ერთი კონსტანტინოპოლელი მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირას მივიდა. გადაწყვიტა, მოწყალების გაცემით გამოეთხოვა ღვთისგან სიცოცხლე. 30 ლიტრა
(1 ლიტრა - 270 გრამია) ოქრო დაურიგა გლახაკებს. მოწყალებამ მართლაც უშველა: გამოჯანმრთელდა. იმის მაგივრად, რომ ღვთისათვის დღე და ღამე მადლობა შეეწირა, თავის "დაკარგულ" ოქროზე დაიწყო დარდი. მეგობარს თავისი წუხილი გაუზიარა. ეს კაცი ღვთისმოსავი და მოწყალე იყო და გადაწყვიტა, ვერცხლისმოყვარე მეგობარი გონს მოეყვანა. "თავი ანებე ამაზე ფიქრს, თორემ უეცარი სიკვდილით უნანელად მოკვდებიო!" მაგრამ კაცი ისევ თავის ფულზე წუხდა. მაშინ მეგობარმა შესთავაზა: - წავიდეთ ეკლესიაში და გაცემულ ფულს დაგიბრუნებ, ოღონდ თქვი ღვთის წინაშე, რომ სნეულების ჟამს შენ კი არ გაეცი მოწყალება, არამედ მეო! ვერცხლისმოყვარეს გაუხარდა. წავიდნენ ეკლესიაში, დამშვიდებული სინდისით აიღო ფული და შინისკენ გამოსწია. მაგრამ ვაი, რომ გარეთ ვეღარ გამოვიდა და ეკლესიის ეზოში სული განუტევა. ყველას თავზარი დაეცა. მეგობარმა აიღო მიცვალებულის ხელთაგან ოქრო და გლახაკებს დაურიგა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი