წითლად შეღებილ კარტოფილს ჭამდნენ და გახარებულნი გალობდნენ "ქრისტე აღსდგას"
წითლად შეღებილ კარტოფილს ჭამდნენ და გახარებულნი გალობდნენ "ქრისტე აღსდგას"
მამა საბა (მავროიანისი). ძალზე მიყვარდა შრომა და როცა შევიტყობდი, რომ ვინმეს შეეძლო ჩემზე მეტად მუშაობა, ვბრაზდებოდი ხოლმე.

მთაწმინდიდან სხვადასხვა ნაკეთობა მომქონდა: ხატები, საკიდები ზედ წარწერილი ლოცვით და მრავალი სხვა.

ჩვენ თვითონაც ვწერდით ხატებს და სხვა მამების ნაკეთობებსაც ვყიდდით. როცა ჩვენი თანამემამულეები თურქეთიდან გამოდევნეს, ქიოსისა და სხვა კუნძულების მონასტრის მამებმა ნაცნობებისთვის სამუშაოს ძებნა დაიწყეს.

ერთი პირეელი ღვთისმოშიში გოგონა წმინდა მარკოზის მონასტერში დადიოდა. ამ მონასტერში ხატებს იოსების მოწაფეთა მანერით ხატავდნენ, ესენი ერთ-ერთი პირველი მამები იყვნენ კერასიიდან, რომლებიც ზეთიანს საერთოდ არ ჭამდნენ. კვერცხს აღდგომასაც არ ეკარებოდნენ. წითლად შეღებილ კარტოფილს ჭამდნენ და გახარებულნი გალობდნენ "ქრისტე აღსდგას". ხატწერის სკოლის დამაარსებელი გახლდათ მამა იოსები. მისი მიმდევრები თავს "იოსებელებს" ეძახდნენ. ბევრი მათგანი ღვთისმოსავი მოსაგრე გახდა და კავსოკალივაში დასახლდა.

ხატწერის ეს მანერა შეისწავლეს ქიოსის წმინდა მარკოზის მონასტრის მამებმა მამა პართენის იღუმენობისას, ასევე წმინდა კონსტანტინეს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნებმა.

კალენდრის შფოთის დროს მამა საბა (მავროიანისი) წამოვიდა ქიოსის წმინდა მარკოზის მონასტრიდან. ის ღვთისმოსავი გოგონა კი ქალაქ-სოფლებში დაატარებდა წმინდა მარკოზის მონასტრის მამების დაწერილ ხატებს, იღებდა შეკვეთებს.

მამა საბას დაწერილი ყველა ხატი სიწმინდეს აფრქვევდა. მიხვდებოდი, რომ ეს მოსაგრე სათნოებით იყო აღსავსე.

შევწუხდი, როცა შევიტყვე, რომ ხატწერის სკოლა გაქრობის პირას იყო. დევნისა და ძმათა უძლურების დროს წმინდა მართალი ანას სკიტში, წმინდა სამების კალივაში ვცხოვრობდი და გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა მთაწმინდიდან მოსული მამებისთვის გადამეცა.

მერე, ოკუპაციის დროს, ყველანი მიმოვიფანტეთ. სადაყუდებლო სავანეებში ლუკმაპური არ ჰქონდათ. მხოლოდ ზოგჯერ ღვთაებრივი ქრისტიანები უგზავნიდნენ მონაზვნებს ფქვილსა და პროდუქტებს, მაგრამ მამები თავს მოდუნების ნებას არ აძლევდნენ, დღეში ერთხელ ზეთს ჭამდნენ, სხვა საჭმელს შაბათ-კვირას მიირთმევდნენ ხოლმე.

ერთხელ ქიოსის მონასტერში გავემგზავრე და იქ დამხვდა მამა გაბრიელი, მამა პართენის მემკვიდრე. თვალზე ცრემლმომდგარი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის წიგნს კითხულობდა. ყოველთვის მაოცებდა მისი მოსაგრეობა და უპოვარება. მაოცებდა დედათა მონასტრების მკვიდრ მონაზონთა გონიერება. ისინი ფულს ხელში არ იღებდნენ და თავიანთ ნაკეთობებს ცვლიდნენ ნემსებში, ძაფში, ნართში და აგრძელებდნენ თავიანთ სამუშაოს.

იქ მამები წყალსაც კი არ სვამდნენ მთელ წმინდა ორმეოცში (ანუ დიდმარხვისას, - კ.კ.), სხვები კი მთელი წმინდა ორმეოცი მხოლოდ ხის ფესვებით იკვებებოდნენ. ზოგიერთი მონაზონი ოთხშაბათს, ლიტურგიის მერე, სეფისკვერის ნატეხს მიირთმევდა, შაბათს ლიტურგიის მერე ორცხობილასა და სალათს, რომელსაც ზუსტად ზეთის ათ წვეთს ასხამდა.

მე მაშინ მქადაგებელი ვიყავი და სიტყვით გამოვდიოდი ძველი კალენდრის დასაცავად. სინდისი მამხილებდა იმის გამო, რომ თვალებს ვწევდი მაღლა და ამ მონაზვნებს ვხედავდი.

ძველი სტილის ყველა მომხრის დევნა დაიწყო და მეც შევწყვიტე სტუმრობა უბრალო მცხოვრებლებთან.

ოკუპაციის დროს ქალაქში შემხვდა ერთი ქიოსელი და მითხრა, - მამა საბა თავის პაწაწინა კელიაში გარდაიცვალაო. მამებს, ვისაც ის უნდა დაემარხათ, მასთან მიახლოებისა ეშინოდათ, რადგან განსვენებულს მატლი დახვეოდა. ვიდრე ისინი კელიასთან იდგნენ და კამათობდნენ, უეცრად დაინახეს, რომ კარების ხვრელში უამრავი ჭიანჭველა ძვრებოდა. იფიქრეს, ბერს ხორბალი ჰქონდა დამალული. მეორე დღეს კარები გააღეს და დაინახეს, რომ ჭიანჭველებს გაესუფთავებინათ მამა საბას სხეული. როცა მიწას მიაბარეს, წმინდანი ფქვილივით თეთრი იყო.

დაკრძალვისას ტირილით ვთქვი: "ჰოი, დიდებულო მამაო საბა! შენ მონასტერში ჯერ კიდევ პატარა ბიჭი მოხვედი და ძმათაგან არავისთვის არაფერი გიწყენინებია. შენ მაშინვე აღასრულებდი ჩვენი მამა გაბრიელის ყველა ბრძანებას, რომელსაც მივყავდით ჩვენ სიწმინდის გზით. ახლა კი ხარობ, რომ მორჩილება ერთხელაც კი არ დაგირღვევია. შენმა მორჩილმა სტალიმ მოგიწოდა ზეცაში, რათა ხარობდე და მხიარულობდე ყველა მამასთან ერთად, რომლებიც განიწმინდნენ ამ კურთხეულ კუნძულზე, უპირველესად კი წმინდა მაკარი კორინთელთან და მის მორჩილთან, ღირს ნიკიფორესთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ღვაწლზე აკურთხეს უამრავი ახალმოწამე ბერძენი, რომლებიც დამონებული ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა მხარეში ევნენ. ჭეშმარიტ მოწამეთა სისხლზე დამყარდა ჩვენი ხალხი".

გრიგორიატის მონასტრის მამები. "1915 თუ 1916 წელს ათონზე ჩამოვიდა პელოპონესელი ექიმი, რომელსაც მონაზვნობა უნდოდა. იგი გაემგზავრა წმინდა დიონისეს მონასტერში, სადაც მკაცრად იცავდნენ ყველა მონაზვნურ ტრადიციას და წესისებრ აღასრულებდნენ საეკლესიო ღვთისმსახურებას. სამწუხაროდ, მონასტერს შინაგანად ნაციონალიზმი ღრღნიდა. მამებს არ უყვარდათ ბერძნული სახელმწიფოდან გამოსულები და არ მიიღეს იგი. მაშინ ის გრიგორიატის მონასტრისკენ გაემართა, სადაც ყველანი წარმოშობით ცენტრალური საბერძნეთიდან იყვნენ. მათ ის დიდი სიხარულით მიიღეს. მაშინ იღუმენი გახლდათ მამა გიორგი, რომელიც უდავო სათნოებებით გამოირჩეოდა. მისი თანაშემწე კი იყო მამა სიმეონ პირეელი; ერისკაცობაში ის ინვალიდთა სახლის ხარების ტაძრის მრევლს მიეკუთვნებოდა. მონასტრის მამებმა რომ შეიტყვეს, სავანეში ექიმი ჩამოვიდაო, მაშინვე იღუმენთან მივიდნენ და სთხოვეს, გავესინჯებითო, რადგან ყველა რაღაც უძლურებით იტანჯებოდა. მამა სიმეონი მუხლებში ჩაუვარდა იღუმენს - არავინ გაეშვა ექიმთან, თორემ არავინ დარჩება, ვინც ტაძარში იგალობებს, იმსახურებს, ანდა მოემსახურება მღვდელსო. იღუმენმა თავისი უბრალოებით უთხრა: - ძმაო, თუ ისინი ავად გახდნენ, როგორ შემიძლია, ექიმთან არ გავუშვაო. მამა სიმეონი გაჩუმდა, მეორე დღეს არც ერთი მონაზონი სამუშაოდ აღარ გამოვიდა: ყველანი თავიანთ კელიებში დარჩნენ, რადგან დაიჯერეს, რომ ავად იყვნენ.

ღირსსახსოვარი იღუმენი გიორგი ძალზე გაბრაზდა და მამა სიმეონს უთხრა: - უნდა დამეჯრებინა შენთვის, ახლა რაღა ვქნაო.

მან კი თავმდაბლურად ურჩია: ექიმისთვის ავადმყოფების შემოვლა ებრძანებინა და დაემშვიდებინა ისინი, ეთქვა, - უკვე გამოჯანმრთელება დაგეტყოთო.

ექიმი დაემორჩილა იღუმენს. მან ყველა მონაზონი მოინახულა, მათაც ისმინეს ექიმისა და სამუშაოდ წავიდნენ.

როცა დაინახა, რომ მონაზვნები სამუშაოდ გამოვიდნენ, იღუმენმა ჰკითხა მამა სიმეონს:

- ღმერთმა გაკურთხოს, ამას როგორ მიხვდი?

- მამაო, - უპასუხა მამა სიმეონმა, - მთაწმინდაზე ყველანი უძლურები ვართ. ჩვენ ხომ ღამისთევის ლოცვებზე ვდგავართ, ბევრს ვმარხულობთ, მოვიკვეთავთ საკუთარ ნებას და გულისთქმებს, რაც მთავარია, ხშირად მძიმე სამუშაო გვაქვს. მივდივართ მთებში, ვჭრით შეშას და გუდურებით ზურგით მოგვაქვს. განსაკუთრებით უჭირს მათ, ვინც ათონის ზედა ტყეებიდან მოათრევს შეშას. მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაგვპირდა, რომ იგი იქნებოდა ჩვენი მკურნალი, გამომზრდელი და უძლურების ჟამს მანუგეშებელი. იგი თავისი მადლითა და ძალით გვაძლიერებს და ჩვენ ყველა იმ 650 სახის უძლურებაზე მაღლა ვდგებით, რომელიც შეიძლება თითოეულ ადამიანს დაემუქროს. ამიტომაც, მამაო, სჯობს მიხედო იმ მამებს, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ, მარტო პურსა და წყალზე არიან და ას წლამდე ცხოვრობენ.

იღუმენი ღაღადებდა: "უდიდესია მადლი შენი, ღვთისმშობელო! რამეთუ შენ გამოჰკვებე და დაჰფარე საკუთარი მადლით ყველა აქაური მამა, ვითარცა კრუხი ფრთებქვეშ იფარავს თავის წიწილებს. ეს ასე გამოთქვა წმინდა ნიკოდიმოსმა მთაწმინდელ წმინდა მამათა მსახურებაში".

მონასტერში ომონიის მოედნის (ათენის მთავარი მოედანი, - კ.კ.) ყავახანის ყოფილი მფლობელი მოვიდა - მონაზვნობა განეზრახა. მისი ამბავი გამოვიძიეთ.

ყავახანაში მიღებული იყო კარტის თამაში, ისიც თამაშობდა და ყველაფერი წააგო, თვით ყავახანის სკამებიც კი, ამას ცოლიც მიაყოლა. როცა მიხვდა, რა ჩაიდინა, აღაპყრო თვალნი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეევედრა: - დედა ღვთისავ, დამეხმარე წამოვდგე და გპირდები, ათონზე შევმონაზვდებიო.

ანგელოზთა დედოფალმა ისმინა მისი და მოგების საშუალება მისცა.

ცოლის თანხმობით, იგი ათონზე გაემგზავრა და გრიგორიატის მონასტერში მოეწყო. მტერი (ეშმაკი) ისე ხშირად ესხმოდა თავს, რომ მალე მთლად გაჭაღარავდა.

ორჯერ სცადა ერში წასვლა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლდა ბრძოლისაგან და მონასტერშივე მშვიდად გარდაიცვალა.

ამავე მონასტერში ძველი დროიდან მოყოლებული უდიდესი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. ბევრი მთხოვს, დავწერო, რა არის მორჩილება, რომელიც უპირველესი მოვალეობაა ყოველი მონაზვნისა, განსაკუთრებით ათონელისა. სწორედ მაშინ მახსენდება ამ მამათა ნააზრევი.

ნეტარხსენებული მამა დანიელი, დიონისიატის მონაზონი, განდეგილი გახდა - დაყუდების ღვაწლს მიეცა კატუნაკში, სადაც შემდეგ განმარტოვდა. მამა კალენიკე დაყუდებული გრიგორიატელ მამა დანიელზე ამბობს: მან იმდენად დიდ საზომს მიაღწია, თითქმის დაივიწყა საკუთარი თავი. თითქმის არ ჭამდა, ყოველდღიურად ატარებდა ლიტურგიას და ეზიარებოდა. არ მახსოვს, იყო თუ არა მამა კალენიკე მისი მოწაფე. მაგრამ მასზეც ჰყვებიან, რომ ისიც ყოველდღიურად ასე იქცეოდა.

ღირსი გრიგოლის მონასტრიდან გახლდათ მამა ბენიამინიც. იგი წმინდა ანას სკიტში ასკეტური ცხოვრებისთვის დასახლდა. მან მორჩილი სიმეონი განსწავლა. სიმეონს ძალზე შეუყვარდა მყუდროება და ერთხელაც შაბათს თუ კვირადღეს გამოცხადდა სკიტში და მამებთან მივიდა, მათ დაეჭვებით შეხედეს მას და უთხრეს: "რა სარგებელი გაქვს ამ დაყუდებისგან, როცა მთელი დრო შინაურ კატასავით ჩხავიო".

სიმეონი თავიდან კინაღამ აფეთქდა, მაგრამ მერე უთხრა: "თუ უქმმეტყველებას დავიწყებ, შემახსენეთ, რომ კატა ვარ და უნდა შევწყვიტო ჩემი უქმმეტყველებაო".

დასასრული
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat