დიდი ძალა აქვს მიცვალებულის სახელზე გაცემულ მოწყალებას. მამა ლუკა ჰყვებოდა, როცა კინოვიას ვაყალიბებდი, ჩემთან ჩამოვიდა ჩემი ძმა, ბერად აღიკვეცა, მაგრამ უდარდელად ცხოვრობდა, ჩემს რჩევასა და ცრემლებს არად აგდებდაო.
გამოუსწორებელი მონაზონი უეცრად გარდაიცვალა. მამა ლუკა ძმის საუკუნო ხვედრზე ჯავრობდა, უფალს სთხოვა, - ეს გაემჟღავნებინა მისთვის. ერთხელ, ლოცვისას, მან ძმა ეშმაკის ხელში იხილა. მაშინვე გაგზავნა ბერები მის კელიაში. მათ იქ ოქრო და ძვირფასი ნივთები იხილეს, რომლებიც მამა ლუკას კურთხევით, გაყიდეს და ფული გლახაკებსა და ღარიბებს დაურიგეს. ამის მერე მამა ლუკა კვლავ დადგა ლოცვაზე, მან ღვთის სამსჯავრო იხილა, სადაც ანგელოზები მისი ძმის სულისთვის ედავებოდნენ ეშმაკებს. "ეს ჩვენია, რადგან ჩვენს საქმეებს აკეთებდაო", - გაიძახოდნენ ეშმაკები. ანგელოზები ამბობდნენ, მის სახელზე გაღებული მოწყალებით დავიხსენითო.
მან კი არ გაიღო მოწყალება, არამედ მაგისმა მოძღვარმაო, - არ ცხრებოდნენ ეშმაკები და მამა ლუკაზე მიუთითეს. მაგრამ მოსაგრემ უპასუხა: "დიახ, მე გავიღე მოწყალება, მაგრამ არა ჩემთვის, არამედ ამის სულისთვისო". ეშმაკები გაქრნენ და სული განთავისუფლდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი