თუ გწამს წმინდა სამება, მაშინ წამოდექი
თუ გწამს წმინდა სამება, მაშინ წამოდექი
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
26. სვიმეონი
9. დავუბრუნდეთ დიდებულ სვიმეონს. უკვე 28 წელია, იგი წმინდა ორმეოცს უჭმელი მარხულობს: დრომ და მუდმივმა მეცადინეობამ შეუმსუბუქა მას ეს ღვაწლი. მარხვის პირველ დღეებს, ჩვეულებისამებრ, ფეხზე დგომასა და ფსალმუნთგალობაში ატარებდა; შემდეგ კი, როცა სხეულს შიმშილის გამო ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ღვთისმსახურებას დამჯდარი აღასრულებდა, ბოლო დღეებში წვებოდა კიდეც. რაც მან მესვეტეობის ღვაწლი დაიწყო, გადაწყვიტა, სვეტიდან არასოდეს ჩამოსულიყო. ამისთვის განსაკუთრებული რამ მოიფიქრა. სვეტს ძელი მიაბა, ხოლო ძელზე თავი მიიბა და ამგვარად ატარებდა ორმოც დღეს. შემდგომში, როცა ზეითგან უფრო მეტი მადლი მიიღო, აღარ სჭირდებოდა ამგვარი მოწყობილობა და ორმოცი დღე უსმელ-უჭმელი იდგა, გაძლიერდებოდა მოშურნეობით და საღვთო მადლით.

10. ამგვარად გაატარა სამი წელი ქოხში, მერე კი მთის მწვერვალზე ავიდა და ბრძანა, მის გარშემო კედელი აეშენებინათ; ოცი წყრთა რკინის ჯაჭვი ლოდს გამოაბა, ბოლო კი მარჯვენა ფეხზე შემოიხვია, რათა, რომ მონდომებოდა, კედლის საზღვარს ვერ გასცდენოდა. მზერა მუდმივად ზეცისკენ ჰქონდა მიპყრობილი და ჭვრეტდა იმას, რაც ზეცის ზევითაა და რკინის საკვრელნი ვერ უშლიდნენ მის ფიქრთა ფრენას. მაგრამ როცა საკვირველმა მელეტიმ, რომელსაც დავალებული ჰქონდა ზრუნვა ანტიოქიის გარეუბნების სამრევლოებზე, კაცმა გამორჩეულმა სიბრძნითა და განსჯის უნარით, დაფარულთმცოდნელობით გამშვენებულმა, უთხრა, რკინა აღარ არის საჭირო, როცა ნებას შეუძლია სხეულს ფიქრების ბორკილნი დაადოსო, სვიმეონმა მჭედელს ბორკილები აახსნევინა. მას წვივზე ჰქონდა შემოკერებული ტყავი, რათა სხეული რკინას არ დაეზიანებინა. სახვევის შიგნით ნახეს ოცი მოფუთფუთე დიდი მატლი; ამას უცქერდა საკვირველი მელეტიც. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ მეჩვენებინა დიდმოთმინება ამ კაცისა: მას ხომ შეეძლო ტყავზე ხელი დაეჭირა და ადვილად გაესრისა მატლები, თუმცა მოისურვა ტანჯვა დაეთმინა, რათა მცირე ღვაწლთა მიერ უფრო დიდ ღვაწლს მისჩვეოდა.

11. სახელგანთქმულ დიდებულ მოსაგრესთან ყველა მხრიდან იწყეს მოსვლა. დამბლადაცემულნი, სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი სთხოვდნენ განკურნებას, შვილიერების მინიჭებისთვის შუამდგომლობას. როცა თხოვნა შეუსრულდებოდათ, გახარებულნი ბრუნდებოდნენ, სხვებს უყვებოდნენ ამ წყალობაზე და დიდბერთან გზავნიდნენ გაჭირვებულთ. სვიმეონისკენ მიმავალი გზა მდინარეს დაემსგავსა. თვითონ მისი მოღვაწეობის ადგილი კი ზღვას ჰგავდა, რომელშიც ურიცხვი ნაკადული ჩაედინება. მისკენ ისწრაფოდნენ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მცხოვრებნი, ასევე სპარსნიც, სპარსეთის ქვეშევრდომნი, სომეხნი, ივერიელნი, ჰომერიტები, მეზობელი ტომების წარმომადგენლებიც, ესპანელები, ბრიტანელები, გალატიელები და სხვანი. დიდებულ რომში იგი იმხელა პატივისცემით სარგებლობს, რომ ყველა სახელოსნოს კარზე მისი პატარა სურათია გამოსახული, მისი წყალობით მოელიან დაცვასა და უსაფრთხოებას.

12. ღირს მამასთან მიმსვლელთა რიცხვი ძალზე გამრავლდა. ყველა ცდილობდა მისგან კურთხევისა და მისი ტყავის სამოსიდან პატარა ნაწილის მიღებას. იგი თვლიდა, რომ ამგვარი დიდი პატივი მისთვის შეუფერებელი იყო. ამგვარი ცხოვრების წესის უხერხულობით დამძიმებულმა, გადაწყვიტა, სვეტზე დგომის ახალი ღვაწლი ეტვირთა. თავიდან 6 წყრთის სიმაღლის სვეტი ააგო, შემდეგ 12 წყრთის, მერე 22-ისა, ახლა კი 36 წყრთის სიმაღლისაა, ამგვარად, თანდათანობით ზეცისკენ მაღლდება და შორდება მიწიერ ამაოებას. მწამს, რომ ამგვარი დგომა ღვთის ნების გარეშე არ მოხდებოდა. ამიტომაც ვთხოვ იმათ, ვისაც ყველას გაკიცხვა უყვარს, მოთოკონ ენა, გაითვალისწინონ, რომ უფალი ხშირად ამგვარ რამეებს ზარმაცთა გულისხმისყოფისთვის იქმს. ამიტომ უბრძანა ესაიას, შიშველსა და უხამურს ევლო (ესაია 20,2), იერემიას კი უბრძანა, წელზე ქამარმორტყმული გამოცხადებულიყო წარმართთა წინაშე და ეწინასწარმეტყველა (იერემია 1,17; 28,12), სხვა დროს კი ქედზე უღლის დადგმა უბრძანა, ჯერ ხისა, მერე კი რკინისა; ოსიას კი სიძვის დედაკაცის ცოლად მოყვანა, ბოროტი და როსკიპი ცოლის მიმართ სიყვარულის გამოჩენა უბრძანა (ოსია 1,2; 3,1); იეზეკიელს უბრძანა - მარჯვენა გვერდზე ორმოც დღეს დაეძინა, მარცხენაზე კი ასორმოცდაათი დღე (იეზეკიელი 4,4), მერე კედელში ხვრელის გაკეთება და გარეთ ტყვესავით გამოსვლა, დანის აღება, თმის მოკვეცა, თმის ოთხ ნაწილად გაყოფა და აქეთ-იქით განაწილება უბრძანა (იეზეკ. 5,1-4). და მრავალი სხვა რამ ბრძანა უფალმა, ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. სამყაროს მბრძანებელმა ყველა ამ მოვლენის ქმნა იმიტომ ბრძანა, რომ სიტყვის ურწმუნო იქნებ ამ უჩვეულო სანახაობით მოსულიყო გონს და ესმინა წინასწარმეყველისთვის. მართლაც, ვინ არ გაოცდება შიშველი წინასწარმეტყველის ნახვით? განა ცნობისწადილი არ აღეძვროდათ, შეეტყოთ, წინასწარმეტყველმა რატომ შეირთო ცოლად მეძავი? ეს უჩვეულო სანახაობა იმისთვის მოაწყო უფალმა, რომ თავისი უჩვეულობით მიეზიდა ხალხი საცქერლად და ისინი შეემზადებინა წმინდანის დამოძღვრის მოსასმენად...

13. ღირსი სვიმეონის სვეტზე დგომამ უწმინდურობის ბნელის ტყვეობაში მყოფი მრავალი ათასი ისმაელიტელიც განანათლა. ვითარცა სანთელი, სასანთლეზე დადგმული, სვიმეონი, ყოველმხრივ მზის მსგავსად აფრქვევდა სხივებს. როგორც უკვე ვთქვი, მის გარშემო შეგეძლოთ გენახათ ივერიელებიც, სომხებიც, სპარსელებიც, რომელთაც საღმრთო ნათლისღება ჰქონდათ მიღებული. ისმაიტელებიც ბრბოდ მოდიოდნენ ზოგჯერ ორასი, ზოგჯერ სამასი და ზოგჯერაც ათასი კაცი: ისინი საზეიმოდ უარს ამბობდნენ მამათა ცთომილებაზე, უდიდესი ლამპრის წინაშე ამსხვრევდნენ აქამდე მათ მიერ ღმერთად შერაცხულ კერპებს და უარს ამბობდნენ აფროდიტეს უგუნურ ორგიებზე, იღებდენ ღვთაებრივ საიდუმლოებას და ემორჩილებოდნენ დიდბერის წმინდა ბაგეთაგან ნამცნებ წმინდა კანონებს, სამუდამოდ დაემშვიდობნენ წინაპართა ჩვეულებებს, უარი თქვეს გარეული ვირებისა და აქლემების ჭამაზე.

14. ჩემი თვალითაც მინახავს და ყურით გამიგონია, თუ როგორ უარყვეს მათ მამათა უწმინდურება და შეუერთდნენ სახარების სწავლებას. ერთხელ დიდ ხიფათსაც კი გადავეყარე. წმინდა კაცმა ისმაელიტელებს უბრძანა, ჩემთან მოსვლა და კურთხევის აღება, თანაც დაუმატა, ამით დიდ სიკეთეს ნახავთო. ველურები ბარბაროსებივით შემომერტყნენ, ხელს მკრავდნენ; შორს მყოფნი ცდილობდნენ, შემომძვრალიყვნენ, ხელებს იწვდიდნენ, ცდილობდნენ, ჩემთვის ან წვერზე ეტაცათ, ანდა ჩემი სამოსის რაიმე ნაწილი მიეღოთ. ალბათ გავიგუდებოდი, რომ არ მეყვირა და არ გამედევნა ისინი. აი, რამხელა სიკეთე გამოდიოდა სხვათა დაცინვით გაკიცხული სვეტისგან! აი, როგორი სხივნი ღვთის შემეცნებისა იღვრებოდა მისგან ბარბაროსთა გულში!

15. კიდევ ვიცი ერთი მსგავსი შემთხვევა. ბარბაროსთა ერთმა სამხედრო რაზმმა ღვთის კაცს სთხოვა, მათი მეთაურისთვის ელოცა და კურთხევა გაეგზავნა მისთვის; იქვე მყოფი მეორე რაზმი კი სვიმეონს ამას უშლიდა, ამტკიცებდა, რომ კურთხევა სწორედ მათი მეთაურისთვის უნდა მიეცა, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი უსამართლობა, ის კაცი კი უსამართლოაო. ატყდა ბარბაროსთათვის დამახასიათებელი კამათი. ბოლოს ერთმანეთს საჩხუბრად ეცნენ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მათ დასამშვიდებლად. ვეუბნებოდი, ღვთის კაცს შეუძლია სისავსით მისცეს კურთხევა ორივე მეთაურს-მეთქი. მაგრამ ერთნი კვლავ გაიძახოდნენ, - ის მეთაური არ არის ღირსი ამ კურთხევისო, მეორენი კი ამას ჯიუტად მოითხოვდნენ. მაშინ სვიმეონმა ისინი ზემოდან გალანძღა, ძაღლები უწოდა და ჩააცხრო ჩხუბი. ეს იმის საჩვენებლად მოგითხრეთ, თუ რაოდენ დიდი რწმენა ჰქონდათ ბარბაროსებს ბერისა.

16. მინახავს მის მიერ შესრულებული კიდევ ერთი სასწაული. ერთხელ სვიმეონს სარკინოზთა მეთაური შეევედრა, დახმარებოდა. მას დამბლა დაეცა. ეს უბედურება გზაში, კალინიკის ციხესიმაგრის ახლოს შეემთხვა. როცა პარალიზებული მოიყვანეს, სვიმეონმა უბრძანა მას, უარი ეთქვა წინაპართა უწმინდურებაზე. ის ხალისით დაემორჩილა და აღასრულა ნაბრძანები. ამის მერე ბერმა ჰკითხა: გწამს მამა, მხოლოდშობილი ძე და სულიწმინდა? და როცა მან აღიარა ამგვარი რწმენა, სვიმეონმა უთხრა: - თუ გწამს წმინდა სამება, მაშინ წამოდექი. ავადმყოფი წამოდგა, სვიმეონმა უბრძანა, მხრებზე შემოესვა თავისი მეთაური (ის კი უზარმაზარი იყო) და თავის კარვამდე მიეყვანა. განკურნებული ასეც მოიქცა. დამსწრეთაგან ყველამ განადიდა ღმერთი.

17. ამგვარი ბრძანების გაცემისას სვიმეონი ბაძავდა მეუფეს, რომელმაც ოდესღაც განრღვეულს თავისი საწოლის აღება უბრძანა (მათე 9,6) და ამ მიბაძვას "ტირანიას" ვერ დავარქმევთ. რამეთუ უფალმა თვითონ ბრძანა: "ამენ გეტყვი თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროისიღა ამისსა ქმნეს" (იოანე 14,12). და ჩვენ ვხედავთ ამ აღთქმის აღსრულებას. როცა უფლის აჩრდილი აღარ იყო დედამიწაზე, დიდებული პეტრეს აჩრდილი სიკვდილს არღვევდა, განდევნიდა სნეულებას, ეშმაკებს აოტებდა (მოციქ. საქმე 5,15). ყოველთა მეუფე ადრეც სჩადიოდა სასწაულებს თავისი მონების მიერ, და ახლაც ღვთაებრივი სვიმეონი მისი სახელის მოწოდებით ათასობით სასწაულს იქმს.

18. მოხდა წინანდელზე არანაკლებ დიდი სასწაული. ვინმემ, ერთმა ცნობილმა ისმაელიტელმა, ვინც ქრისტეს სახელი იწამა, ღმერთს ლოცვა შესწირა, აღთქმა დადო და სვიმეონი მოწმედ დაიყენა - მას სიცოცხლის ბოლომდე ყოველგვარი ცხოველის ხორცის ჭამისგან თავი უნდა შეეკავებინა. მალე აღთქმა დაარღვია (არ ვიცი, როგორი სახით) - მოკლული ფრინველის გემოს ხილვა ისურვა. ღმერთმა მოისურვა მხილებით მოექცია იგი და პატივი მიეგო თავისი მსახურისთვის, რომელიც მოწმე იყო დარღვეული მარხვისა და ფრინველის ხორცი ქვად იქცა - მარხვის დამრღვევმა ხორცი ვეღარ შეჭამა. ნანახით გაოცებული ბარბაროსი მაშინვე გაიქცა წმინდანთან და გაუმხილა თავისი დანაშაული, ყველას წინაშე აღიარა დარღვეული აღთქმის შესახებ, ღმერთს შეწყალება შეჰღაღადა და სთხოვა, წმინდა მამას თავისი ლოცვებით ეშუამდგომლა მისთვის ცოდვათა მიტევებისთვის. ამ სასწაულის მხილველი მრავალი იყო, რომელთაც თვითონვე გასინჯეს ხელით ფრინველის მკერდის ნაწილი, რომელიც ძვლისა და ქვისაგან შედგებოდა.

19. მე არა მხოლოდ თვითმხილველი ვიყავი ღირსი სვიმეონის სასწაულებისა, არამედ თვითონაც მომისმენია მისი წინასწარმეტყველება მომავლის მოვლენებზე. ასე იწინასწარმეტყველა მან ორი წლით ადრე ჩვენს თავს დატეხილი გვალვა, რომელსაც მოჰყვა შიმშილობა და სნეულებანი, იგი მოწმობდა, რომ ნახა, როგორ დაეცა ადამიანებს ზევიდან კვერთხი, რომელიც ზეციურ სასჯელს მოასწავებდა. სხვა დროს კი კალიების შემოსევა იწინასწარმეტყველა, ასევე ისიც, რომ ისინი დიდ ზიანს არ მოიტანდნენ, რადგან სასჯელს სდევს ღვთის კაცთმოყვარებაო. ოცდაათი დღის მერე მართლაც მოფრინდა კალიების დიდი ღრუბელი, რომელმაც მზე დაფარა და დედამიწა დააბნელა: ამ ყველაფერს ცხადად ვხედავდით. მაგრამ კალიამ მხოლოდ საძოვრები გაანადგურა, ხოლო კაცთა საკვებ მცენარეებს არ მიჰკარებია. ბერმა თხუთმეტი დღით ადრე მიწინასწარმეტყველა ერთი ჩემდამი მტრობით ავსებული კაცის სიკვდილი - ჭეშმარიტება საქმით გამოვცადე.

ერთხელ მას მიეცა ხილვა - ზეციდან ორი კვერთხი დაეშვა და აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩავარდა. ამ ღვთის კაცმა იწინასწარმეტყველა სპარსთა და სკვითთა აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ. მან იქ მყოფთ მოუთხრო ნანახის შესახებ და მერე შეუწყვეტელი ლოცვით და ცრემლთა დენით შეაჩერა ქვეყანაზე დაღირებული მახვილი. ყოველ შემთხვევაში, სპარსელთა ლაშქარი, რომლებიც რომაელებზე სალაშქროდ იყვნენ გამზადებულნი, საღვთო განგებულებით, შინაგანი არეულობით ქვეყანაში აღარ შემოჭრილან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat