სიღარიბეს ის სამეფოზე მეტად აფასებდა
სიღარიბეს ის სამეფოზე მეტად აფასებდა
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
(გაგრძელება)
4. მისი ღამისთევის ლოცვის შესახებ შემდეგი შემთხვევის შედეგად შევიტყვე. ვხედავდი, რომ სიბერითა და უძლურებით ძალზე იქანცებოდა. ხშირად ვთხოვდი, ორი მესენაკე აეყვანა. დავარწმუნე სხვა სავანეებში განმარტოებით მცხოვრები სათნოებით გაბრწყინვებული ორი ბერი, ღვთის კაცის მსახურება აერჩიათ. მაგრამ მათ ერთად მცირე ხანს იცხოვრეს და პოლიქრონიონის მიტოვება გადაწყვიტეს - ვერ დაითმინეს მისი ღამისთევის ლოცვები. როცა მათ სთხოვეს ღვთის კაცს, ღვაწლი სხეულის უძლურებასთან შეეთანადებინა, მიუგო: - მე არათუ გაიძულებთ ჩემთან ერთად ლოცვაზე ფეხზე დგომას, არამედ გთხოვთ კიდეც ხშირად დაწვეთ დასასვენებლადო. ბერის ამ სიტყვებზე მესენაკეებმა თქვეს: "როგორ დავწვებით ჩვენ, ახალგაზრდები, მაშინ, როცა შრომაში დაბერებული არად აგდებს სხეულის უძლურებას და ღამისთევის ლოცვაზე დგას?"

5. მასთან მყოფი მესენაკეები ისე წარემატნენ სათნოებებში, რომ სიბრძნისმოყვარებით გაუსწორდნენ თავიანთ მოძღვარს. მოსე (ასე ჰქვია ერთ მათგანს) დღემდე რჩება მასთან, ყველანაირად ზრუნავს მოძღვარზე, როგორც მამასა და უფალზე, და საკუთარ თავში აირეკლავს მისი წმინდა სულის სათნოებათა სხივებს, დამიანე (მეორე), ნიარად წოდებული, ქალაქის სიახლოვეს, კალოზე მდგარ სახლში დამკვიდრდა და პოლიქრონიონის მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობს. ამიტომაც ვინც კარგად იცნობს ერთსაც და მეორესაც, როცა დამიანეს ხედავენ, ფიქრობენ, რომ დიდებულ პოლიქრონიონს უცქერენ, სხვა სხეულში ჩასახლებულს. ორივეს ერთნაირი აქვთ - უბრალოება, სიმშვიდე, სიმდაბლე, ალერსიანი სიტყვა, ურთიერთობაში სირბილე, სიფხიზლე სულისა, ღმერთზე ფიქრი, მღვიძარება, ლოცვაზე დგომა, ღვაწლი, საკვები და უპოვარება, რომელიც სრულიად შეესაბამება ღვთაებრივ სჯულისდებას. წყალში ჩამბალი ცერცვიანი მცირე ჭურჭლის გარდა, სხვას ვერაფერს ნახავთ დამიანეს თავშესაფარში. აი, ამგვარი სიკეთე პოვა მან დიდებულ პოლიქრონიონთან ურთიერთობით.

6. დავუტევებ მოწაფეებს და მოძღვრისკენ მივიქცევი, რამეთუ წყლის ნაკადნი სათავეს წყაროსთვალისგან იღებენ. სხვა ვნებებთან ერთად თავის სულიდან განდევნა პატივმოყვარეობა და დათრგუნა პატივმოყვარეობის ტირანია. პოლიქრონიონი ყოველთვის ცდილობდა თავისი ღვაწლის დამალვას. ვერ გადაეწყვიტა ჯაჭვების ტვირთვა, რადგან ეშინოდა, ამით სიამაყით არ ავსებულიყო. თუმცა მუხის მძიმე კუნძის მოტანა უბრძანა, - მჭირდებაო. მას ღამღამობით ბეჭებზე იდებდა და ამგვარად ლოცულობდა. როცა დრო ჰქონდა, ხშირად ასე დღისითაც იქცეოდა. სტუმარს კუნძს უმალავდა. ერთმა კაცმა ეს უნებურად ნახა და მითხრა: "მინდოდა შემეტყო, რამდენად მძიმე იყო კუნძი; ხელსაყრელი დრო გამოვნახე - ძლივს ავწიე ორი ხელით. ეს რომ დაინახა, ბერმა მითხრა, კუნძისთვის თავი დამენებებინა. გულწრფელად ვთხოვე, ამას წავიღებ-მეთქი, რათა მისთვის დამქანცველი ღვაწლის იარაღი მომეშორებინა, მაგრამ შევამჩნიე, არ ესიამოვნა და დავთმე..."

7. ამგვარი ღვაწლის გამო გაიფურჩქნა პოლიქრონიონის ღვთივბოძებული მადლი და მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულება. როცა საშინელმა გვალვამ მოწვა მეზობელი ოლქები და ლოცვისთვის აღძრა ისინი, მასთან უამრავი მღვდელი მივიდა; სხვებთან ერთად მივიდა ანტიოქიის მხარის მოძღვარი, რომელსაც მრავალი დაბის სულიერად გამოკვება ჰქონდა დავალებული. მან სთხოვა უხუცესებს, დაერწმუნებინათ ეს კაცი, თავისი მარჯვენა დაედო ზეთის ჭურჭლისათვის. როცა უპასუხეს, ბერი ასე არ მოიქცევაო, მაშინ მოსაგრის მიერ ავლენილი ლოცვისას მოძღვარმა, რომელიც მის უკან იდგა, თვითონვე ორივე ხელით გასწია ჭურჭელი მისკენ, რომელმაც მაშინვე ზეთით იწყო ავსება. ორ-სამ სხვასაც ამგვარადვე ხელები რომ გაეშვირა, მათი ჭურჭლებიც აივსებოდა ზეთით.

8. მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი მადლის სხივებით გაბრწყინდა, წარემატა მრავალი სახის სათნოებაში და ყოველდღიურად შეაგროვებს სიბრძნისმოყვარეობის სიმდიდრეს, ბერი ისეა ავსებული სიმდაბლით, რომ ჩვეულებისამებრ მასთან მისულ თითოეულ სტუმარს მუხლებზე ეამბორება და თაყვანს სცემს, მეომარი იქნება ის, ხელოსანი თუ გლეხი.

9. მისი შრომისმოყვარეობა არ შესუსტებულა და იგი ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ განაგრძობდა ჩვეულებრივ ღვაწლს. მრავალგზის თხოვნის მერე ძლივს დავითანხმეთ, მისთვის პატარა ქოხი აგვეშენებინა, რათა როგორღაც გაგვეთბო მისი ნახევრადგაყინული სხეული. ბევრს სიცოცხლეშივე მიჰქონდა მისთვის ოქრო და მომაკვდავნიც უანდერძებდნენ, მაგრამ პოლიქრონიონი არაფერს იღებდა და შემომწირველს უბრძანებდა, თვითონვე განეკარგა ფული. ერთხელ დიდებულმა იაკობმა თხის ტყავის ტყაპუჭი გამოუგზავნა, მაგრამ ბერმა უკანვე გაუგზავნა - ძალზე მკვრივი და ლამაზიაო. ჩვეულებრად ჰქონდა ყველაზე უბრალო და ღარიბული სამოსი სცმოდა. სიღარიბეს ის სამეფოზე მეტად აფასებდა და არ სურდა, თან აუცილებელი საკვები ჰქონოდა. მასთან ორი ლეღვის გარდა არაფერი მინახავს. ჭეშმარიტად მიმზიდველია ეს ნეტარი კაცი მათთვის, ვინც მას ხედავს და ფრიად პატივსაცემია მათთვის, ვინც კი რამეს გაიგებს მასზე. არ ვიცი კაცი, ვისაც რაიმე საყვედური ეთქვას ამ კაცზე. ყველა განადიდებს დიდ მამას, ხოლო მათ, ვინც პოლიქრონიონთან ყოფილა, მასთან განშორების სურვილი აღარ ჰქონია.

XXV. ასკლეპიოსი და იაკობი. 1. ღვთისმოყვარეთა იმავე საზოგადოებას მიეკუთვნება საკვირველი ასკლეპიოსი, რომელიც თუმცა პოლიქრონიონისგან ათი სტასიდიის მანძილზე იმყოფებოდა, მაგრამ მისნაირივე წესით ცხოვრობდა. მისნაირივე ჰქონდა საჭმელი, სამოსი, მშვიდი ზნე, სტუმართმოყვარეობა და ძმათმოყვარეობა, სიმდაბლე, ზომიერება, საუბარი ღმერთთან და უდიდესი სიგლახაკე; ამასთან იგივე სიუხვე სათნოებათა იგივე სიმდიდრე სიბრძნისმოყვარეობისა და ყველაფერი სხვა, რაც ჩვენ გვინახავს კურთხეულ პოლიქრონიონში. ამბობენ, რომ ასკლეპიოსი როცა ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრობდა ძმებთან ერთად, მოსაგრეობით განვლიდა დღეებს და აღვსებული იყო მარხვით. განდიდებული როგორც ერისკაცული, ისე განდეგილური ცხოვრების წესით, იგი სამართლიანად ღირსი შეიქნა ორმაგი გვირგვინისა.

2. მის სათნოებებს მრავალი ბაძავდა და მისი სიბრნისმოყვარეობით აივსო არა მარტო ჩვენი ქალაქი, არამედ მეზობელი ქალაქ-სოფელიც.

ასკლეპიოსის ერთ-ერთი ასეთი მიმბაძველი გახლდათ ღვთაებრივი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზას ახლოს ერთ პატარა სახლში დაეყუდა. სიცოცხლის ბოლომდე (მან 90 წელი იცხოვრა) მოსაგრე მარტო იყო დაყუდებული და შეკითხვებზე პასუხს კედელში გაკეთებული პატარა სარკმლიდან გასცემდა. კაცთაგან დაფარული, იგი არასოდეს იყენებდა ცეცხლსა და სანთელს. მხოლოდ მე ორჯერ გამიღო კარი და შიგნით შესვლის ნება მომცა. ამით მან გამოხატა ჩემდამი პატივისცემა და სიყვარული.

თანამედროვეებს არ სჭირდებათ ჩემი სიტყვების მოსმენა, რამეთუ უკეთუ მოისურვებენ, თვითონვე გახდებიან წმინდა მოსაგრეთა სიბრძნისმოყვარეობის თვითმხილველნი, შთამომავალთ კი, რომელთაც არ ექნებათ შესაძლებლობა მათი სახის ხილვისა, მათი სულიერი სიკეთისთვის საკმარისი იქნება მივუთითოთ თითოეული მათგანის (მოსაგრეთა) სიბრძნისმოყვარეობის საუკეთესო თვისებაზე.

XXVI. სვიმეონი. სახელგანთქმულ სვიმეონს - სამყაროს ამ უდიდეს სასწაულს - იცნობს ყველა ქვეშევრდომი რომის თვითმპყრობელობისა. მისი ამბავი შეიტყვეს სპარსელებმაც, იუდეველებმაც, ეთიოპელებმაც. ხმამ მის სიბრძნისმოყვარეობასა და შრომისმოყვარეობაზე თვით სკვით მომთაბარეებამდეც კი მიაღწია.

სვიმეონი, ღირსი ზეციური მოწოდებისა, დაიბადა დაბა სისანში. თავიდან მშობლების ნებით ცხვრებს მწყემსავდა, რადგან ამგვარი სახით შესწორებოდა დიდებულ კაცებს - იაკობ პატრიარქს, იოსებ კეთილგონიერს, მოსე სჯულისმდებელს, მეფესა და წინასწარმეტყველ დავითს, წინასწარმეტყველ მიქეას... ერთხელაც დიდი თოვლი მოვიდა და ცხვარი საძოვარზე ვეღარ გარეკეს. სვიმეონი მშობლებთან ერთად ღვთის ტაძარში წავიდა. ტაძარში მან მოისმინა სახარების საკითხავი, რომელიც ნეტარს უწოდებს მწუხარესა და მგლოვარეს, უბედურს კი - მოცინარს, შექების ღირსად თვლის წმინდა სულის ადამიანს და ყველაფერს, რაც ამას მოჰყვება (მათე 5,5-8, ლუკა 6,21-25). სვიმეონმა ერთ-ერთ იქ მყოფს ჰკითხა: - რისი გაკეთებაა აუცილებელი, რომ ამგვარი ნეტარება მოვიპოვოო. მან მონასტრულ ცხოვრებაზე მიუთითა და აუხსნა ამ ამაღლებული სიბრძნისმოყვარეობის არსი.

2. მიიღო რა ღვთაებრივი სიტყვის თესლი და კეთილსინდისიერად ჩადო იგი თავისი სულის ღრმა კვალში, სვიმეონი, როგორც თვითონვე ჰყვებოდა, წმინდა მოწამეთა უახლოესი ტაძრისკენ გაემართა. მოიდრიკა იქ მუხლი, თავი და ყოველი კაცის ცხონების მსურველს ევედრებოდა, წარემართა იგი ღვთისმოსაობის სრულყოფილ გზაზე. დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში, ამ დროს ტკბილად მიეძინა და იხილა: "თითქოს ახალი სახლისთვის საძირკველს ვთხრიდი. ჩემს გვერდით მდგომარემ მიბრძანა, მიწა უფრო ღრმად გამეთხარა. უცნობის ბრძანებით სიღრმეში ჩასულმა დასვენება მოვისურვე. მან კი მიბრძანა, კვლავ მეთხარა და ძალისხმევა არ შემესუსტებინა. ამგვარი ბრძანება სამ-ოთხჯერ გამიმეორა, ბოლოს თქვა, საკმარისია შენობის ასაშენებლადო". შემდგომი მოვლენები მოწმობენ მისთვის ძილში ნაჩვენები წინასწარმეტყველების სინამდვილეს.

4. წამოდგა სვიმეონი და მახლობელ მოსაგრეთა სავანეში მივიდა. ორი წლის მერე უფრო სრულყოფილი სათნოების ქმნა მოისურვა და გაეშურა სოფელ ტალედაში, სადაც დიდებულმა ღვთის კაცებმა - დამიანემ და ევსევიმ მოსაგრეობის სკოლა მოაწყვეს. თუმცა ნეტარმა სვიმეონმა თავის საცხოვრებელ ადგილად ეს კი არა, სხვა სიბრნისმოყვარეობის სასწავლებელი აირჩია, რომელიც ევსევიონმა და აბიბიონმა დააარსეს და დიდებული ევსევის სწავლებით იყვნენ დამოძღვრილნი. მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი ჰქონდათ გრძნობა, ერთი ზნე და თითქოს ერთი სული იყო ორ სხეულში. მრავალი მიმდევარი ჰყავდათ. როცა ორივე ღვთის კაცი დიდებით განვიდა ამ ცხოვრებიდან, სავანეში მონაზვნების ხელმძღვანელობა თავს იდო დიდებულმა ილიოდორმა, რომელიც 75 წლისა იყო და აქედან 63 წელი მონასტრის კედლებში გაატარა. ერისკაცული არაფერი იცოდა. არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდნენ ღორები, მამლები და სხვა ცხოველები. მე მისი ნახვის ღირსი ხშირად შევქმნილვარ, მაოცებდა მისი ზნის უბრალოება და სიწმინდე სულისა.

5. სწორედ მასთან მივიდა დიდებული მოსაგრე სვიმეონი და ამ საკანში ათი წელი იცხოვრა მოღვაწებაში. მასთან ერთად 80 მონაზონი მოსაგრეობდა, მაგრამ იგი ყველას წარემატა: როცა სხვები საჭმელს ორ დღეში ერთხელ იღებდნენ, იგი მთელ კვირას დაჰყოფდა უჭმელი. სავანის მმარხველნი (დიდბერნი) ტუქსავდნენ და უკრძალავდნენ ამას - ტიპიკონის დარღვევააო; მაგრამ ვერ დაარწმუნეს სვიმეონი, შეესუსტებინა მოშურნეობა. მან ფინიკის ტოტებით დაწნული თოკი შემოიხვია წელზე და ისე მკვრივად შემოიჭირა, რომ სხეული იარებით დაეფარა, ზედ კი ტანსაცმელი გადაიცვა. ამგვარად მან ათ დღეზე მეტი გაატარა და ჭრილობებიდან სისხლმა დენა დაიწყო. ერთმა ძმამ შეამჩნია და ჰკითხა: სისხლი საიდან მოგდისო. სვიმეონმა უპასუხა, არაფერი მტკივაო. ძმა მისი ნების წინააღმდეგ შეეხო მას, ყველაფერს მიხვდა და წინამძღვარს მოუთხრო. მან კი დაუწყო დარიგება და დარწმუნება სვიმეონს, მერე კი მის საქციელს სისასტიკე უწოდა და მოსაგრეობის საკვრელი ძლივს წაართვა. თუმცა ვერ დაარწმუნა, ჭრილობების შესახორცებლად ემკურნალა. როცა ამ შემთხვევის შემდეგ შეამჩნიეს, რომ იგი კვლავ განაგრძობდა ამგვარ ღვაწლს, სავანის დატოვება უბრძანეს, რათა სხვები, სხეულით უფრო სუსტნი, ამგვარსავე ღვაწლს არ შესდგომოდნენ და ვნება არ შემთხვეოდათ.

6. სვიმეონი უდაბურ კლდეებში წავიდა, უწყლო ნაპრალში ჩასახლდა და ღმერთს იქიდან ფსალმუნებს უგალობდა. ხუთი დღის მერე სავანის უხუცესებმა შეინანეს თავიანთი საქციელი, ორი ძმა გაგზავნეს სვიმეონის მოსაძებნად. კითხვა-კითხვით მიაგნეს, თოკით გაჭირვებით ამოიყვანეს ნაპრალიდან.

7. ამის მერე სავანეში მცირე ხანს იცხოვრა და მთის პირას მდებარე სოფელ ტელანისეში წავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს პატარა ქოხში. ცდილობდა, გაემრავლებინა სათნოებათა სიმდიდრე და გადაწყვიტა, ღვთის კაცების - მოსეს და ილიას მსგავსად, ორმოცი დღე უზმოდ გაეტარებინა (გამოსვლ. 24,18; 2 მეფეთა 19,8). მან სთხოვა სოფლის მეთვალყურე და მღვდლების მზრუნველ საკვირველ ვასას, მის კელიაში არაფერი დაეტოვებინა და კარები თიხით ამოექოლა. ვასამ მიუთითა ასეთი ღვაწლის სიძნელეზე, არწმუნებდა, ძალადობრივი სიკვდილი სათნოებად არ ჩაეთვალა. სვიმეონმა უთხრა: "კარგი, მამაო, დამიტოვე ათი პური და ჭურჭლით წყალი, თუ დავინახავ, რომ ჩემს სხეულს საჭმელი სჭირდება, მივიღებ". ვასა ისე მოიქცა, როგორც სვიმეონმა სთხოვა. ორმოცი დღის მერე საკვირველი ვასა შიგნით შევიდა - პური და წყალი ხელუხლებელი იყო, სვიმეონი მიწაზე იწვა მკვდარივით. განძრევისა და საუბრის თავი არ ჰქონდა. ამიტომაც ვასამ აიღო ღრუბელი, დაასველა და მწოლარეს ბაგეები მოჰბანა, მერე კი პირში ღვთაებრივი საიდუმლო ჩაუდო. ამგვარი სახით გაძლიერებული ნეტარი წამოდგა და მცირეოდენი სალათი, ვარდკაჭაჭა და სხვა ამის მსგავსი იხმია.

8. განცვიფრებულმა დიდებულმა ვასამ თავის სამწყსოს მოუთხრო ამ უჩვეულო სასწაულზე. ის 200 მოსაგრის ხელმძღვანელი იყო და ნებას არ რთავდა მათ, ვირი ან ჯორი ჰყოლოდათ, რაიმე ნივთის საყიდლად მონასტრის კარებს გასცდენოდნენ ანდა ნაცნობებს შეხვედროდნენ, არამედ უბრძანებდა ყველას, თავიანთ კელიებში ყოფილიყვნენ და მხოლოდ ის საჭმელი მიეღოთ, რომელთაც უგზავნიდა მათ საღვთო მადლი. ამ წესს მისი თანამოსაგრენი დღემდე ინახავენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat