისა (წმინდა ბასილი დიდის სკიტი) თავისთავად იდეალური იყო; მოსაგრეობის ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, მთელი სულით მისცემოდნენ ლოცვას და "მუშაკობას".
მოძღვრის სიკვდილის მერე მამა იოსებს და მამა არსენს უკვე შეეძლოთ დაეტოვებინათ ყოველგვარი საზრუნავი და თავიანთი სახელდახელოდ გაკეთებული კალივა. ორი ახალგაზრდა მოსაგრე, რომელთაც უკვე აღარ ჰქონდათ საფიქრალი, ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ და ხშირად შეხედავდნენ იქ, სადაც გაეგონათ, რომ წარსულში ვინმე სათნოებით აღსავსე ასკეტი ცხოვრობდა. უმთავრესად კი ისინი ათონის მწვერვალზე და ოდნავ ქვემოთ, ქედზე მოღვაწეობდნენ, ვიდრე დიდი ლავრის მიწების საზღვრამდე. თუ საშუალება მიეცემოდათ სულისმარგებელი საუბრისა თუ საქმისა, ყველაზე შორეულ სავანეებსა და სკიტებშიც კი მიდიოდნენ. თუმცა ისინი ძირითადად დიდი ლავრის მიდამოებში და მათ საყვარელ ათონის მწვერვალზე ბინადრობდნენ.

მათი მუდმივი მოძრაობის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ ის, რომ სხვებისთვის უცნობად დარჩენილიყვნენ, მათ უფრო მეტად სულიერი კაცის პოვნის სურვილი ჰქონდათ, რომელიც მათ დამოძღვრავდა. თან დაჰქონდათ ცვრის ტყაპუჭი, რომელსაც ქვეშსაგებად იყენებდნენ, ორცხობილიანი გუდა და სპილენძის ქვაბურა, რომელშიც დროდადრო გარეულ ხილს ხარშავდნენ ათონის მწვერვალზე. ისინი გაურბოდნენ უმიზნო შეხვედრას, რათა მდუმარება დაემარხათ, თუ ეს შესაძლებელი იყო, ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდნენ. ამავე მიზეზით მოსაგრენი ერთმანეთისგან რაღაც მანძილით დაშორებულნი მოძრაობდნენ და იმავე მანძილზე სხდებოდნენ დასასვენებლად. ზამთარში ისინი თავიანთ კალივაში ბრუნდებოდნენ და აღდგომის დღესასწაულამდე რჩებოდნენ. მერე კი კვლავ იწყებოდა მოგზაურობა.

მამა იოსები არაფრის დათმობაზე არ მიდიოდა, როცა საქმე ეხებოდა მოსაგრეობას და განსაკუთრებული ლოცვით ღვაწლს. ის ბევრს მარხულობდა და უფრო მეტად მღვიძარებდა. მოსაგრეთა საკვები იმ წლებში იმდენად მწირი იყო, რომ დღეს დაუჯერებლად შეიძლება მოგვეჩვენოს. მამა იოსები დღეში ერთხელ ბიზანტიური დროით მეცხრე ჟამზე სამოცდათხუთმეტ გრამ ორცხობილას ჭამდა. ორცხობილებით მათ მონასტრებში ყოფნისას ამარაგებდნენ. ხელსაქმეს არ ეწეოდნენ, თუმცა მამა იოსებმა კარგად შეითვისა ხეზე კვეთა, მას ამის განსაკუთრებული ნიჭი და მტკიცე ხელი ჰქონდა. როცა სამოსი ძალზე გაუცვდებოდათ, მონასტრებში მცხოვრები ღვთისმოშიში ბერები მათ შესამოსელს აძლევდნენ. ამგვარად არიდებდნენ თავს ცხოვრებისეულ საზრუნავს. მათი ამგვარი თავდაპირველი ცხოვრების წესი რვა წელს გაგრძელდა. შემდეგ უარი თქვეს მწირობაზე და თავიანთ კალივაში დაბრუნდნენ.

განსაცდელი. ღირსსახსოვარი მამა იოსები ჰყვებოდა, რომ წმინდა ბასილის სკიტში დაყუდებული უმკაცრეს მოსაგრეობაში ლოცვის ჟამს ერთხელ კვლავ აღივსო სინათლით. მაშინ გონებამ, რომელიც გულის სიღრმეში ჩასულიყო და ლოცვით ტკბებოდა, შეწყვიტა ჭვრეტა და ირგლივ დაღვრილ ზებუნებრივ ნათელს უცქერდა. უეცრად მან მონაზონთა გრძელი რიგი დაინახა, რომლებიც საომრად ემზადებოდნენ. მათ წინ კი მცირე მანძილზე იდგა მრავალრიცხოვან ველურ ეთიოპთა არმია, საზიზღარი შესახედაობის. "მაშინ ვიხილე, რომ მომიახლოვდა მაღალი და დიდებული მხედართმთავარი, რომელმაც მითხრა: "გინდა დადგე მეომართა პირველ რიგში?" მე ეს თვითონაც მინდოდა, ძალზე გამიხარდა და ვთხოვე იქ დავეყენებინე, რამეთუ ვგრძნობდი სულში უდიდეს სიძულვილს და აღშფოთებას მოწინააღმდეგეთა მიმართ, რომლებიც, როგორც მივხვდი, ეშმაკები იყვნენ. მაშინ ამ მხედართმთავარმა ორი-სამი რიგით წინ გადამიყვანა და პირველ რიგში მიმიყვანა, სადაც ერთი თუ ორი მონაზონი იდგა. მან შემომხედა, გამიღიმა და მითხრა: "მე არ შევეწინააღმდეგები მას, ვისაც სურს მხნედ ებრძოლოს ამ საზიზღარ მეომრებს, არამედ დახმარებას აღმოვუჩენ". როცა ნანახისგან გონს მოვედი, მაშინვე მივხვდი მის აზრს და ვთქვი: "აბა, მდაბალო იოსებ, მოემზადე შენი აღთქმის აღსასრულებლად". მართლაც განსაცდელი უფრო გაძლიერდა.

განუწყვეტელი ბრძოლა და საცთურები, წმინდა ბასილის სკიტში სისტემატური გახდა მამა იოსების ცხოვრებაში ზემოხსენებული ხილვისა და მამა ეფრემის გარდაცვალების მერე. მოსაგრე და დაყუდებული ცხოვრების კვალდაკვალ მამა იოსებს ხორციელი ბრძოლები დაეწყო. თითქოს ამაში რა არის უცნაური? საქმე ისაა, რომ მამა იოსები გაიზარდა თავის პატარა სამშობლოში უბრალო და ტრადიციულ გარემოში, სრულ სიწმინდეში. ვიდრე მონაზონი გახდებოდა, ერთხელაც არ დაუთმია ხორციელი სურვილისთვის. როცა წმინდა მამათა ცხოვრებაში ამგვარ ბრძოლაზე წაიკითხა, გაუგებრად მოეჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაჩენილიყო და გაეწვალებინა მონაზონი, როცა ამ ბრძოლის გაჩენის მიზეზი არ არსებობდა. მამა იოსებმა სრულიად არ იცოდა, რა იყო ხორციელი აღძვრა. ყოველ შემთხვევაში მისი ახლო ნათესავების თქმით, იგი წმინდა ქალწული იყო. და აი, ეს ბრძოლა გაჩნდა წმინდა გონებაში, შეგრძნებაში, რომლის მეხსიერებაშიც არ არსებობდა ამ ბრძოლის შესაფერისი სახეები და საგნები, მოსაგრე კაცში, დაყუდებულში - ასეთ რამეს მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებში თუ წაიკითხავ. ხორციელი ბრძოლა! მამა იოსები მხნედ შეხვდა ამ ბრძოლას, დაუპირისპირა მას მხურვალე მოშურნეობა, მოსაგრეობის ღვაწლი და ღვთის შეწევნის გამოცდილება. როცა ბრძოლა უმაღლეს წერტილს აღწევდა, მაშინ ის პრაქტიკულ და ტექნიკურ საშუალებებს იყენებდა: ხანგრძლივ ღამისთევის ლოცვას, წყურვილის გაძლიერებას, ფეხზე დიდხანს დგომას და განსაკუთრებით "პროფილაქტიკურ ჯოხს" - რომლითაც თავს იცემდა.

მეომართა პირველ რიგში არჩევამ, ეშმაკთა მძვინვარებამ და ღვთისგან გამზადებულმა საზღვრებმა განსაზღვრა ამ ბრძოლის დაძაბულობა და ხანგრძლივობა.

"სავსებით ვგრძნობდი, რომ ეს ბრძოლა იყო, - ჰყვებოდა მამა იოსები, - როცა სრულიად მოვუძლურდებოდი, მადლი მაძლევდა მე ძალას და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. დროთა განმავლობაში ბრძოლა უფრო სასტიკი ხდებოდა, თითქმის განუწყვეტელი". მამა იოსებმა დაწოლაზე უარი თქვა და სავარძლის მსგავსი ხის სკამი გააკეთა. მასზე იჯდა და მასზე ეძინა მთელი რვა წლის განმავლობაში, ვიდრე ეს ბრძოლა გრძელდებოდა, თუმცა არც მარჯვნივ გადახრილა და არც მარცხნივ. "რამდენადაც ბრძოლა არ წყდებოდა, მეც ვეწინააღმდეგებოდი, უკან არ ვიხევდი, მოვაკვდენდი ხორცს, განსაკუთრებით ღამისთევითა და თავის ცემით. ვტიროდი, ვქვითინებდი, ვევედრებოდი ჩვენს დედოფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც ხშირად მანუგეშებდა, მაგრამ ბრძოლას დასასრული არ უჩანდა. ბრძოლა მცირე ხნით სუსტდებოდა, რათა დასვენება შემძლებოდა და კვლავ დაძაბული ხდებოდა. იმავდროულად სხეული დამისუსტდა და ეს მხნეობას მაცლიდა, რადგანაც ჩემი იარაღი ძალას კარგავდა. სიმშვიდეს ლოცვაში ვპოვებდი, რომელიც ჩემთვის ერთადერთ ნუგეშად რჩებოდა".

მამა დანიელი. თავისი მოსაგრე ცხოვრების დასაწყისში მამა იოსები სულიერ მოძღვართან შეხვედრაზე ოცნებობდა, რომელსაც სათანადო გამოცდილება ექნებოდა და შეიძლებოდა ყოფილიყო მისი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ამ რთულ და იდუმალ ცხოვრებაში. მას ბევრ რამ გაეგონა დაფარულ, უჩინარ მამებზე, რომლებიც ყველასაგან დამალულად ცხოვრობენ და ზოგჯერ გამოეცხადებოდნენ ხოლმე ვინმე გამოცდილ მოძღვარს ზიარებისთვის. ამ მამათა ძიებაში დიდი ხანი დაჰყვეს მამა იოსებმა და მამა არსენმა. მათ ყველა მღვიმე თუ კალივა შემოიარეს, სადაც, გადმოცემით, ოდესღაც მოსაგრენი ცხოვრობდნენ. იმ დროს წმინდა პეტრე ათონელის კალივაში ცხოვრობდა სახელგანთქმული მამა დანიელი, ჭეშმარიტი მდუმარე და თითქმის სრული დაყუდებული. ის არ ტოვებდა თავის ქოხს და ყოველდღიურად ღამისთევის ლოცვებსა და ლიტურგიას ატარებდა. იგი ძალზე მდუმარე და განკრძალული კაცი იყო, თავის ცხოვრებას მკაცრ კანონებს უმორჩილებდა. ბერი მნახველებს არ იღებდა და მასთან მოხვედრა დაყუდების საათებში, ლოცვის ჟამს თუ ლიტურგიისას, რომელსაც ის ჩვეულებისამებრ შუაღამისას ატარებდა, ადვილი არ იყო. ამა დანიელის სიწმინდეში დარწმუნებულმა მამა იოსებმა სთხოვა დიდბერს მისთვის და მამა არსენისთვის დროდადრო კელიაში მსახურების ნება მიეცა. მამა დანიელი დათანხმდა.

ორიოდე სიტყვა კიდევ ვთქვათ მამა დანიელზე: მუდმივად მმარხველი, თითქმის არასოდეს იღებდა ზეთიან საჭმელს, დღეში ერთხელ მეცხრე ჟამზე შეჭამდა ხოლმე მცირეოდენ მოხარშულ ცერცვს. ყოველ ღამეს ის მარტო ფხიზლობდა და ლოცულობდა. შუაღამისას მიდიოდა ეკლესიაში, სადაც ღვთისმსახურების დღე-ღამის ციკლის მცირე ნაწილს კითხულობდა და ამით პროკომიდიისთვის ემზადებოდა. შუაღამის მერე იწყებოდა ლიტურგია, რომელსაც ნელა და დიდი გულშემუსვრილებით ლოცულობდა. ხშირად ლმობიერების ცრემლები აიძულებდა, რაღაც დროით ღვთისმსახურება შეეწყვიტა. ამგვარად მარტო ლიტურგია ოთხი საათი გრძელდებოდა. "ბევრჯერ ვაიძულებდით მას, რომ რაიმე სულიერი საუბარი წარმოეთქვა, - ჰყვებოდა მამა იოსები, - მაგრამ ის ამას თავს არიდებდა და წმინდა სინკლიტიკიას სიტყვებს გვეტყოდა: "როცა სანთელი იწვის, სხვებს ანათებს, მაგრამ საკუთარ თავსაც მოსწვავსო". მამა დანიელი მედიდურობის ვნებას გულისხმობდა".

ერთი ახალსკიტელი ბერი ჰყვებოდა მასზე: "ერისკაცი ვიყავი, ათონზე რომ ჩამოვედი, ახალი გასრულებული მქონდა სამხედრო სამსახური. ჩემი მოძღვარი ძველი მეგობარი იყო მამა დანიელისა და როცა მის სანახავად წავიდა, მეც თან წამიყვანა. როცა შევედით, ჩემი მოძღვარი მდუმარედ, თაყვანისცემით მიესალმა მას და მეც იმავეს გაკეთებაზე მანიშნა. როცა მივედი, მამა დანიელმა ხელი ჩამომართვა და სახელით მომმართა: "გამარჯვება, სტერგიოს. კარგი ქენი, რომ მოხვედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეში, მამა ნეოფიტესთან. მალე მოვა ნიკოსიც და ერთად იქნებით". ნიკოსი ჩემი უმცროსი ძმა იყო, მაგრამ მას მერე, რაც დავობლდით, დიდი ხანია დავშორდით და არაფერი ვიცოდით ერთმანეთზე. მამა დანიელმა ახლა ჩემს მოძღვარს მიმართა, გაამხნევა და ურჩია, რომ ჩვენ მივეღეთ. მერე კი თავის მორჩილს, ანტონს ჩაის მოტანა უბრძანა. მან ჩაი მოიტანა, მაგრამ ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ არ ვარგოდა. ერთგვარი ზიზღი ვიგრძენი და ჭიქა დავდგი. "მოგწონს ჩაი, სტერგიოს?" "არა, მამაო, ბუხრიდან მური ჩავარდნილა და საწამლავის გემო აქვს". "არა, ჩემო შვილო, - მითხრა მან, - ეს მური კი არა, მუხის რკოა, ის გემოთი მწარეა, მაგრამ სიმბოლოა ჩვენი აქაური მოსაგრე ცხოვრებისა, რომელიც მწარედ გვეჩვენება, მაგრამ უფალი დაგვიტკბობს თავის სასუფეველში". ეს სიტყვები მუდმივად მახარებს, თითქოს გუშინ ეთქვას. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის მართლაც ჩამოვიდა ორ წელში და მას მერე ერთად ვართ".

მამა დანიელზე ჰყვებოდა მამა იოსები, რომ იგი იმდენად მადლმოსილი იყო, მისთვის ზუსტად და დაწვრილებით იყო ცნობილი შორს მომხდარი და ყველასთვის უცნობი ამბები. სიცოცხლის ბოლოს მამა დანიელი ძალზე დასუსტდა და დაუხმარებლად აღარ შეეძლო წამოდგომა. სიკვდილის წინა დღეს თავი ეზოში გააყვანინა. მიმოიხედა და თავისთვის თქვა: "ამაოა ეს სოფელი, ყველაფერი ამაოა". ნელ-ნელა დაუბრუნდა თავის საწოლს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat