მე მიწიერზე აღარაფერზე ვზრუნავდი
მე მიწიერზე აღარაფერზე ვზრუნავდი
ღირსი მამა იოსებ ისიქასტის ცხოვრება
1. ყრმობა და სიყმაწვილე. მამა იოსების მშობლიური კუთხე იყო პატარა, მშვიდი კუნძული პაროსი, რომლის მცხოვრებნიც იმ დროს კეთილზნეობით გამოირჩეოდნენ. მისი მშობლები ღარიბი ხალხი იყო და მცირეწლოვან ბავშვებსაც უხდებოდათ არსობის პურისთვის შრომა. მამამისი გიორგი ადრე გარდაიცვალა. დედამისი მარიამი - ჭეშმარიტი ისრაიტელი იყო, რომლისა თანა არ არის მზაკვრობა. ამ კურთხეული სულის ადამიანს იმდენად უბრალო და წმინდა ხასიათი ჰქონდა, რომ ხშირად ხედავდა ზებუნებრივ მოვლენებს და სწამდა, რომ ისინი უცილობლად სხვებსაც უნდა დაენახათ. ეს უფრო ხშირად მაშინ ხდებოდა, როცა ლიტურგიაზე ანდა ტაძარზე საზრუნავად მიდიოდა.

როცა მომავალი მამა იოსები ათონზე წავიდა და ეს ყველამ გაიგო, დედამისმა თავის ახლობლებს უთხრა, მისი დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ მონაზონი გამოვიდოდაო და გაიხსენა: - როცა ჩემი ფრანცისკი (მამა იოსების ერისკაცული სახელი) გავაჩინე, საწოლში გვერდით საფენებში შეხვეული პატარა მეწვა, მაშინ ვიხილე, რომ სახლის სახურავი გაიხსნა, ჩამოეშვა ფრთოსანი ყმაწვილი. იმდენად მშვენიერი იყო, რომ მის ბრწყინვალებას თვალს ვერ ვუსწორებდი. იგი ბავშვთან დადგა, საფენების შეხსნა დაიწყო - მისი წაყვანა ჰქონდა განზრახული. რას აკეთებ, საყვარელო? შვილი გინდა წამართვა-მეთქი? ასეთია განაჩენიო და მაჩვენა თავის წიგნში ჩანაწერი, ბრძანება, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა წაეყვანა. ვუარობდი, მაგრამ ანგელოზმა მომცა ჯვრის სახის უძვირფასესი სამკაული და ჩემი შვილი წაიყვანაო. მას მერე მარიამს სწამდა, რომ ფრანცისკი ოდესღაც ქრისტეს შეუდგებოდა.

ყრმობა და სიყმაწვილე მამა იოსებმა სოფელში გაატარა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ოჯახს. როცა საკმარისად გაიზარდა იმისათვის, რომ მუშაობა დაეწყო, პირეაში წავიდა და ლავრაში მუშაობდა, ვიდრე სამხედრო სამსახურში (ფლოტში) არ გაიწვიეს. ამის მერე ფრანცისკმა დანაზოგით წვრილვაჭრობას მიჰყო ხელი, მერე კი კომერსანტი გახდა. მალე საკმაო ქონება დააგროვა. ის წინდახედული იყო, ძალზე ადამიანური და ყოველთვის უარს ამბობდა უსამართლობასა და მზაკვრობაზე. 23 წლისამ წმინდა მამათა წიგნების შესწავლა დაიწყო. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა მამათა და მკაცრ მოსაგრეთა ცხოვრებამ. მონაზვნობის სურვილი გაუჩნდა. მასზე ყველაზე მეტად ერთმა სიზმარმა იმოქმედა. "ერთ ღამეს მესიზმრა, სასახლის გვერდით მივდიოდი, - ჰყვებოდა მამა იოსები, - უეცრად ორი ოფიცერი მოვიდა, შემიპყრეს და სასახლეში წამიყვანეს. ალერსიანად მითხრეს, - ნუ გეშინია, ასეთია მეფის ნებაო. ავედით დიდებულ სასახლეში, რომელიც სიმაღლით ყველა მიწიერ შენობას აღემატებოდა. თეთრი, ბრწყინვალე და ძვირფასი სამოსი ჩამაცვეს და მითხრეს, - დღეიდან აქ იმსახურებო. მერე კი მეფესთან თაყვანსაცემად წამიყვანეს.

აღელვებულს გამომეღვიძა. საქმეს თავი ვანებე და ფიქრებში წავედი. ცხადად მესმოდა, ჩემს გულში თუ როგორ მეორდებოდა ეს ბრძანება: "დღეიდან შენ აქ იმსახურებო". ამან მთლად შეცვალა ჩემი მდგომარეობა, გარეგნულიც და შინაგანიც. მე მიწიერზე აღარაფერზე ვზრუნავდი, მაგრამ არც ის ვიცოდი, თუ რა ვიხილე, ანდა რა უნდა მექნა. ჩემს მდგომარეობას მიმიხვდნენ მეზობლის გოგონები. მათ წასაკითხად მომცეს წმინდა მამათა წიგნი "ზაფხული", სადაც დიდებულ წმინდანთა ცხოვრება წერია, რომელთა ხსენებაც ზაფხულშია.

ხარბად წავიკითხე ეს წიგნი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ქალაქის ხმაურში გაჩერება აღარ შემეძლო და გარეუბანში გავიქეცი, რომელიც ადრე არ იყო დასახლებული. ხან ერთ, ხან მეორე ადგილას ვცხოვრობდი, უფრო ხშირად პენდალიაში. მოსაგრესავით ვიქცეოდი, ჩემი მწირი ცოდნისა და შესაძლებლობის დარად ვმარხულობდი და ვმღვიძარებდი. ღამღამობით ავძვრებოდი ხოლმე ხეზე და იქ მთელი ღამე ვიდექი მესვეტესავით. ვცდილობდი, ხორცის მოკვდინების ყველა სახეობაში მიმებაძა იმ წმინდანებისთვის, რომელთა ცხოვრებასაც ვკითხულობდი. სწორედ მაშინ ვიწყე ფიქრი უდაბნოზე, სადაც მამათა სულიერი ცხოვრება მიედინებოდა. ვფიქრობდი ათონზეც".

როცა ფრანცისკი ათენში დაბრუნდა, იქ შემთხვევით შეხვდა ათონელ მამას, კარიესის ერთ-ერთი კელიის მონაზონს, რომელსაც სთხოვა, ათონზე წამიყვანეო. ასე მოხდა ფრანცისკის გადასახლება ათონზე. მან ნაწილი დანაზოგისა მოწყალებად გასცა, ნაწილი შინაურებს გადაუნახა. საბოლოოდ გადაწყვიტა ათონზე დარჩენილიყო და ყველაზე მკაცრ, მიყრუებულ ადგილებში ეცხოვრა.

თავდაპირველად კატუნაკში შეჩერდა, მამა დანიელის მიმდევართა კურთხეულ საძმოში. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მამა დანიელი, დამაარსებელი ამ საძმოსი, კაცი ღვთისმოსავი, განათლებული, გონიერი, მოსაგრე, ძალზე ალერსიანად და თბილად იღებდა ყველას, ვინც მას მიმართავდა. მამა იოსები მთელი სიცოცხლე ინახავდა კეთილ ხსოვნას ამ საძმოზე და განსაკუთრებით ღირს მამაზე. მაგრამ ყველაზე განმარტოებულ ადგილებში მოსაგრეობისკენ მხურვალე მოშურნეობამ ნება არ მისცა, დიდხანს გაჩერებულიყო მამა დანიელთან.

იმ დროს ათონზე სახელი გაუვარდა დაყუდებულსა და ფხიზელ მამას, კალენიკეს, რომელიც კატუნაკის უდაბნოში ცხოვრობდა. მასთან დარჩენის მცდელობა მთლად წარმატებული არ გამოდგა, რადგანაც ამ ღირსსახსოვარ მამას რაღაც უცნობი მიზეზის გამო არ სურდა სხვებისთვის გაეცნო ლოცვისა და დაყუდების საიდუმლოებანი, რომლის ღირსიც შეიქმნა იგი. ფიცხმა ფრანცისკმა სთხოვა მამა კალენიკეს, მისთვის გზა ეჩვენებინა და აეხსნა, როგორ და საიდან დაეწყო მოსაგრეობა, მან კი თავგზის ამბნევი პასუხი მისცა, თითქოსდა ახალგაზრდას ამაზე მოძღვრის სიკვდილის მერე უნდა ეზრუნა. ახალგაზრდა დიდი ლავრის სიახლოვეს, ვიგლაში განმარტოვდა და განიზრახა, იქ უფრო მკაცრად ეცხოვრა.

ხდება ხოლმე, რომ სულიერი ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში აღასრულებენ რამდენიმე უცნაურ და, ბევრის აზრითაც, აშკარად უმიზნო მოქმედებებს. თუმცა შემდგომში გამოცხადდება ხოლმე მათი დაფარული მიზანი, განსაზღვრული ღვთაებრივი განგებულებით.

2. პირველი სიძნელეები და მადლის გამოვლენა. "ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოსა მიმართ უფლისათა!" (ფს. 83,2-3).

გამოუცდელი, მაგრამ საღვთო მოშურნეობით ანთებული სულისთვის ნებისმიერი ადგილი, ნებისმიერი საბაბი შეიძლება შთაგონებისა და ენთუზიაზმის წყაროდ იქცეს. ვიგლას ყრუ და უდაბურმა ადგილებმა განსაკუთრებით მიიპყრო ახალგაზრდა მოსაგრის ყურადღება. ის უფრო გულმოდგინედ შეუდგა ხელსაყრელი ადგილის ძებნას, სადაც დასახლდებოდა, არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ჩვენს დროში არ არსებობდა ცხოვრების ამგვარი წესი და პირობები. სწამდა, რომ უნდა ეარსებათ უცნობ, შიშველ, ყოველგვარი საზრუნავისაგან მოცილებულ მოსაგრეებს, რომლებიც მხოლოდ ლოცვასა და ჭვრეტას არიან მიცემულნი.

ფიცხი მოშურნეობის ნაყოფი შთაბეჭდილებები მძიმე განსაცდელად ექცევა უცოდინარ ხალხს, მაგრამ გამოცდილება შეცვლის მათ მდგომარეობას. ახალგაზრდას თავისუფლება სჭირდებოდა, უკეთესი დამრიგებელი აერჩია და ამჯობინა, გარკვეულ დრომდე დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა.

ამიტომაც ფრანცისკმა ერთ-ერთი უძველესი კელიისOმოძღვარს სთხოვა, იქ დარჩენის ნება მიეცა, ვიდრე კარგად არ მოიფიქრებდა თავის მომავალს. მან სტუმართმოყვარეობისთვის მოგზაურობის მერე შემორჩენილი მცირეოდენი თანხა გადასცა ჯილდოდ. თუმცა მოძღვარმა არ შეასრულა დაპირება და ახალ მობინადრეს მალევე ჩამოართვა ყველანაირი თავისუფლება, ისე მოექცა, თითქოს მისი მოწაფე ყოფილიყოს. ეს მოძღვარი თავისებურ ცხოვრებას ეწეოდა, დროის უმეტეს ნაწილს კელიის გარეთ ატარებდა, სხვადასხვა მონასტერს სტუმრობდა, უპირატესად კი დიდ ლავრას, რომელსაც მისი საძმო ემორჩილებოდა. ამგვარად, ახალგაზრდა მოსაგრეს საკმარისი დრო ჰქონდა, საკუთარი ნებისაებრ ეღვაწა. ის თავისი კელიიდან ხშირად მიდიოდა წმინდა ათანასეს მღვიმეში, სადაც ხვდებოდა იქ მცხოვრებ განდეგილ მოძღვარს, მშვიდსა და მყუდროების მოყვარულ, დიდი მოთმინებისა და გამძლეობის მქონე ადამიანს. ეს არ მოეწონა მოძღვარს, რომელსაც, მორიგი მოგზაურობიდან დაბრუნებულს, მოწაფე ადგილზე არ ხვდებოდა და შეუდგა მის შევიწროებას დასჯით, მკაცრი და უხეში მოქცევით. ამგვარად, ახალგაზრდა იძულებული გახდა, ახალ საცხოვრებელ ადგილსა და არსებობის პირობებზე ეფიქრა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat