ერთი კონსტანტინოპოლელი ძალზე მოწყალე იყო. როცა ქალაქის ქუჩებში დადიოდა, თან უამრავი გლახაკი დასდევდა.
ისიც ყველას განიკითხავდა. ერთმა ახლო მეგობარმა ჰკითხა: "რამ გაიძულა, ასეთი მოწყალე ყოფილიყავი?" მან უპასუხა: "როცა ათი წლის ყმაწვილი ვიყავი, ეკლესიაში მოძღვრისგან ქადაგება მოვისმინე, - ვინც გლახაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ქრისტეს უდებს ამ ფულს ხელშიო". არ დავიჯერე და გავიფიქრე: "ქრისტე ახლა ზეცაში მამის მარჯვენით ზის, როგორ შეიძლება მიწაზეც იყოს და მიიღოს ის, რასაც გლახაკს აძლევენ?" უეცრად გლახაკი დავინახე. თავს ზემოთ იესო ქრისტე იყო. შევძრწუნდი. როცა ერთ-ერთმა გამვლელმა გლახაკს პური მისცა, ის თვითონ ქრისტემ გამოართვა და აკურთხა პურის გამცემი. ამ სასწაულის ხილვამ დამარწმუნა მოძღვრის ნათქვამის სიმართლეში და მას მერე შეძლებისდაგვარად გავცემ მოწყალებასო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი